საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები5214

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ორგანიზაცია

1957

ტიპი: ორგანიზაცია

1957 წელს ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს გადაეცა საშვი საქართველოს ცენტრალური არქივის სამკითხველო დარბაზში სამუშაოდ ამავე წლის 13 დეკემბრიდან 1958 წლის 13 მარტამდე.

1963

ტიპი: ორგანიზაცია

1963 წელს ქრისტინე შარაშიძეს გადაეცა კარლ მარქსის სახელობის საქართველოს სსრ სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბილიოთეკის ბილეთი (საშვი) ამავე წლის 16 ოქტომბერიდან 31 დეკემბერამდე.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

ტექნიკური განყოფილების უფროსი, ინჟინერი ივანე დადიანი გზატკეცილების სამმართველოს უფროსს სწერს, რომ, ფოთის ნაოსნობის შესახებ მათი (1918 წლის 20 ნოემბრის) მიმართვის გამო, მინისტრს მიუცია სიტყვიერი განკარგულება, შეატყობინონ, რომ მათ უწყებაში ნაოსნების მისაღებად სანდო პირი გაიგზავნოს, იქამდე კი სავაჭრო-სამრეწველო სამინისტროში უნდა გაირკვეს მათი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით. გზატკეცილების განყოფილების უფროსის მაგივრად ხელს აწერს ვ. ნასიძე.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წელს თბილისში კოტე ნიკოლოზის ძე აფხაზმა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი (საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) ჩამოაყალიბა. კომიტეტი დაკავშირებული იყო საქართველოს იმ რაიონებთან, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმებს მუშაობა არ შეეძლოთ.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 30 მარტისათვის სამტრედიაში იყო პარტიზანული ფედერალისტური რაზმი არჩილ ფურცელაძის მეთაურობით. რაზმი შედგებოდა 90 შეიარაღებული კაცისა და 4 ტყვიამფრქვევისაგან, ასევე იყო ბატარეა, რომელსაც ხელმძღვანელობდა კაპიტანი სერგო კარგარეთელი.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის შემოდგომისათვის თბილისში არსებობდა კავკასიის არმიის შტაბი, კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბი და ეროვნული ჯარები, რომლებიც ექვემდებარებოდნენ არა კავკასიის არმიის მთავარსარდალს, არამედ უშალოდ სამხედრო კომისარს. მე-2 ქართული დივიზიის უფროსი პოლკოვნიკი ვასილ კარგარეთელი იმხანად კავკასიის ოლქის შტაბში ირიცხებოდა და ამიტომ დივიზიას ფაქტობრივად ვერ ადგენდა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მე-2 ქართული დივიზიის უფროსი, პოლკოვნიკი ვასილ კარგარეთელი სოციალისტ-რევოლუციური პარტიის წევრი იყო.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 22 ნოემბრისათვის, როდესაც საქართველოს ეროვნულ საბჭოსთან არსებულმა სამხედრო სექციამ სოსო გედევანიშვილი სამხედრო კორპუსის შტაბის უფროსად დანიშნა, მას უკვე ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება მიღებული, ფლობდა კაპიტნის ჩინს და ფედერალისტების ფარტიაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის სექტემბერში დანიშნული სამხედრო კორპუსის ახალი მეთაური სტეფანე გიორგის ძე ახმეტელი (ახმეტელაშვილი) გენერალ გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილს პირად საუბრებში არწმუნებდა, რომ ის მენშევიკურ პარტიაში არ ითვლებოდა, მაგრამ მაზნიაშვილი იგონებს, რომ ახმეტელის ოთხი ძმა პარტიის წევრი იყო და მისი აზრით, ახლად დანიშნული სარდალიც მენშევიკებს იყო მიკედლებული.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 3 სექტემბერს დაკავებული ივანე ბეგლარის ძე ღლონტი იყო მენშევიკი, ცენტრალური კომიტეტის წევრი.

1890

ტიპი: ორგანიზაცია

1890 წელს დაბადებული რაფიელ ივანეს ძე ჩხაიძე იყო მენშევიკების კომიტეტის წევრი. არალეგალურად მუშაობდა ბათუმში. ცნობილი არ არის, რა ევალებოდა პარტიაში და რითი იყო დაკავებული. მონაწილეობდა ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი ოფიცრის ჩინით ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

ეროვნული საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა ნოე რამიშვილის კაბინეტს, რასაც უნდა მოჰყოლოდა ეროვნულ-დემოკრატ გიორგი ჟურულის გადადგომა თანამდებობიდან. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ფინანსთა მინისტრმა პარტიიდან გამოსვლა და მთავრობაში დარჩენა არჩია. ამგვარად, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას თავისი წარმომადგენელი აღარ ჰყავდა მთავრობაში.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის 7 აპრილამდე (დაპატიმრებამდე) ევგენი ძიძიგური სამტრედიის რაიონული კომიტეტის პრეზიდიუმისა და მე-3 ინტერნაციონალის წევრი იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-1922 წლებში გიორგი მიხეილის ძე ჭკადუა თბილისში გაგზავნეს, სადაც მილიციის მე-7 კომისარიატში დაიწყო მუშაობა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

გიორგი მიხეილის ძე ჭკადუა 1921 წლამდე იყო ნაციონალ-დემოკრატი, შემდეგ – უპარტიო.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917-1919 წლებში ისიდორე სამსონის ძე ჯაში ახალგაზრდა მარქსისტთა წევრი იყო.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921-1923 წლებში ვასილ გიორგის ძე კაპანაძე ახალგაზრდა მარქსისტთა წევრი იყო.

1933

ტიპი: ორგანიზაცია

1933 წლის 4 იანვრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) სტალინის რაიკომმა გამოიკვლია სოფელ დირბის პარტუჯრედის და საბჭოს მუშაობა და დაადგინა, დაეშალათ აღნიშნული ბიურო, გაერიცხათ პარტიიდან უჯრედის მდივანი ერაძე, კულაკებისადმი შემრიგებლური დამოკიდებულებისთვის. ასევე, სამუშაოდან მოხსნეს სასოფლო საბჭოს თავმჯდომარე ბაქრაძე.

1914

ტიპი: ორგანიზაცია

1914-1917 წლებში იოსებ თევდორეს ძე გეგელია სამხედრო სამსახურში იყო.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

გამოძიების თანახმად, 1924 წლის 5 იანვარს დაკავებული იოსებ თევდორეს ძე გეგელია აქტიურად მუშაობდა იატაკქვეშა მემარჯვენე-ფედერალისტთა გუნდში და ასევე იცნობდა ამბოხების ორგანიზატორებს. ის ხელმძღვანელობდა მემარჯვენე-ფედერალისტების სამხარეო კომიტეტს.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905-1923 წლებში იოსებ თევდორეს ძე გეგელია იყო ფედერალისტი, შემდეგ – უპარტიო.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

გიორგი სოლომონის ძე მხეიძის საქმის მიხედვით, იგი იყო ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, თუმცა დოკუმენტში, რომელსაც თავად აწერს ხელს, უწერია, რომ იყო უპარტიო.

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905-დან 1921 წლამდე არქიფო დუტუს ძე ჩაჩავა მენშევიკი იყო.

ტიპი: ორგანიზაცია

არქიფო დუტუს ძე ჩაჩავას სახელზე გაცემული იყო მოწმობა, რომლის მიხედვითაც შეეძლო უცხოეთში გასვლა. დაკითხვის ოქმის მიხედვით სთხოვენ, რომ თუკი უთანაგრძნობს ბოლშევიკურ პარტიას გამოაქვეყნოს პრესაში განცხადება, სადაც დაწერს, რომ უთანაგრძნობს ახალ ხელისუფლებას და გადმოვიდა მეშევიკური პარტიიდან, არ შეუშლის ხელს აღმშენებლობით სამუშაოებს.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის ოქტომბრიდან მარტამდე ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე მეტალების ქუჩა N3-ში მდებარე მთავარი სამმართველოს სახელოსნოში მსახურობდა. 1922-1923 წლებში იგი თეატრ „ნაძალადევის“ სუფლიორი იყო.