რეგისტრირებული ფაქტები1493
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პლატონ ილარიონის ძე რატიანი ვარდიკო კაციას ასულ რატიანის შვილი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 19 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე ილარიონის ძე რატიანი ვარდიკო კაციას ასულ რატიანის შვილი იყო.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში სტუმრად მყოფმა ბარონ დე ბაიმ თავად ივანე ამილახვარს საფრანგეთის პრეზიდენტის, ფელიქს ფორის მოკითხვა გადასცა.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში სტუმრად მყოფ ბარონ დე ბაიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია ივანე ამილახვრის სტუმართმოყვარეობას.
1878
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1878 წლის 11 თებერვლის „დროების“ ცნობით, ილო ილერციანი ტატო წულუკიძის მეგობარი იყო.
1914
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1914 წლის ივნისში კოტე მარჯანიშვილს რეჟისორ სუხდოლსკისთან უთანხმოება მოუვიდა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის აპრილში ტიციან ტაბიძემ სანდრო შანშიაშვილს გაგრიდან მისწერა, რომ მოსკოვში რუსთაველის თეატრის გასტროლს დიდი წარმატებით ჩაუვლია და მაყურებელს განსაკუთრებით მოსწონებია სპექტაკლი „ანზორი“.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 14 აპრილს ტიციან ტაბიძემ ნინა მაყაშვილს მისწერა, რომ ზუგდიდიდან სოხუმში მშვიდობით ჩავიდა და სთხოვა, შეეტყობინებინა თავისი ამბები.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 15 აპრილს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ ძალიან ენატრებოდა პაოლო იაშვილი, გიორგი ლეონიძე, გრიგოლ რობაქიძე და ნიკოლო მიწიშვილი.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 3 მაისს ტიციან ტაბიძემ ანდრეი ბელის მისწერა, რომ მიიღო მის მიერ გამოგზავნილი წიგნები, „ფერფლი“ და „ორი ასწლეულის მიჯნაზე“.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 3 მაისს ტიციან ტაბიძემ ანდრეი ბელის მისწერა, რომ თვის ბოლომდე მოსკოვში აპირებდა ჩასვლას, რათა „ახალი კოლხეთის“ სცენარი დაემტკიცებინა და ფილმისთვის ოპერატორიც მოეძებნა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 4 მაისს მარიამ მაჭავარიანმა შვილს, სერგო კლდიაშვილს, სიმონეთიდან მისწერა, რომ მის წერილში ნახსენები თანხა, 300 მანეთი, ჯერ არ მიეღო.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 8 მაისს ტიციან ტაბიძემ დავით მესხს მისწერა, რომ სანდრო შანშიაშვილთან ერთად გაეცნო მის მოგონებებს, რომელიც მათ ვუკოლ ბერიძემ გადასცა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 8 მაისს ტიციან ტაბიძემ დავით მესხს მისწერა, რომ გაზეთი „ქართული მწერლობა“ ძველებური რეგულარობით ვეღარ გამოიცემოდა და ეცდებოდა, მისი მოგონებები რომელიმე სხვა გამოცემაში დაებეჭდა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 23 თებერვალს ნინო ბაქრაძე-გვეტაძემ რაჟდენ გვეტაძეს ქუთაისში მისწერა და სთხოვა, სიფრთხილე გამოეჩინა და სახალხოდ არ ელაპარაკა კოლექტივიზაციის პროცესისადმი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 23 თებერვალს ნინო ბაქრაძე-გვეტაძემ რაჟდენ გვეტაძეს ქუთაისში მისწერა, რომ მისი წიგნი უკვე სტამბაში იყო და სახელგამმა ავანსის სახით ხუთი თუმანიც გადაუხადა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 8 აპრილს ტიციან ტაბიძემ ძმას, იოსებ ტაბიძეს, მისწერა, რომ ბათუმში იყო და სოფელში ჩასვლას ვერ ახერხებდა.
1928
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1928 წლის 9 ივნისს ტიციან ტაბიძემ ბართლომე ბიბინეიშვილს მისწერა და სთხოვა, გამოეწერა მისთვის ჰონორარი 25 მანეთის ოდენობით, რომელიც ლევ ტოლსტოის „ჰაჯი-მურატის“ თარგმანისთვის ერგებოდა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 11 აპრილს შალვა დემეტრაძემ კოლაუ ნადირაძეს ლანჩხუთიდან მისწერა, რომ მისი და პაოლო იაშვილის დახმარების გარეშე ლექსების გამოქვეყნება შეუძლებლად მიაჩნდა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის აპრილში ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს გაგრიდან მისწერა, რომ ძალიან განიცდიდა მაიაკოვსკის თვითმკვლელობის ამბავს.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის აპრილში ტიციან ტაბიძემ არჩილ მიქაძეს გაგრიდან მისწერა, რომ ის გიორგი ყურულაშვილთან ერთად ვლადიმერ მაიაკოვსკის დაკრძალვას დაესწრო.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის აპრილში ტიციან ტაბიძემ ბარბარე ყარალაშვილ-მაყაშვილს მისწერა, რომ სურდა, ნინა მაყაშვილი კიდევ ათი დღით დარჩენილიყო გაგრაში, თავად კი მალე ჩავიდოდა თბილისში შვილის, ნიტა ტაბიძის მოსანახულებლად.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის აპრილში ტიციან ტაბიძემ იოსებ ტაბიძეს მისწერა, რომ გაგრასა და სოჭში დასვენების შემდეგ სოხუმში ჩავიდა და მალე თბილისში აპირებდა დაბრუნებას.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1830 წლის 25 აპრილს სოფია ტოლსტაია-ესენინამ ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა და მადლობა გადაუხადა იმ ყურადღებისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ის მისი გარდაცვლილი მეუღლის, სერგეი ესენინის მიმართ გამოხატავდა.
1930
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1930 წლის 30 ივნისს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს ყირიმიდან მისწერა, რომ ძალიან გაანაწყენა „ლიტერატურულ გაზეთში“ პაოლო იაშვილის წინააღმდეგ გამოქვეყნებულმა სტატიამ.

