რეგისტრირებული ფაქტები2208
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1884
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ალექსანდრე ზაქარიაძე დაიბადა 1884 წლის 4 თებერვალს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ქვედა სიმონეთში.
1868
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სიმონ ესაძე დაიბადა 1868 წლის 4 აპრილს ქუთაისის მაზრის ქალაქ ოზურგეთში.
1867
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ნესტორ გარდაფხაძე დაიბადა 1867 წელს ქუთაისის მაზრაში და ცხოვრობდა ლეჩხუმის მაზრაში.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ივანე (ბიდი) წულეისკირი იყო 29 წლის, ზუგდიდის მკვიდრი.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ივანე (ბიდი) წულეისკირი იყო 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აჯანყებულთა შტაბის უფროსი, ყოფილი ოფიცერი.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სახელმწიფო ბანკის მოხელე ჩერენიხოვსკიმ 1000 მანეთი გაფლანგა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კბილის ექიმი ს. ვაშაყმაძე პაციენტებს ვერის დაღმართზე, N 15-ში, 11:00-დან 19:00 საათამდე იღებდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 23 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კბილის ექიმი სოფიო რომანიშვილი-დგებუაძე პაციენტებს ავჭალის ქუჩა N 31-ში, 14:00-დან 18:00 საათამდე იღებდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 16 თებერვალს ჩოხატაურში ადგილობრივი ვაჭრის, ანტონ ჩანტლაძის სახლი დაიწვა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისიდან ფოთში ჩასულმა ჟანდარმებმა „როსიის საზოგადოების“ მაღაზიის თანამშრომელი სიმონ ბაბილუა დააკავეს.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, პოლიციამ შეიპყრო თბილისის გუბერნიიდან გადასახლებული ა. ე. ეირანოვი და ქუთაისის მაზრის მცხოვრები ტ. გ. ნაფეტვარიძე, რომელსაც დიდ ჯიხაიშში მცხოვრები პ. შუბლაძის სახელზე გაცემული პასპორტი აღმოაჩნდა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 22 თებერვალს, ღამის 11 საათზე, ცეცხლი გაუჩნდა მ. მ. მნაცაკოვის სახლს. ზარალმა 12 000 მანეთი შეადგინა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 22 თებერვალს ველიკოკნიაჟსკის (ახლანდელი დიმიტრი უზნაძის) ქუჩაზე მოვაჭრე ი. რაგიმ-ოღლი გაძარცვეს.
1873
ტიპი: პირადი ინფორმაცია
კონსტანტინე გელოვანი დაიბადა 1873 წლის 8 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის ლეჩხუმის მაზრის სოფელ სპათაგორში.
1871
ტიპი: პირადი ინფორმაცია
იოსებ გედევანიშვილი დაიბადა 1871 წლის 2 თებერვალს თბილისის გუბერნიის სიღნაღის მაზრის სოფელ ახაშენში.
1868
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ზაქარია ბაქრაძე დაიბადა 1868 წლის 22 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის სოფელ ხაშმში.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) მიერ თბილისის მაზრის დახვრეტილთა სიაში შეყვანილი იყო 42 წლის სარდიონ ამინის ძე თევზაძე, თუმცა დოკუმენტის ორიგინალზე კალმით გაკეთებულია მინაწერი: „ის არ არის“.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) მიერ თბილისის მაზრის დახვრეტილთა სიაში (№128) შეყვანილი იყო 34 წლის ვასილ არისტიდის ძე კიკვაძე, თუმცა სახელის გვერდით კალმით გაკეთებულია მინაწერი „არა“.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 24 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სამოსამართლო პალატაში წოდებათა წარმომადგენლების თანდასწრებით დანიშნული იყო „ჩანგის“ რედაქტორის, ლევან დადეშქელიანის პოლიტიკური საქმის განხილვა. ბრალდებულის დაუსწრებლობის გამო სხდომა გადაიდო.

