საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19324

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძის პიესის „ყრუ სოფელში“ დასკვნითი ნაწილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 28 ოქტომბერს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების შენობაში უნდა გამართულიყო კავკასიის საქონლის მომშენებელთა კრება, რომელზეც ს. ნ. ტიმოფეევი წაიკითხავდა მოხსენებას ღორების მოშენების საქმეში სიმინდის გამოყენებაზე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 სექტემბერს ყვირილის კლუბში გამართული ღონისძიების ლიტერატურულ ნაწილში დავით კლდიაშვილმა წაიკითხა „როსტომ მანველიძე“, დავით მესხმა თავისი ზღაპარი „როგორ ატყუებენ გლეხს“, არისტო ჭუმბაძემ – „სიყვარულის ნეკროლოგი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 15 ოქტომბერს ქალაქის სასწავლებელთა სხდომაზე კომისიის წევრმა ლისიცინმა წამოჭრა თბილისის საპედაგოგო მუზეუმის დაარსების საკითხი. კომისიამ მას დაავალა მუზეუმის მოსაწყობად საჭირო ხარჯთაღრიცხვის შედგენა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 17 ოქტომბერს მეღვინ-მევენახეთა სხდომაზე გ. ი. გოგოლ-იანოვსკიმ წაიკითხა მოხსენება სეტყვიან ღრუბლებთან ზარბაზნებით ბრძოლის შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 სექტემბერს ყვირილის კლუბში წარმოადგინეს დავით მესხის კომედია „გემრიელი ლუკმა“, რომელშიც თავად მესხი მონაწილეობდა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ ოქროპირის ძე ურუშაძის წერილი 11 სექტემბერს ყვირილაში გამართული წარმოდგენის შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გამოიცა იაკობ გოგებაშვილის წიგნი „რჩეული პედაგოგიური და პუბლიცისტური ნაწერები“, რომელიც ავტორმა ვასილ პეტრიაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური „რით გავიმარჯვებთ?“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ალექსანდრეს ძე გოგოლაშვილის წერილი „ეროვნული თეატრი და ენის სიფაქიზე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „კოლხიდაში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა კატო მიქელაძის ლექსი „ტკბილი იმედი, გაწბილებული...“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წერილის „გახსენება თეატრის შესახებ“ მე-4 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო ლორთქიფანიძის სურათი „გლეხის მოსახლეობა იმერეთში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 26 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მჭედლიშვილის მწყემსებისადმი მიძღვნილი გალექსილი ქართული თქმულება „სალამური“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 სექტემბერს კონსტანტინე სტანისლავსკიმ კისლოვოდსკიდან ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილს წერილით აცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ივანე თედორეს ძე ჭავჭანიძის პიესის „ყრუ სოფელში“ მე-7 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ელენე კონსტანტინეს ასული ჩხეიძე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ჯაბადარის სტატიის „მიმიკა“ მე-6 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 სექტემბერს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და ვალერიან შალიკაშვილის თაოსნობით ქართველ მსახიობთა წრე შეიკრიბა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს იოსებ ჟივიძემ თარგმნა პიესა „ნორჩი თობა“ (ჩვიდმეტი წლისანი).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 სექტემბერს ფოთში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით კონსტანტინე ფოცხვერაშვილის „აშენდა საქართველო“ წარმოადგინეს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნატალია გიგაურის წერილი „განსვენებულ ნატალია გაბუნია-ცაგარელს“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიმონ ბესარიონის ძე ბადურაშვილის ლექსი „ყვავილი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 19 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური „რა არის ხელოვნების მიზანი?“.