საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33144

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში მოსკოვში ჩასული თურქეთის დელეგაცია მიხვდა, რომ გიორგი ჩიჩერინთან ვერ მოილაპარაკებდა და იოსებ ჯუღაშვილთან შეხვედრა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20-21 თებერვლის ღამეს სვიმონ მდივანი ანკარაში აჰმედ მუჰთარ ბეის შეხვდა. მათ ართვინისა და არტაანის საკითხი განიხილეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს მოლიერის ხუთმოქმედებიანი კომედია „ტარტიუფი ანუ მუზმუზელა", რომელშიც უნდა ეთამაშა ვასილ აბაშიძეს, მაგრამ მისი როლი სხვამ შეასრულა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ოქტომბერში სასამართლო პალატაში განსახილველად დანიშნული კონსტანტინე დადიანისა და გვაჯი ჩიქოვანის საქმე 7 ნოემბრამდე გადაიდო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ნინო გოგიაშვილმა ჩხარში ქალთა სკოლა დააარსა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ თბილისში მყოფ თურქეთის დელეგაციას, რომლის ხელმძღვანელი იყო ალი ფუატ ჯებესოი, მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ბათუმში გიორგი მაზნიაშვილის განკარგულებაში მყოფ ქართულ მხედრობას ეხმარებოდა ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის მაჰმადიანების პროფქართული ჯგუფი ახმედ ქიქავასა და აბდულ თხილაიშვილის მეთაურობით.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ბათუმში მიმავალ გიორგი მაზნიაშვილს თან ახლდა კახეთის 50-კაციანი პარტიზანული რაზმი და ჰქონდათ 2 ტყვიამფრქვევი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-21 წლებში ბათუმელი მწერალი, დრამატურგი პარმენ ლორია რამდენიმე ბრძოლაში მონაწილეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის გაზაფხულზე პარმენ ლორია ოსმალების წინააღმდეგ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და ბათუმის დასაცავად იბრძოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს ლეიტენანტი ევგენი ღვალაძე ბათუმის თურქებისგან გასათავისუფლებლად იბრძოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის იანვრის შუა რიცხვებში მოსკოვში მიმავალი თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ალი ფუატ ფაშა ყარსში ანკარაში მიმავალ საბჭოთა რუსეთის ელჩს, ბუდუ მდივანს შეხვდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის ყოფილი მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი ბორჯომის რეზიდენციაში მიემგზავრებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების თავადაზნაურთა წინამძღოლები, კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი და სიმონ გიორგის ძე წერეთელი მოსკივის გენერალ-გუბერნატორს, სერგეი ალექსანდრეს ძე რომანოვს შეხვდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი თანაშემწე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზე მოსკოვიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერი ს. ს. პეტროვი საქართველოს ნავსადგომების დათვალიერებას გეგმავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 აგვისტოს მღვდელი სტეფანე ბერიძე მცხეთის ტაძრის სარესტავრაციო შემოწირულობების შესაკრებად კოჯორში წავიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ორმა ბოქაულმა, კეიდიამ და ქუთელიამ, 17 წლის წინ ციმბირის კატორღიდან გაქცეული ცნობილი ყაჩაღი მელიტონ გერსამია შეიპყრეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 18 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, ვასილ შვერუბოვიჩი ბათუმში საბაჟოს დაარსებას აპირებდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, გურიიდან მოწვეულმა გალობის პედაგოგებმა, მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ გალობის სწავლება დაიწყეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 31 ოქტომბრის „დროებაში“ ივანე იაგორის ძე ზუბალაშვილის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჯორჯაძე ოდესაში რუსეთის მეურნეობის საზოგადოების 50 წლის იუბილეზე მიემგზავრებოდა, სადაც დამსწრე საზოგადოებისთვის საქართველოში ღვინის კეთების პროცესი უნდა გაეცნო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 მარტს, ბათუმისთვის ბრძოლის დროს, კახაბრის ფრონტზე მაიორ პეტრე ივანეს ძე ქარუმიძეს თითქმის ყველა მსროლელი და მემიზნე მოუკლეს ან დაუჭრეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 იანვარს თურქეთის დელეგაცია ალი ფუატ ჯებესოის ხელმძღვანელობით თბილისიდან მოსკოვში გაემგზავრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

გენერალმა გიორგი ივანეს ძე კვინიტაძემ ემიგრირებულ მთავრობასთან ერთად ბათუმი 1921 წლის 18 მარტს დატოვა.