საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები30258

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 სექტემბერს თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დარბაზში გამართულ კავკასიის მებაღე-მეურნეთა კრებაზე მესამე სექციის თავმჯდომარე იყო ვ. ი. ლისნევსკი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ფარმაცევტებმა: კ. ავალიანმა, ი. ობოლაძემ, ა. კანდელაკმა, კ. ჩარგეიშვილმა, ნ. ჩიკვაიძემ, ა. გოგორიშვილმა და სხვ.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის აგვისტოში პავლე ხეთაგაშვილის სახლში გამართულ პირველ კრებაზე გადაწყდა, დაეარსებინათ სცენისმოყვარეთა წრე – „საბურთალო“, რომელსაც საბურთალოზე რუსულ, სომხურ და ქართულ ენებზე უნდა გაემართა წარმოდგენები.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 15 ივნისს ქართულ თეატრში ერთი კვირის დაგვიანებით წარმოადგინეს ნინო ნაკაშიძის პიესა „ვინ არის დამნაშავე?“

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 1-ელ ივნისს ოზურგეთის თეატრი აკურთხეს და საღამოს ვლადიმერ მესხიშვილისა და იუზა ზარდალიშვილის მონაწილეობით „კრიჩენსკის ქორწინება“ წარმოადგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 8 ივნისს იოსებ გრიშაშვილის მონაწილეობით ოზურგეთის თეატრში მხიარული საღამო გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ფარმაცევტმა გვანცელაძემ 3 მანეთი შესწირა, ხოლო ფარმაცევტმა რ. ანდრონიკაშვილმა – 2 მანეთი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ფარმაცევტებმა: მ. არაზოვმა, ალ. ძოწენიძემ, ონ. ახვლედიანმა, ალ. მეძმარიაშვილმა, გრ. მგალობლიშვილმა, ს. ნადარეიშვილმა და სხვ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ივნისში კოტე მესხის ძეგლის ფონდს ალექსანდრე ძოწენიძემ ქართველ ფარმაცევტთა მიერ შეწირული თანხა გადასცა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 თებერვლის „დროებაში“ ნიკო ნიკოლაძის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 15 თებერვლის „დროების“ ცნობით, ხაშმში მცხოვრები იაგორ და ლუკა ნახუცრიშვილები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, ლექსთა კრებული „სალამური“ ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემით იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, თბილისში ექვთიმე ხელაძის სტამბაში ლექსთა კრებული „სალამური“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ივანე მესხის სტამბაში ლექსთა კრებული „სალამური“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 თებერვლის „დროების“ ცნობით, გორის სამოქალაქო თვითმმართველობის ხელმძღვანელის, ი. ელიმირზოვის მუშაობით გორის მოსახლეობა კმაყოფილი იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 7 თებერვლის „დროების“ ცნობით, მიხეილ ლორის-მელიქოვი სომხეთის სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 7 თებერვლის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ილინსკი ნიჟნინოვგოროდში ეგზარქოსად გადაიყვანეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 თებერვლის „დროებაში“ დაიბეჭდა გასაყიდი მამულების სია, რომელთა შესყიდვის თაობაზე მსურველებს ივანე ხატისოვითვის უნდა მიემართათ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, არაკინი სოხუმის სამხედრო მაზრის უფროსად დანიშნეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 თებერვალს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი აზერბაიჯანში გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია ბაქოში საგანგებო მატარებლით გაემგზავრა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის შემოდგომაზე კ. კობახიძის ინიციატივით სამტრედიაში თეატრალური წრე დაარსდა და წარმოდგენების გამართვა დაიწყო.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს სამტრედიაში კ. კობახიძის ინიციატივით შექმნილი თეატრალური წრე სამი წარმოდგენის შემდეგ დაიშალა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებოს სამტრედიის თეატრალურმა წრემ, რომლის თავმჯდომარე იყო გ. გვარამაძე, მიზეზად დაღლილობა გამოაცხადა და მუშაობა შეწყვიტა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის აგვისტოში პავლე ხეთაგაშვილის სახლში საბურთალოზე კულტურული დაწესებულების დაარსების მსურველთა პირველი კრება გაიმართა, რომელსაც 10 ადამიანი ესწრებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით, ზარგაროვს თბილისის გამგეობამ ქუჩებიდან მკვდარი საქონლის მოგროვება და ქალაქგარეთ დამარხვა დაავალა.