საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32760

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ლუარსაბ ხელაძემ დაიწყო მუშაობა თბილისში გახსნილ სტამბაში.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 28 აპრილის „ცნობის ფურცლიდან" ვიგებთ, რომ მეურნეობის ინსპექტორი ვიქტორ გეევსკი და აგრონომი ს. ნ. ტიმოფეევი გაემგზავრნენ საქარის სანერგეში მებაღე მუშების გამოცდაზე დასასწრებად.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ქუთაისის გიმნაზიაში თედო სახოკია წლოვანების გამო არ მიიღეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 17 ივლისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილისა და ნუცა ჩხეიძის მონაწილეობით ქართულ კლუბში საქველმოქმედო მიზნით გამართულ სეირნობაზე ქართველი მსახიობებს უნდა წარმოედგინათ ჰარტმანის დრამა „შეშლილია“.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 9 თებერვლის „დროების“ ცნობით“, პეტერბურგის ფილოსოფიური საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ცაგარელმა ლექცია „ნათესაობა ქართულს ენასა და ინდო-ევროპიულ და ტურანულ ენებს შორის“ წაიკითხა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 8 თებერვალს თბილისის დიდ თეატრში ზურაბ ანტონოვის კომედია „მზის დაბნელება“ წარმოადგინეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის 18 ივნისს მოსე ჯანაშვილმა წაიკითხა მოხსენება ქართული ენის წარმომავლობის შესახებ.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს სამეცნიერო აკადემიამ შეიძინა მოსე ჯანაშვილისა და მისი კოლეგების ნაშრომი „Картвельский язык и его сравнительная грамматика“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს თამარ მეფის შვიდასი წლის იუბილეზე მოსე ჯანაშვილმა წაიკითხა მოხსენება „თამარ მეფის დრო“.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს მოსე ჯანაშვილი მონაწილეობდა ერეკლე II-ის გასამართლების პროცესში.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, კავკასიის სამეურნეო საზოგადოება გაზეთ „გუთნის დედის“ გამოცემას გეგმავდა, რომლის რედაქტორებიც ალექსანდრე ვართანოვი და ანტონ ფურცელაძე იქნებოდნენ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 24 თებერვლის „დროების“ ცნობით, ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დასახმარებლად ადგილობრივმა თეატრალურმა დასმა გიორგი ერისთავის კომედია „დავა“ წარმოადგინა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 10 თებერვალს თბილისის სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე აგრონომმა ვიქტორ გეევსკიმ ლოჭინის სკოლის შესახებ ისაუბრა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 10 თებერვალს თბილისის სამეურნეო საზოგადოებამ რაფიელ ერისთავი ქართულენოვანი ბოტანიკური ლექსიკონის შედგენისათვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს სემინარიის ინსპექტორმა თედო სახოკიას ბინაში პფეიფერის „კოოპერაციის“ აღმოჩენის შემდეგ თედოს სასწავლებლის თავისი ნებით დატოვება ურჩია, რადგან ყოფაქცევაში უმაღლესი შეფასების გარეშე სხვა სასწავლებელში სწავლას ვერ გააგრძელებდა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს თედო სახოკიასა და მიხა ცხაკაიას ბინის დათვალიერებისას სემინარიის ინსპექტორმა იაკობ სტეფანოვმა დამალული პფეიფერის „კოოპერაცია“ აღმოაჩინა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ინპექტორმა სტეფანოვმა თედო სახოკიას ბინაში აკრძალული ლიტერატურის აღმოჩენის შემდეგ მას ურჩია სემინარია თავისი ნებით დაეტოვებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე 14 თებერვალს რუსეთში საკვების გარეშე დარჩენილი ხალხის დასახმარებლად სოფელ ბაკურციხეში გამართული მეჯლისის შესახებ წერდა.

1933

ტიპი: ღონისძიება

1933 წლიდან კონსტანტინე მეძველია მუშაობდა ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წელს კონსტანტინე მეძველიამ დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

1926

ტიპი: ღონისძიება

კონსტანტინე მეძველიამ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1926 წელს.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წელს კონსტანტინე მეძველია მიავლინეს მოსკოვში სამეცნიერო კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

1936

ტიპი: ღონისძიება

1936 წელს გიორგი ქავთარაძემ მუშაობა დაიწყო გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში”.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წელს ანთიმოზ ჯუღელი სოხუმში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.