საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19046

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის სტატიის „ამპლუა“ II ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნინო ყიფიანის „შენ არა გტირი!“ (გოდება ქართველის დედისა).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ეგნატე ნინოშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დავით მელიტონის ძე ჩხეიძის მოთხრობა „ტანჯულთ მგოსანი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 27 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვალიკო ჯუღელის ლექსი „სასაფლაოზე“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ კავკასიის მთავარმმართებლის წინაშე იშუამდგომლა, რათა სასულიერო უწყებისათვის თბილისის ვაგზალთან მიეცათ ადგილი რკინიგზის მოსამსახურეებისთვის ეკლესიის ასაგებად.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მალინოვსკიმ ექიმთა კრებაზე ისაუბრა კავკასიის რეგიონის პრობლემებზე და კრების წევრებს შესთავაზა, რეგიონებში გაეგზავნათ მოგზაურ ექიმთა ჯგუფები.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე, მევენახეობისა და მეღვინეობის განყოფილებაში, ვიქტორ ივანეს ძე ავალიანს გატანილი ჰქონდა იმერული ღვინო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქუთაისის გუბერნიაში გაჩენილი სიმინდის ჭიის გავრცელების საკითხის შესწავლა იაკობ მედვედევმა თბილისის ბოტანიკური ბაღის გამგეს, ადლოფ როლოვს დაავალა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1 ოქტომბერს თბილისის რეალურ სასწავლებელში გამართულ წლიურ აქტზე ისტორიის მასწავლებელმა იაკობ ღულაძემ წაიკითხა მოხსენება „საქართველოს რუსეთთან შეერთებაზე".

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გამართულ აგრონომთა განსაკუთრებულ თათბირზე თბილისის ბოტანიკური ბაღის გამგემ, ადოლფ როლოვმა მოხსენება წაიკითხა ქუთაისში გავრცელებული სიმინდის ჭიის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე, მევენახეობისა და მეღვინეობის განყოფილებაში, ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილმა წარადგინა თბილისის ფირმა „მელაანის" ღვინო.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კავკასიის სამეურნეო გამოფენაზე გ. ი. გოგოლ-იანოვსკიმ წარადგინა კახეთიდან ჩამოტანილი სეტყვის ღრუბლების გამფანტავი ზარბაზანი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის იანვრის ჟურნალ „შვილდოსანში“ (N1) გამოქვეყნდა ვალერიან გაფრინდაშვილის ესეი „რითმა და და ასონსანსი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ლუარსაბ და სოფო ფავლენიშვილები მადლობას უხდიდნენ მათ, ვინც გაიზიარა მწუხარება მათი შვილის, ვლადიმერ ფავლენიშვილის გარდაცვალების გამო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 11 თებერვალს გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „მომარაგების პორტფელი“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 20 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ყიფიანის წერილი, რომელიც მან ბათუმის ბეგების წარმომადგენელს, ხუსეინბეგ სანჯაკ ბეგზადეს მისწერა.

1884

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 20 აგვისტოს „დროებაში“ დაიბეჭდა რუისის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის 1884 წლის იანვრის ანგარიში, რომელსაც ხელს აწერდნენ: ნიკოლოზ დიასამიძე, გოგია კავლელაშვილი, გლახა ბეჟანაშვილი, მიხეილ კლიმიაშვილი, ნ. საძაგლიშვილი და ნ. მძინაროვი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „დროების“ ცნობით, რედაქციაში ჟიულ მურიეს მიერ გამოცემული ბროშურა „ვლადიკავკასიიდან თბილისამდე“ მიიღეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 აგვისტოს „დროებაში“ ელენე მამულაშვილის მიერ ნათარგმნი გი დე მოპასანის ნაწარმოები „სიმონის მამა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 აგვისტოს „დროებაში“ ბეს. გრიგოლიას წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნინო ერისთავის მიერ თარგმნილი ფ. მერიეტის მოთხრობის „დედა“ დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 27 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ დიმიტრი მატაბელოვის წერილი დაიბეჭდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ქართული სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობისთვის კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა მოამზადა მოხსენებები –„ეროვნული დრამა“ და „რეჟისურა“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ტრიფონ რამიშვილმა დაწერა სამმოქმედებიანი პიესა „დედინაცვალი“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 აგვისტოს „დროებაში“ თეოფილე ხუსკივაძის სტატია „ძველი სენაკი“ დაიბეჭდა.