საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33144

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1916

ტიპი: ღონისძიება

დავ. ალ. ცაგარელი I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 16 მაისს სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ წარმოადგინა „ტაინი სოვეტნიკის სიზმარი“ ნიკოლოზ გოცირიძის, მიხეილ ჭიაურელის, კოტე ხახანაშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ საღამოზე წარმოადგინეს კოტე მესხის „რუსთაველი“ ნინო ჩხეიძის, ვალერიან გუნიას და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში გამართულ საღამოზე წარმოადგინეს კოტე მესხის „ბაგრატ IV” ვასილ აბაშიძის, ანეტა ქიქოძის, იუზა ზარდალიშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 მაისს წარმოდგენების მმართველმა წრემ სახალხო სახლში კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“ და ვალერიან გუნიას „დედისერთა“ წარმოადგინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, შობის დღესასწაულზე სოხუმში სტუმრობისას, თედო სახოკიამ მამასთან წაიღო ერთი ფოტოგრაფისგან შეძენილი „აკრძალულ“ მწერალთა ფოტოები.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიამ ფოტოგრაფისგან აკრძალულ მწერალთა ფოტოები შეიძინა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლის პერიოდში, სემინარიელები ზაქარია ჭიჭინაძისგან თხოულობდნენ აკრძალულ წიგნებს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, ნათლისღების შემდეგ, თედო სახოკიამ ბინა იქირავა მიხა ცხაკაიასთან ერთად.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეორე წელს, თედო სახოკია გაეცნო სოციალიზმს.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია მიხა ცხაკაიასთან ერთად ქირაობდა ბინას ბარაიატინსკის ქუჩის კუთხეში.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში ვანო ადამია ოთახებს აქირავებდა თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლეებზე.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკიას მამა ყოველთვიურად 12 მანეთს უგზავნიდა.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია ეცნობოდა რობერტ ოუენის „კოოპერაციას“ და სმაილსის „თვითმოქმედებას“.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თედო სახოკიას თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თანდათან ძლიერდებოდა სოციალისტური მოძრაობა სასწავლებელში.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს სოხუმელ საზოგადო მოღვაწეს, ანთიმოზ ჯუღელს ურჩევია თედოს მამისთვის შვილის საზღვარგარეთ გაშვება სააგრონომო საქმის შესასწავლად.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884-1885 წლებში, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში, თედო სახოკია გატაცებული იყო კომუნიზმით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წელს სააგრონომო საქმის შესასწავლად თედო სახოკია ჟენევაში გაემგზავრა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 ივნისს ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებაზე გადაწყდა, მსახიობ ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილისთვის წელიწადში 840 მანეთის ოდენობის პენსია დაენიშნათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 ივნისს ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებაზე ავადმყოფ რეჟისორს, ვალერიან ირაკლის ძე შალიკაშვილს, თვეში 50 მანეთის ოდენობის პენსია დაუნიშნეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 სექტემბრის „დროებაში“ გრიგოლ არსენიძის, პოლიციიდან დახსნის შესახებ სტატია დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ა. დანდუროვი საზოგადოებასა და ჯარს დაავადებული საქონლის ხორცით ამარაგებდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 სექტემბრის „დროების“ ცნობით, სიღნაღის მოსახლეობა საბინევსკის საქმიანობით უკმაყოფილო იყო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ჩეკმასოვის მეშვეობით მეტეხის ეკლესიის გასაახლებელი თანხა შეგროვდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 სექტემბრის „დროების“ ცნობით, მ. მაჭავარიანის თაოსნობით ქართული სცენის მოყვარულები ახალ ნოტებზე დაწერილ ქართულ სიმღერებს იმღერებდნენ.