საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32760

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, საქართველოს ეგზარქოსს, ივანე რუდნევს მცხეთის დედათა მონასტრის საქალებო სასწავლებელის თბილისში გადმოტანა სურდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 28 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ბრძოლიდან დაბრუნებულმა მილიციონერებმა გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში უამრავი წიგნი შეიძინეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ივანე ქრისტესიაშვილმა ავშაროვის ხის სახერხ ქარხანაში დანადგარზე მაჯა მოიჭრა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გენერალმა თ. ტრეპოვმა ინგლისელ ჟურნალისტთან საუბრისას დაადასტურა, რომ რუსეთში უფასო დაწყებითი სკოლების დაარსების და უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტონომიის მინიჭების მომხრე იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 18 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მსახიობი სვიმონ სვიმონიძე დაბა სურამში საქველმოქმედო წარმოდგენის გამართვას აპირებდა, რომელშიც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და კოტე მესხი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გუბერნატორმა თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა ხმოსან არსენ ვანეს ძე ბებუთოვს ხელოსანთა გამგეობის თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებული საჩივრის შესწავლა დაავალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ზარაფიშვილის მიერ თელავში 1896 წელს დაარსებული ქალთა ამხანაგობა ორ ნაწილად გაიყო და თითოეული განაყოფი ქალი თავმჯდომარის არჩევას უჭერდა მხარს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 19 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არსენ სიმონის ძე წითლიძემ და ისიდორე ივანეს ძე რამიშვილმა სოფ. აკეთში გურიის სახალხო წიგნთსაცავი დააარსეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს სოფელ ქვემო მაჩხაანში რკინიგზის დეპოს გამგეობის წევრების, დ. ნადირაძის, დ. ჯავაშვილის და ი. გომელაურის თაოსნობით, ადგილობრივი დეპოს მუშაკების კრება იყო დანიშნული.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის გამგეობის გადაწყვეტილებით ქალაქის ცენტრში დიმიტრი ყიფიანის ძეგლი დაიდგმებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს თბილისის მეშჩანთა გამგეობის კრება იყო დანიშნული, რომელზეც ე. ვ. ედიგაროვი თავმჯდომარედ, ა. მაკედონსკი ბეგრის ამკრეფად, ხოლო თ. ოსიტოვი და ვ. სევანოვი ობოლთა სასამართლოს წევრებად უნდა დაემტკიცებინათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საინგილოს ინტელიგენციის წარმომადგენელი ალ. ბაჩალიაშვილი ოთხი თვის მანძილზე ქვემო მაჩხაანში იმყოფებოდა, რათა ქიზიყის დეპოს აღებ-მიცემობის გამოცდილება შეესწავლა და მშობლიურ კახის რაიონში დაენერგა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში ალიოზ შიხინოვის ხელმძღვანელობით კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენა გაიმართა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ანდრია მურუსიძე ხონის თეატრში მიიწვიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 ივნისს თბილისში გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის თავმჯდომარეობით ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრება გაიმართა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 13 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ ინჟინერი შავროვი უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა და ფოთის პორტის დროებით შეჩერებული მშენებლობა განახლდა.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად ქუთაისის მკვიდრმა სვიმონ ჩომახიძემ სურვილი გამოთქვა, მის დუქანში ახალი ქართული წიგნები და გაზეთები გაყიდულიყო.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად ახალციხის მკვიდრმა ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილისამ სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიეღო ახალი ქართული წიგნებისა და გაზეთების რეალიზაციაში.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 14 მაისს გაზეთ „დროებაში” გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში „ძველი ქართული წიგნების გამოცემაზე” საუბარია ნიკოლოზ ბერძენიშვილის, გიორგი წერეთლისა და პეტრე უმიკაშვილის თაოსნობით გამოცემული დავით გურამიშვილის „დავითიანის” შესახებ.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 25 იანვრის “დროების” ცნობით, მუშთაიდის ბაღში მომხდარი ჩხუბის გამო პოლიციამ ლევან მელიქიშვილი და მისი მეგობრები დააპატიმრა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 14 აპრილის „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ერისთავი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების გამოცემას აპირებდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 ივნისს ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებაზე ვალერიან ლევანის ძე გუნიას თეატრში მოღვაწეობის 35 წლისთავის აღნიშვნა გადაწყვიტეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მაისში სიმღერა-გალობის მასწავლებელმა ნ. კავსაძემ გადაწყვიტა ქართული გუნდების გაერთიანება და სანდრო კავსაძის ხელმძღვანელობით ქართული თეატრის დასახმარებლად კონცერტის გამართვა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 ივნისს სახალხო სახლში გ. გუნიას, ილ. იმედაშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, ანდრია მურუსიძისა და პლატონ ჩიქვინიძის მონაწილეობით „მარგარიტა გოტიე“ უნდა წარმოედგინათ.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს იაკობ ფანცხავამ უარი თქვა პროფესორ სპიროს შეთავაზებაზე ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში სამუშაოდ დარჩენის შესახებ, რადგან საქართველოში დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი.