საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33334

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერი – 1919 წლის იანვრის პერიოდში გიორგი კვინიტაძე მოხალისედ წავიდა გამწვევ პუნქტში, რათა ოფიცერთა პოლკში რიგით მებრძოლად ჩაწერილიყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917-1921 წლებში გიორგი კვინიტაძე ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. გადამდგარი გენერალი თანამშრომლობდა ქართულ სამხედრო გაზეთთან, აქვეყნებდა სტატიებს და არჩეული იყო სამხედრო ცოდნის მოყვარულთა ქართული საზოგადოების თავმჯდომარედ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917-1921 წლებში მმართველ სოციალ–დემოკრატიულ პარტიასთან სერიოზული იდეოლოგიური უთანხმოების გამო გიორგი კვინიტაძეს ხშირად უწევდა დაკავებული თანამდებობებიდან გადადგომა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისის ბოლოს მთავრობის მიერ გატარებულ სამხედრო რეფორმებთან დაკავშირებული პროტესტის ნიშნად გიორგი კვინიტაძე სამხედრო მინისტრის თანაშემწისა და მთავარსარდლის თანამდებობებიდან გადადგა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის გრიგოლ გიორგაძის ბრძანებით გიორგი კვინიტაძე ამიერკავკასიის რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდლად და სამხედრო მინისტრის თანაშემწედ დაინიშნა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გიორგი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა და ქართული სამხედრო ნაწილების შექმნაზე დაიწყო ზრუნვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912-1915 წლებში გიორგი კვინიტაძე კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში, გენერალ კვარტერმეისტერის მმართველობაში მსახურობდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890-იან წლებში, ვლადიკავკაზის შემდეგ, გიორგი კვინიტაძე პოლონეთში მსახურობდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლიდან გიორგი კვინიტაძემ ოფიცრის ჩინით დაიწყო სამხედრო სამსახური ვლადიკავკაზის 152-ე ქვეით პოლკში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 თებერვალს საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ თბილისის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

1905

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ილია ოდიშელიძე 1905 წელს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ილია ოდიშელიძე 1905 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ილია ოდიშელიძე 1914 წელს წმინდა ანას I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ილია ოდიშელიძე 1906 წელს წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ილია ოდიშელიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს ილია ოდიშელიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს ილია ოდიშელიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 19 სექტემბერს ილია ოდიშელიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ილია ოდიშელიძე 1905 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის შემდეგ ილია ოდიშელიძე თანამშრომლობდა საქართველოს, აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ კავკასიის ეროვნული იდეოლოგიის მქონე ემიგრაციასთან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის შემდეგ ილია ოდიშელიძე პერიოდულად ჩადიოდა საფრანგეთში, მაგრამ საქართველოს სამთავრობო ემიგრაციასთან კონტაქტში არ შედიოდა და ცხოვრობდა განცალკევებით.

1921

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის სხვა წევრებთან დაწყებული კონფლიქტის გამო, 1921 წელს გენერალი ილია ოდიშელიძე მათთან ერთად საფრანგეთში აღარ წასულა და კონსტანტინოპოლში დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს კონსტანტინოპოლში ყოფნისას ილია ოდიშელიძემ წაიკითხა მოხსენება 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან მთავრობის წევრებთან ერთად ილია ოდიშელიძეც წავიდა ემიგრაციაში კონსტანტინოპოლში.

1921

ტიპი: ღონისძიება

ილია ოდიშელიძე ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც 1921 წლის 24 თებერვალს გენერალ გიორგი კვინიტაძის მიღებულ გადაწყვეტილებას ქალაქის დატოვების შესახებ შეეწინააღმდეგა.