რეგისტრირებული ფაქტები5198
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 30 აპრილს დ. ხაშურში ჩატარდა ქალთა წრე „მანდილოსანის“ კრება, სადაც სიტყვით მიესალმა ქ. ყიფშიძე და ითხოვა აერჩიათ კრების თავმჯდომარე. თავმჯდომარედ აირჩიეს ქალ. ფ. ბახტაძე, მდივნად ქ. თავაძე. თავმჯდომარემ წაიკითხა ქალთა წრის წესდება, რომელიც მიიღეს შეუსწორებლად, ქ. ჩიქოვანმა კრებას წარუდგინა წარსული წლის ანგარიში. კრებამ აირჩია გამგეობის ახალი წევრები: ქ. ქ. ძნელაძისა, მანჯავიძისა, მარიამიძისა, კარბელაშვილისა, ბასიევა, ფრანჩუკისა, კლდიაშვილისა, კვალიევისა, ახალკაცი, ხოზბეროვისა, ყაჭეიშვილისა. მათ კანდიდატებად: ქ. ჩიქოვანი, ყიფშიძე, თავაძე, ბახტაძე, ჯიბლაძე. სარევიზიო კომისიაში: ქ. ქ. ჭუმბურიძისა, იოსელიანი, გვერწითელისა. მათ კანდიდატად ქ. მაჭავარიანი. კრებაზე გამოჩნდნენ მამაკაცები და მოითხოვდნენ დაშვებს, ქალებმა კენჭი უყარეს საკითხს და ერთხმად გადაწყვიტეს არ დაშვება. მამაკაცებმა დატოვეს დარბაზი გარდა ერთისა, ბ. მარიამიძე მოითხოვდა დაეშვათ როგორც კორესპონდენტი. მან კრებაზე შეიტანა პოლიტიკური განხეთქილება თავისი ცოლის მეშვეობით. ერთმა ქალმა ყველას მოუწოდა გონიერებისკენ და დაპირდა, რომ რეცენზია გაეგზავნებოდა უპარტიო გაზეთს, „ხმა ქართველი ქალისა“. ამის შემდეგ კრებამ განაახლა მუშაობა.
ტიპი: ორგანიზაცია
ალექსანდრე დგებუაძის ცნობით, საქართველოში მოქმედებდა 2456 სამრეწველო და წესებულება. მათგან 492 კერძო პირების საკუთრება იყო, 716 – სახელმწიფოსი, დანარჩენი 1248 კი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაცია (ერობის, თვითმმართველობის და ა. შ.).
1949
ტიპი: ორგანიზაცია
1949 წლის აპრილსში შალვა მაღლაკელიძე რომში კავკასიური ჯგუფის დაარსებას გეგმავდა, რომელიც დაუახლოვდებოდა ანტისაბჭოურ ხაზებსა და მიმართულებებს: ოსმალეთში, სპარსეთში, ესპანეთსა და გერმანიაში.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, კომერსანტი მიხეილ ნერსესის ძე ოსიპიანცი (ოსეპიანცი) სამეურვეო საბჭოს წევრი იყო.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
თბილისის II კომერციული სასწავლებლის 1917-1918 სასწავლო წლის ანგარიშის თანახმად, 1911 წლიდან ნიკოლოზ დიმიტრის ძე მახათაძე (დირექტორი) სამეურვეო საბჭოს მუდმივი წევრი იყო.
1948
ტიპი: ორგანიზაცია
1948 წლის ოქტომბერში შალვა მაღლაკელიძე რომში არსებულ ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაცია „იაფარში“ გაწევრიანდა.
1948
ტიპი: ორგანიზაცია
1948 წლის დეკემბერში გაიოზ მაღლაკელიძემ გერმანიაში პრესის ბიურო “Евразисче Информатион“ დააარსა.
1885
ტიპი: ორგანიზაცია
1885 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს გასაყიდი წიგნების სია გაუგზავნა.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წმინდა ნინოს ეკლესიის სამრევლო საბჭოს 9 მარტის სხდომის დადგენილება საზოგადოების ბიბლიოთეკა-სამკითხველო ეკლესიის ხარჯით შენახვის შესახებ. ამ დადგენილებით, საზოგადოება მთლიანად თავისუფლდებოდა ბიბლიოთეკის ხარჯისაგან (წმინდა ნინოს უბნის ბიბლიოთეკას საზოგადოებისგან 50 მანეთის დახმარება ჰქონდა მიღებული). გამგეობამ სამრევლო საბჭოს მადლობა გადაუხადა.
ტიპი: ორგანიზაცია
მაღლაკელიძეების არქივში აღმოჩენილ „ქართველ სტუდენტთა საზოგადოების“ წევრთა სიაში ჩაწერილია: შალვა მაღლაკელიძე, ვიქტორ ნოზაძე, გრიგოლ ჩომახიძე, გაიოზ მაღლაკელიძე, კარლო ინასარიძე, ალექსანდრე ფუტკარაძე, ჯიმშერ ახმეტელი, ლევან ბალარჯიშვილი.
ტიპი: ორგანიზაცია
მაღლაკელიძეების არქივში აღმოჩენილი განცხადების ფორმაში „ქართველ მხედართა დარაზმულობაში გაწევრიანების მსურველთათვის“ სახელმწიფო ორგანიზაციებში საბეჭდი მანქანების არსებობის აუცილებლობას უსვამდნენ ხაზს.
1967
ტიპი: ორგანიზაცია
შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, ქუთაისში არსებულ სონია ტვეციშვილის პანსიონში, ფირალოვის შესახვევში მდებარე პანსიონსა და თბილისის ქუჩაზე მდებარე სტეფანე კომპანინის პანსიონში ბევრი ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა.
1967
ტიპი: ორგანიზაცია
1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ლიზა ვარლამოვამ იგი ქუთაისში დაარსებულ საკუთარ პანსეონში ლათინური ენის მასწავლებლად მიიწვია. მაღლაკელიძე იქ უხელფასოდ მუშაობდა.
1967
ტიპი: ორგანიზაცია
შალვა მაღლაკელიძის მოგონებებიდან ვიგებთ, რომ 1967 წელს კონსტანტინე მკურნალის მიერ ქუთაისში დაარსებული საშუალო სკოლის პედაგოგები იყვნენ: ტრიფონ ჯაფარიძე, ნიკოლოზ ქელბაქიანი, გიგო და ლეო ნათაძეები, სტეფანე კომპანინი, სიმონ ეზიკოვი, კონსტანტინე (ჯაჯუ) ჯორჯიკია, მიხეილ ჩინჩალაძე და სხვები.
1967
ტიპი: ორგანიზაცია
შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, კონსტანტინე მკურნალმა უფროს ქალიშვილთან, საშა მკურნალთან ერთად ქუთაისში საშუალო სკოლა დააარსა.
1954
ტიპი: ორგანიზაცია
1954 წელს „ქართველ მხედართა ორგანიზაციის“ პოლიტიკური ხასიათიდან გამომდინარე ილია კუჭუხიძე მიიჩნევდა, რომ გაწევრიანების თაობაზე უნდა მოლაპარაკებოდა ქართველ სოციალ-ფედერალისტთა პარტიას.
1954
ტიპი: ორგანიზაცია
1954 წელს ილია კუჭუხიძე ყოფილ მხედართა ორგანიზაციის დაარსების მნიშვნელოვნებას ეთანხმებოდა, რადგან ორგანიზაცია პოლიტიკური ხასიათის იყო.
1954
ტიპი: ორგანიზაცია
1954 წელს დავით ურატაძემ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მხედართა ორგანიზაციის დაარსებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან საინიციატივო ჯგუფების შემადგენლობა არასრული იყო.
1964
ტიპი: ორგანიზაცია
1964 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული პერსონალური პენსიების სექტორის გამგეობამ ორჯონიკიძის სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებას შეატყობინა, რომ ქრისტინე შარაშიძეს დაენიშნა პერსონალური პენსია. თუ ის იღებდა სხვა სახის პენსიას, უნდა შეეწყვიტათ და მიეცათ ცნობა, რა თანხა ჰქონდა მიღებული 1964 წლის 1-ელი ნოემბრიდან, რათა შემდეგ ეს თანხა დაექვითათ. თუ შარაშიძე არ იღებდა სხვა სახის პენსიას, მისთვის ამის დამადასტურებელი ცნობა უნდა მიეცათ.
1954
ტიპი: ორგანიზაცია
1954 წელს გრიგოლ ავალიანის წერილის მიხედვით, მიუნხენში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დავით ურატაძეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველ მხედართა ორგანიზაციის დაარსებაში მონაწილეობის მიღება შესთავაზეს.
1967
ტიპი: ორგანიზაცია
1967 წელს შალვა მაღლაკელიძის მიერ დაწერილი მოგონებებიდან ვიგებთ, რომ ქუთაისის ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის დირექტორი დავით გლუშაკოვი იყო, რეალური სასწავლებელს დირექტორი კი — ივანე ლეონტიევი. ორივე „რუსთა კავშირის“ პოლიტიკური პარტიის მოტრფიალე იყო.
1967
ტიპი: ორგანიზაცია
შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, ქუთაისის მკურნალის გიმნაზიას მეფის მთავრობა და მისგან უფლებამოსილი კავკასიის ოლქის მზრუნველი რუდოლფი მტრობდნენ.
1967
ტიპი: ორგანიზაცია
შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, ქუთაისის მკურნალის გიმნაზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი იყო კონსტანტინე მკურნალი. ქუთაისში არსებობდა მისი სახელობის ქუჩა, სოფელ კულაშში კი – მისი სახელობის საშუალო სკოლა.
1967
ტიპი: ორგანიზაცია
შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, 1908-1914 წლებში ქუთაისში არსებობდა ქალთა საშუალო სკოლები: წმინდა ნინოს სკოლა, ქალთა გიმნაზია, ეპარქიული სკოლა, ხოჯევანოვის სასწავლებელი, შემდეგ დაარსდა ექვსკურსიანი ვაჟთა სამოქალაქო და სასულიერო სასწავლებლები.
1967
ტიპი: ორგანიზაცია
შალვა მაღლაკელიძის 1967 წლის მოგონებების მიხედვით, ქუთაისში 1908-1914 წლებში სხვა სასწავლებლებს კერძო მკურნალის გიმნაზიად ცნობილი საშუალო სასწავლებელი დაემატა.

