საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები5198

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1910

ტიპი: ორგანიზაცია

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართული სკოლის (დაარსდა 1909 წლის 4 ოქტომბერს) ორ კლასში 43 მოსწავლე სწავლობდა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს ფრიდონ გიორგის ძე სიმონოვიჩი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს კონსტანტინე დავითის ძე ნაცვლიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1881

ტიპი: ორგანიზაცია

1881 წელს ნესტორ სიმონის ძე მესხი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს ნიკოლოზ იაკობის ძე ნიკოლაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების შემოსავალი 3424 მანეთსა და 87 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 1923 მანეთსა და 78 კაპიკს.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908-1909 წლების ხელნაწერში წარმოდგენილია სია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების წევრებისა და აღნიშნულია, რომ თითოეულ მათგანს ყოველწლიურად სამ-სამ მანეთი უნდა გადაეხადა: კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე, ოქროპირ ივანეს ძე გვარამაძე, იოსებ პავლეს ძე მაისურაძე, ივანე ივანეს ძე ლაზარაშვილი, ანნა ტერ-გრიგოროვისა, მიხეილ დიმიტრის ძე კვალიაშვილი, პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე, თ. ნ. ჩოლოყაშვილი, გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძე, დეკანოზი დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი, ქ. ხახუტაშვილი, ა. ვ. ფედატოვი, სოფრონ ზედგინიძე, ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი, კონსტანცია სეიმანის ასული მეფისაშვილი, ზ. ბაიბურთელი, ანნა სტეფანეს ასული ფირალიშვილი (ფირალოვისა), ივანე ვასილის ძე ხმალაძე, როზა გრიგოლის ასული ალელიშვილისა, ივანე (ვანო) პავლეს ძე ჩილინგარაშვილი, მთავარდიაკონი გრიგოლაშვილი, ვასილ გამრეკელი, გიორგი ყანჩელი, ვარვარა მელიქოვისა, მარია ხერხეულიძე, თამარა ლევანის ასული ერისთავისა, გიორგი ჩიკოიძე, ალექსანდრე ხერხეულიძე, მიშო ერისთავი და თამარ გიორგის ასული ვაჩნაძისა.

პირები
კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე ოქროპირ ივანეს ძე გვარამაძე იოსებ პავლეს ძე მაისურაძე ივანე ივანეს ძე ლაზარაშვილი ანა ტერ-გრიგოროვისა მიხეილ დიმიტრის ძე კვალიაშვილი პეტრე პავლეს ძე ხუნდაძე თ. ნ. ჩოლოყაშვილი გიორგი ბესარიონის ძე ღოღობერიძე (ღოღაბერიძე) დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი ქ. ხახუტაშვილი ა. ვ. ფედატოვი სოფრონ ზედგინიძე ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი ზ. ბაიბურთელი (ბაიბურთი) ანა სტეფანეს ასული ფირალიშვილი როზა გრიგოლის ასული ალელიშვილი ივანე (ვანო) პავლეს ძე ჩილინგარაშვილი ვასილ გრიგოლის ძე გამრეკელი გიორგი ყანჩელი ვარვარა მელიქოვისა მარია ხერხეულიძე თამარ ლევანის ასული ერისთავისა გიორგი ჩიკოიძე ალექსანდრე ხერხეულიძე თამარ გიორგის ასული ვაჩნაძე მიშო ერისთავი კონსტანცია სეიმანის ასული მეფისაშვილი ივანე ვასილის ძე ხმალაძე გრიგოლაშვილი
წყარო

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წელს ნიკოლოზ ვასილის ძე მთვარელიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1885

ტიპი: ორგანიზაცია

1885 წელს ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელების საზოგადოების 1879 წლის წესდების მიხედვით საზოგადოების პრიორიტეტი იყო: დაწყებით სასწავლებელში სწავლის ქართულ ენაზე წარმართვა, არსებული სკოლების დახმარება და ახლების გახსნა, სახალხო სამკითხველოებისა და ბიბლიოთეკების დაარსება, სახელმძღვანელოებისა და სხვა საკითხავი ლიტერატურის გამოცემა, ახალი პედაგოგების მომზადება ნიჭიერ მოსწავლეთაგან და პედაგოგიური კურსების გამართვა.

1883

ტიპი: ორგანიზაცია

1883 წელს პორფირი ვაშალომიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1883

ტიპი: ორგანიზაცია

1883 წელს სილიბისტრო ვაშალომიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს სოფიო ედუარდის ასული თუმანიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წლის წესდების მიხედვით საზოგადოება შედგებოდა დამფუძნებელი, საპატიო, ნამდვილი და დამხმარე წევრებისგან. საზოგადოების წევრად იღებდნენ ყველას განურჩევლად წოდებისა და სქესისა.

1881

ტიპი: ორგანიზაცია

1881 წელს სვიტბეი ანჩაბაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1880

ტიპი: ორგანიზაცია

1880 წელს ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საქველმოქმედო ბაზრიდან 453 მანეთი და 90 კაპიკი დარჩა, საქველმოქმედო წარმოდგენებიდან – 563 მანეთი და 42 კაპიკი, წიგნების ვაჭრობის მოგება შეადგენდა 4343 მანეთსა და 36 კაპიკს, საზოგადოების განყოფილების შემოსავლები – 863 მანეთსა და 23 კაპიკს.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჭავჭავაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს იასე ნოშრევანის ძე ჭავჭავაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს ლეიტენანტი მიხეილ გრიგოლის ძე ჯომარჯიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1884

ტიპი: ორგანიზაცია

1884 წელს ნინო ანდრონიკაშვილისა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის ბიბლიოთეკას 244 ხელმომწერი ჰყავდა. მათ მიერ გატანილი წიგნებიდან სასულიერო შინაარსის იყო 8,  800 – მოთხრობა-პიესა, 300 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი, 50 – გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 100 –საბუნებისმეტყველო, 50 – სასოფლო-სამეურნეო, 40 – საზოგადოებრივი და 765 ცალი ჟურნალი.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ეკატერინე მელქისედეკის ასული ლორთქიფანიძისა, დიმიტრი როსტომის ძე მელაძე და გიორგი სარალიძე იყვნენ საზოგადოების დამხმარე წევრები ბალახანში.