რეგისტრირებული ფაქტები33334
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ვასილ გაბაშვილი თავიდან გაიწვიეს ჯარში.
1875
ტიპი: ღონისძიება
1875 წლიდან ვასილ გაბაშვილმა პოდპორუჩიკის ჩინით დაიწყო სამსახური მე-20 ქვეითი დივიზიის თენგინის 77-ე ქვეით პოლკში.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1878 წლებში ვასილ გაბაშვილი რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდა, სადაც იგი ასეულს მეთაურობდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ანდრია ბენაშვილი 1915 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს ანდრია ბენაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ანდრია ბენაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ანდრია ბენაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1941
ტიპი: ღონისძიება
1941 წელს ანდრია ბენაშვილს საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1941
ტიპი: ღონისძიება
ანდრია ბენაშვილი იყო ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოში გეოგრაფიული ინსტიტუტის შექმნისა.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლიდან ანდრია ბენაშვილი მუშაობდა პედაგოგად თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-1924 წლებში ანდრია ბენაშვილი კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ანდრია ბენაშვილი თავმჯდომარეობდა პროფესორთა საბჭოს იმ სხდომას, სადაც ივანე ჯავახიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის აგვისტოდან 1919 წლის სექტემბრამდე ანდრია ბენაშვილი ქართულ სამხედრო სკოლაში კითხულობდა ლექციათა კურსს სამხედრო ტოპოგრაფიასა და გეოდეზიაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ანდრია ბენაშვილი ივანე ჯავახიშვილთან ერთად გახდა სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და პროფესორი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915–1916 წლებში ანდრია ბენაშვილი კიევის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში ირიცხებოდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902–1918 წლებში ანდრია ბენაშვილი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს გიორგი არჯევანიძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის IV და III ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.

