რეგისტრირებული ფაქტები32760
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს ღამით იაკობ ფანცხავას თავს დაესხა ჟანდარმერია, გაჩხრიკა სახლი, თან წაიღო მისი მიმოწერა და ზოგიერთი მეგობრის სურათი.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-94 წლებში, გერასიმე ცაგარეიშვილის სასწავლებელში მუშაობის პერიოდში, იაკობ ფანცხავა თვეში სამ თუმანს იღებდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის დეკემბერში ფილოქსერას უფროსი მაძიებლის თანამდებობაზე მომუშავე იაკობ ფანცხავას საფილოქსერო კომიტეტმა ანაზღაურება 75 მანეთი დაუნიშნა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის დეკემბერში ფილოქსერას უფროს მაძიებლად დანიშნული იაკობ ფანცხავა საფილოქსერო კომიტეტმა ფოთში მიავლინა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის დეკემბერში საფილოქსერო პარტიის ხელმძღვანელი ივანე ანდრონიკაშვილი და ამავე პარტიის წევრი იაკობ ფანცხავა ჩრდილოეთ კავკასიაში რამდენიმეთვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ თბილისში დაბრუნდნენ.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს იაკობ ფანცხავამ და ივანე ანდრონიკაშვილმა ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთი სოფლის ვენახებში ფილოქსერა აღმოაჩინეს და გოგირდ-წყალბადის ხსნარით შეწამლეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის სექტემბერში საფილოქსერო კომიტეტმა ივანე ანდრონიკაშვილს და იაკობ ფანცხავას ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე ერთ-ერთ გერმანულ სოფელში წასვლა დაავალა ფილოქსერას აღმოსაჩენად.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის სექტემბერში საფილოქსერო პარტიის უფროსი ივანე ანდრონიკაშვილი და ამავე პარტიის წევრი იაკობ ფანცხავა ჩრდილოეთ კავკასიაში გაემგაზავრნენ იქ მდებარე ერთ-ერთი გერმანული სოფლის ვენახებში ფილოქსერას აღმოსაჩენად.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893-94 წლებში გერასიმე ცაგარეიშვილი სასწავლებელში მუშაობისას იაკობ ფანცხავას ხელფასის გადახდის პარალელურად ბინის ქირას, ავეჯის შეძენასა და კვების ხარჯებს უფინანსებდა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს იაკობ ფანცხავამ ფილოქსერას მაძიებლის თანამდებობაზე ყოფნისას მთელი გორის მაზრა შემოიარა და იქაურთა ყოფა-ცხოვრებას გაეცნო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის ზაფხულის თვეებში ფილოქსერას მაძიებლის თანამდებობაზე მომსახურე იაკობ ფანცხავა ყოველთვიურად სამოც მანეთს იღებდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს რომანოზ ფანცხავამ რეკომენდაცია გაუწია იაკობ ფანცხავას საფილოქსერო პარტიაში მიღებას.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის სექტემბერში გერასიმე ცაგარეიშვილმა იაკობ ფანცხავა მასწავლებლად მიიწვია ბათუმში გახსნილ სასწავლებელში.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იაკობ ფანცხავას ფიზიოლოგიის კათედრაზე პროფესორის ასისტენტად დარჩენა შესთავაზეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889-93 წლებში იაკობ ფანცხავა ოდესის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებული იყო, რითაც ყოველწლიურად დაახლოებით 150-200 მანეთს ზოგავდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლიდან იაკობ ფანცხავა ოდესის უნივერსიტეტში ყოველთვიურ სტიპენდიას იღებდა ოცი მანეთის ოდენობით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის სექტემბერში ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტში შესულმა იაკობ ფანცხავამ სპეციალობად ფიზიოლოგია აირჩია.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883 წლის აგვისტოში იაკობ ფანცხავამ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მისაღები გამოცდები ჩააბარა.

