საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19819

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 22 იანვრის „დროების“ ცნობით, ქალაქის გამგეობამ ორშაბათის სხდომაზე განიხილა გრიგოლ არწრუნის წინადადება სკოლების ღამის დარაჯთა წახალისების შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 27 იანვრის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „თამადა და ტოლუმბაში“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 1-ელი იანვრის „დროებაში“ სერგეი მესხის სტატია „საახალწლო მასლაათი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 იანვრის „დროებაში“ ფირუაშვილის სტატია „ზაქათლიდან“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 იანვრის „დროებაში“ სერგი მესხის სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 10 იანვრის „დროების“ ცნობით, ზაქარია ჭიჭინაძის მიერ შეკრებილი და გამოცემული ქართული სახალხო სიმღერების კრებული ერთი შაური ღირდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 11 იანვრის „დროებაში“ გორის სემინარიის შესახებ ივანე ბარველის სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 იანვრის „დროებაში“ ზ. მთაწმინდელის (ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის) სტატია „წმ. ნინო და მისი დღესასწაული 14 იანვარს“ დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის დურგალთა ამხანაგობის საზოგადო კრებამ გადაწყვიტა, მოსწავლეებისთვის არტელის ქარხანაში მუშაობის შემდეგ წერა-კითხვა ესწავლებინათ. არტელის გამგეობის თავმჯდომარემ ამის შესახებ განცხადებით მიმართა კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ ზავადსკის, რათა არტელის გამგეობას საზოგადო კრების მინდობილობის განხორციელების ნება დაერთო.

1884

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1884-1885 წლების ანგარიშის მიხედვით, ხარკოვის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს საზოგადოებამ 100 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა. ანგარიშს ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე (გ. გოდორია), ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს მრჩეველთა წევრმა მასკალსკიმ ქუთაისის სამეურნეო სკოლის რევიზიის დროს განაცხადა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო სახაზინო მიწის ნაჭრის მიმატება.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 სექტემბრის „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანაშვილის სტატიის „ძველი ქართული ოჯახი“ მესამე ნაწილის დასასრული დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 სექტემბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის „უკანასკნელი სურვილი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 სექტემბრის „დროებაში“ ვლადიმერ მიქელაძის სტატია „დათა გუგუნავა“ დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სიონის ტაძარში წირვაზე სიტყვა წარმოთქვა კალისტრატე ცინცაძემ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ანა იმედაშვილის მეთაური წერილი „გაუგებრობა, შეუგნებლობა თუ ბოროტმოქმედება?!“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 11 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას სტატია „რკალები“ (რელიგია ზეკაცობისა).

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მაისში ვახტანგ ღამბაშიძე ქართველ სცენის მოღვაწეთა ყრილობისთვის ამზადებდა მოხსენებას დრამატული კურსების განახლებისა და უკეთ მოწყობის შესახებ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ილია მამფორია, პლატონ კორიშელი, ოლღა ლეჟავა და არეთა ლოლუა მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ნინო გამრეკელი-თორელი, ვიქტორ გამყრელიძე, ნინო გამყრელიძე, გედევან გედევანოვი, მიხეილ გელოვანი და ნიკო გვარაძე მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის მაისში სოფრომ ტარუაშვილმა ქართველ სცენისმოღვაწეთა ყრილობისთვის მოამზადა მოხსენება „დრამატულ საზოგადოებათა კავშირი“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 14 მაისს გერონტი ქიქოძემ ზუბალაშვილების სახალხო სახლში გამართულ წმ. ნინოს უბნის სამკითხველოს ლიტერატურულ-მუსიკალურ დილაზე წაიკითხა „პოეზია და სინამდვილე“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 4 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გრიგოლ გერასიმეს ძე მეგრელიშვილის ლექსი „მოჩვენება“.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სეზმან ერთაწმინდელმა დაწერა ერთმოქმედებიანი დრამა „დაჭრილი არწივი“.