საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19691

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის წერილი „საუბარი მკითხველთან“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 25 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „სოფ. რიონიდან“ იმერეთში მევენახეობის განვითარების შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ გამოიცა და ჟურნალ „მნათობის“ რედაქციაში ათ შაურად იყიდებოდა ვასილ მაჩაბლის მიერ თარგმნილი ნარკვევი „ბავშვების მოვლა“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 2 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი სერგეი მესხის წერილისა „ჩვენი განათლებულები“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 2 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის მიერ ყოვლადწმინდა ღვთისშობლის ხარების დღესასწაულზე წარმოთქმული სიტყვა.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 2 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ლექსი „მოხუცისადმი“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 7 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი გიორგი წერეთლის ნარკვევისა „ერთი თვალის გადავლება კაცის ისტორიულ ცხოვრებაზე“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 9 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი სერგეი მესხის წერილისა „ჩვენი განათლებულები“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 9 აპრილს გაზეთ „დროებაში“ ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის ლექსი „სნეული“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 31 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ს. წკეპლაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გაგრძელება სერგეი მესხის მოთხრობისა „ორი სიყვარული“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 31 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დეკანოზ დავით ღამბაშიძის წერილი „ხატზე გადაცემა იმერეთში“.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 13 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ბარნაბიშვილის კორესპონდენცია „სამეგრელოდგან“ მარტვილის მიმდებარე სოფლებში დიდთოვლობის გამო შეფერხებული საგაზაფხულო სამუშაოების შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 25 ივლისს გაზეთ „დროებაში“ სემინარიელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის ისტორიული ნარკვევი „მეფე ირაკლი II-ს ოსმალებთან ომი“.

1870

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 11 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასასრული კირილე ლორთქიფანიძის წერილისა „წიგნი მიწერილი მეგობართან“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 28 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ანჩისხატისუბნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის ფელეტონი „ევროპაში მუშტი კრივზე ჩვენებურებში მუსაიფი“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 18 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ბარნაბიშვილის კორესპონდენცია „სამეგრელოდგან“ ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის მაზრებში გაზაფხულის გვიანი სიცივეებით დაზიანებულ მოსავალსა და ციებ-ცხელების გახშირებულ შემთხვევებზე, რამაც ასობით ადგილობრივის სიცოცხლე შეიწირა.

1870

ტიპი: ავტორობა

1970 წლის 11 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია „ქართლიდამ“გორის მაზრის ქრისტიანულ სალოცავებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილ წარმართულ წეს-ჩვეულებებზე.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გაგრძელება ნიკო ნიკოლაძის ფელეტონისა „ბავშვების მოვლა მადაგასკარზე“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი მოქმედება დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის კომედიისა „უბედური მოარშიყე“.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე სულხანოვის კორესპონდენცია „პარიჟიდგან“ საფრანგეთსა და შვეიცარიაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 22 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის მიერ თარგმნილი ნიკოლოზ ნეკრასოვის ლექსი „მებაღე“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 25 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის ორმოქმედებიანი კომედია „კატა აწონა“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 1-ელ მარტს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორის, ვლადიმერ ვასილის ძე ლევაშოვის სამადლობელი წერილი იმ შემოწირულობისთვის, რომელიც გუბერნიის მოსახლეობამ ალექსანდრე ნეველის სახელობის ტანძრის ასაშენებლად გაიღო.

1970

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 30 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ბარნაბიშვილის კორესპონდენცია „სამეგრელოდგან“ ზუგდიდისა და მარტვილის მაზრებში გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის შესახებ.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 5 მარტს გაზეთ „დროებაში“ სოლოლაკელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი მიმდინარე დიდმარხვის დღეებში თბილისში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ.