საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19324

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 9 მარტის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბარბარე ისაკის ასული ხოსიტაშვილის ლექსი „მე სამკვიდრებელს აქ არ დავეძებ...“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წელს იოსებ კონსტანტინეს ძე გედევანიშვილი თბილისის ვაჟთა I გიმნაზიის პანსიონში მიაბარეს.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 13 ოქტომბერს შინამრეწველობის სხდომაზე ქალაქის ლაბორატორიის გამგემ, გიორგი ალიბეგოვმა წაიკითხა მოხსენება შინამრეწველთა მიერ წარმოებული პროდუქციის შეღებვის საქმის გაუმჯობესების შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ოქროპირის ძე ურუშაძის წერილი ყვირილაში დამწვარი თეატრის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქუთაისში თბილისიდან საგასტროლოდ მიწვეულმა დასმა წარმოადგინა ვალერიან გუნიას ორმოქმედებიანი დრამა „ცხოვრება" და სამ მოქმედებიანი კომედია „პირველი ბუზი" .

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნოე ალექსის ძე ჩხიკვაძის ლექსი „ვარდი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატიის „დასავლეთ ევროპის ლიტერატურა“ (ხანა კაპიტალიზმის აღყვავებისა) მე-7 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური წერილი „სიმშვენიერე და სისრულე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილის „გახსენება თეატრის შესახებ“ მე-5 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „ელეგია“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვანო ბარველის მოთხრობა „შეიბრძოლენ...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ფოცხოველის წერილი „რუსულ დრამატიულ დასის მსახიობი და ანტრეპრენიორი“ (ვ. ი. ნიკულინი).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ბესარიონ მიხეილის ძე ვაშაკიძის ლექსი „მთვარე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლეო ქიაჩელის პიესა „ქალი და ვაჟი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ოქტომბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ნიკოლოზის ძე ბოჭორიშვილის ლექსი „სიზმარი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს ვანო ბარველმა ქართულად თარგმნა მაქსიმ გორკის ახალი პიესა „უკანასკნელი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 სექტემბერს ქართველ მსახიობთა თვითგანვითარების წრის მე-2 სხდომაზე სარგის კაკაბაძემ რეფერატი წაიკითხა შაჰ აბას I-ის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 16 ოქტომბერს მეღვინე-მევენახეთა კრებაზე ბაჟბეუკ მელიქოვმა დასვა საკითხი, კავკასიის სამეურნეო საზოგადოებისთვის ეთხოვათ, დარსებულიყო ბიურო ხალხში ნამდვილი ღვინის გასავრცელებლად და მაგარი სასმელის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს შალვა დადიანმა ქართულად თარგმნა ლეონიდ ანდრეევის პიესა „გაუდეამუსი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბერს უნდა წარმოედგინათ სპექტაკლი „სამშობლო“, რომლისთვისაც რეჟისორმა ვალერიან შალიკაშვილმა დეკორაციები მხატვარ-დეკორატორებს, ფრანც ნოვაკსა და ლანსკის გაამზადებინა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 19 სექტემბერს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „სამხედრო ბანაკში“ შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 20 სექტემბერს ისტორიულ-ეთნოგრაფიული საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე სარაჯიშვილმა წაიკითხა რეფერატი „ავარიული ლექსი კახეთის აკლების შესახებ“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 1-ელ ოქტომბერს არტისტული საზოგადოების თეატრში ვ. ი. ნიკულინის უფასო წარმოდგენა გაიმართა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბერს ქართული თეატრის სეზონი გაიხსანა დავით ერისთავის პიესით „სამშობლო“, რომლის რეჟისორიც იყო ვალერიან შალიკაშვილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდიას ლექსი „შენ დაგეძებდი...“.