საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33334

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გიორგი მაზნიაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის „ოქროს იარაღით” დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1916 წელს წმინდა გიორგის IV ხარისხის ჯვრით დააჯილდოვეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1904-1911 წლებში წმინდა ანას III და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1904-1911 წლებში წმინდა სტანისლავის IV, III და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის გიორგი მაზნიაშვილი 1917 წლის 5 აგვისტოს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925-1937 წლებში გიორგი მაზნიაშვილი მდინარე მტკვარზე ბორანის გადებაში, სოფელში სასმელი წყლის გაყვანასა და სკოლის მშენებლობაში მონაწილეობდა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925-1937 წლები გიორგი მაზნიაშვილმა მშობლიურ სოფელ სასირეთში გაატარა ოჯახთან ერთად.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლიდან გიორგი მაზნიაშვილი აქტიურ სამხედრო და საჯარო ცხოვრებას ჩამოშორდა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წელს გიორგი მაზნიაშვილს დევნილობაში მყოფმა საქართველოს მთავრობამ 500 ფრანკის ოდენობის პენსია გამოუყო.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის დეკემბერში გენერალი გიორგი მაზნიაშვილი უკვე პარიზში ცხოვრობდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ირანის მთავრობასთან ურთიერთობის დაძაბვის გამო გიორგი მაზნიაშვილმა ევროპაში გამგზავრება და ქართველ ემიგრანტთა დიდ ჯგუფთან შეერთება გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 მარტს თურქმა ქემალისტებმა ბათუმი დაიკავეს. გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით 18-19 მარტს გამართულ ბრძოლებში ქართულმა მხარემ დიდ სამხედრო წარმატებას მიაღწია. თურქმა ოკუპანტებმა ქალაქი დატოვეს, ბათუმი და ბათუმის ოლქი კი, კვლავ დანარჩენ საქართველოს შემოუერთდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-19 თებერვლის ფონიჭალის ბრძოლაში გიორგი მაზნიაშვილის დაჯგუფებამ წარმატებით მოიგერია მტრის შეტევა, თავად გადავიდა კონტრშეტევაზე და გაანადგურა რუსების 58-ე ქვეითი ბრიგადა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს თვითგამოცხადებული „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“, ანუ, ე.წ. „ყარსის რესპუბლიკის“ ჯარების სამხედრო აგრესიისა და აჯანყებული ადგილობრივი მუსლიმანური მოსახლეობის წინააღმდეგ აღმატებულ ძალასთან დაპირისპირებაში გიორგი მაზნიაშვილმა ვერ შეძლო მოწინააღმდეგის ძალების შეკავება. ქართულმა გარნიზონმა და საჯარისო ნაწილებმა დატოვეს ახალციხე და უკან დაიხიეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ქართული მხარის წარმატებულად დაწყებული და მიმდინარე სტრატეგიული შეტევითი ოპერაცია 1918 წლის 31 დეკემბერს ბრიტანელების ჩარევით იქნა შეჩერებული და ბორჩალოს მაზრის ქვედა ზონა „ლორეს ნეიტრალურ ზონად“ გამოცხადდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 მაის გიორგი მაზნიაშვილმა წარმატებით შეაჩერა რუსული ქვედანაყოფების შემდგომი წინსვლა და შეტევაზეც გადავიდა. მან დაიკავა ქალაქები გაგრა, სოჭი, ტუაფსე. პარალელურად, მისმა შენაერთმა დაამარცხა და ტყვედ აიყვანა კოდორთან გადმომსხდარი ოსმალური დესანტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 მარტს გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით შექმნილ ჯარს უნდა დაეცვა ბათუმის პორტები, მაგრამ ოსმალების სწრაფი წინსვლისა და ბათუმის დაკავების შემდეგ მას ჩოლოქის ზღუდის მოწყობა, ოსმალების შეტევის შეჩერება და მათი საქართველოში შემდგომი ექსპანსიის აღკვეთა დაევალა. გენერალმა წარმატებით გაართვა თავი მის წინაშე დასმული ამოცანას და ამ მიმართულებაზე ოსმალური შენაერთების შემდგომი შეიარაღებული ექსპანსია აღკვეთა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გიორგი მაზნიაშვილის გეგმით და უშუალო მონაწილეობით მოხერხდა კავკასიის ფრონტიდან წამოსული გაბოლშევიკებული და გადეზერტირებული რუსული არმიის ეშელონების სისხლისღვრის გარეშე გაცილება თბილისიდან.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 იანვარს გერმანელების წინააღმდეგ პირველ მსოფლიო ომში ბრძოლისას მეორედ დაიჭრა გიორგი მაზნიაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 27 სექტემბერს გერმანელების წინააღმდეგ პირველ მსოფლიო ომში ბრძოლისას პირველად დაიჭრა გიორგი მაზნიაშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს პირველ მსოფლიო ომში გიორგი მაზნიაშვილი დასავლეთ ფრონტზე იბრძოდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გიორგი მაზნიაშვილმა დაიწყო სამხედრო სამსახური პიატიგორსკის 151-ე ქვეით პოლკში.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წელს გიორგი მაზნიაშვილი ჩაირიცხა რუსეთის იმპერიის არმიაში.