საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32760

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ აცანის უფასო სამკითხველოს გამგის, გ. კურტანიძის სამადლობელი წერილი ივანე დიმიტრის ძე ჭანტურიშვილისადმი, რომელმაც სამკითხველოს დასახმარებლად ქუთაისში 20 მანეთი და 80 სასაჩუქრე წიგნი შეაგროვა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 4 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ შემოქმედის სამკითხველოს გამგის, ხარიტონ ჩხატარაიშვილის სამადლობელი წერილი მიხეილ ნიკიფორეს ძე მახარაძისადმი, რომელმაც სამკითხველოს 7 მანეთის ღირებულების მაგიდის საათი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნ. ი. მაჭაროვისამ, ნ. ნ. ბერეჟანიასამ და თ. გ. თოთიბაძემ სოფელ აცანის სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ივნისს სოფელ გლდანში გამართულ შეკრებაზე აგრონომმა სააკოვმა მოუსავლიანობით დაზარალებულ მოსახლეობას შემომწირველთა ფულით შესყიდული 50 ფუთი პური დაურიგა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბორჩალოს მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლმა გ. დ. აფხაზმა სოფელ სადახლოში სკოლის მოსაწყობად თავისი მამულის ნაწილი დათმო, ხოლო მაღალაშვილების მამულის მოიჯარე ლ. პრესმანმა საამშენებლო სამუშაოებისთვის ასი ფუთი გამომწვარი კირი გაიღო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სპირიდონ ბეჟანის ძე ქავთარაძემ, ბ. ყ. მამალაძემ, მ. ს. ნიკოლაიშვილმა, ზ. მ. გვალიამ, გ. გ. ქველაძემ, პ. გ. ურუშაძემ და გ. ბ. კვაჭანტირაძემ სოფელ აცანის სამკითხველოს ათ-ათი შაური შესწირეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ივნისს ოჩამჩირის მომრიგებელმა მოსამართლემ განიხილა ვაჭარ ფარნა დავითაიას საჩივარი ადგილობრივი პროპორშიკის ცოლის, მარიამ ჩაჩავას წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი ცილისწამებაში სდებდა ბრალს. მოსამართლემ მარიამ ჩაჩავას მტკიცებულებების წარდგენა მოსთხოვა და საქმის განხილვა 14 ივლისისთვის გადადო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასამართლომ განაახლა საფინანსო კომისიის წევრის, ი. ა. თაიროვისა და ილია წამალაშვილის საქმის განხილვა, რომელიც ვერისუბანში მდებარე მიწის სადავო ნაკვეთს შეეხებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 5 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელმა დ. ჯინჭარაძემ, ამბაკო კიღურაძემ, ლ. ი. მარგალიტაძემ, ი. ბ. ყანჩაველმა, ს. ს. მგელაძემ და გ. ქ. თოიძემ სოფელ აცანის სამკითხველოსთვის ფულადი შემწეობა გაიღეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული განცხადებით ალექსი გრიგოლის ძე სნეჟკოვი მსურველებს ტყიანი მამულების შეფასებას და სამეურნეო შემოსავლების დაგეგმარებას სთავაზობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 8 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვ. ალშიბაიამ ზუგდიდის სამკითხველოს 50 ქართული და რუსულენოვანი წიგნი შესწირა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 2 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდროვის ბაღში თბილისის გუბერნიის სასწავლებელთა მასწავლებლებისთვის გაიხსნა პედაგოგიური კურსები, რომელსაც სერგეი სტრელეცკი დაესწრო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 19 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სასამართლოში უ. ნიკოლაძისა და სიმბოვსკის დუელის საქმე განიხილეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბაროსოვ ბერიძე მხატვრობის შესასწავლად იტალიაში გამგზავრა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ქართველი მწერლების: გრიგოლ ორბელიანის, რაფაელ ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დიმიტრი ბაქრაძის, ალექსანდრე ორბელიანის და ივანე კერესელიძის სურათები გასაყიდად გამოვიდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში რაფიელ ერისთავის წიგნი „ნინო“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 აგვისტოს „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში რაფიელ ერისთავის გამოცემული სულხან-საბა ორბელიანის „იგავ-არაკი“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 22 აგვისტოს დიმიტრი სტაროსელსკი კუკიის კათოლიკეთა ტაძარში წირვას დაესწრო.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 24 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის მაღაზიაში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ 45 კაპიკად იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 26 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ფარუხოვის საქმიანობის შესახებ ქალაქის მმართველობამ გამოძიება დაიწყო.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს თედო სახოკია მწერლის პირად ბარათში აღნიშნავდა, რომ კომუნისტური პარტიისგან არ დასჯილა.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს თედო სახოკია ავტობიოგრაფიაში აღნიშნავდა, რომ წერდა ეთნოგრაფიულ ნაშრომებს და თარგმნიდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას ვ. ნ. აბულაძემ მანეთი შესწირა, ვ. ე. რჟეცკიმ – 3 მან., ვ. ლ. სამარინმა – 1. 10 მან, გრიგოლ ივანეს ძე გველესიანმა და ე. ნ. გლუდოვმა 2-2 მან. შესწირეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგული მწერლისა და მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის სამძებრო სამუშაოები შვიდი დღის მანძილზე უშედეგოდ მიმდინარეობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 24 ივნისს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლი კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი სანკტ-პეტერბურგში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ესტუმრა.