საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33281

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში აღნიშნავს, რომ გამოსაცემად მოამზადა ჩახრუხაძის „თამარიანი“.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 14 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა წერილი „რამდენიმე უკანასკნელი ამბავი უფ. მირზოევის ფაბრიკაში“, მირზოევის ბამბის სართავ ფაბრიკაში დასაქმებული მუშების მდგობარეობის შესახებ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მოგზაურმა ვიაჩესლავ ვრადიმ სიონის მუზეუმი დაათვალიერა და შეისწავლა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს დაწერილი მოსე ჯანაშვილის ავტობიოგრაფიის თანახმად, სიონის მუზეუმის საზოგადო გამგის ერთ-ერთი ასისტენტი ალექსანდრე ბარამიძე აწარმოებდა ხელნაწერთა ვრცელ მონოგრაფიულ შესწავლა-აღწერას.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 16 აპრილს სოფელ ბანძაში მოყვარულმა მსახიობებმა დიმიტრი ყიფიანის მიერ თარგმნილი უილიამ შექსპირის დრამა „ვენეციელი ვაჭარი“ წარმოადგინეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 28 დეკემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკას ასამდე მკითხველი ჰყავდა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 19 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, იგორ ნერსესოვისა და არსენ კალანდაძის გამოცემული კრებული „ქალ-ვაჟიანი“ შაურად იყიდებოდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ ლემან-ჰაუპტი ჩამოვიდა კავკასიაში ლურსმული წარწერების შესასწავლად.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 16 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის კომისიამ სიმონ აბაშიძეს 3000 თუმანი გირავნობის ხელშეკრულების გარეშე ასესხა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა თბილისის საპატიო მოქალაქე ნიკოლოზ მირიმანოვი დააჯილდოვა წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა თბილისის პალატის თავმჯდომარის მოვალეობის აღმსრულებელი ვალერი ვერჟბიცკი წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა კავკასიის საექიმო მმართველი პეტრე სობოლშჩიკოვი დააჯილდოვა წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა თბილისის გუბერნიის საზოგადო საქმეების დეპარტამენტის უფროსი პავლიაშვილი დააჯილდოვა წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენით.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 აპრილს კავკასიის მმართველმა გენერალ-ლეინტენანტი დადიანი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 13 ნოემბერს თბილისის სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე ნ. ახვლედიანმა საქონლის მოვლის ევროპულ გამოცდილებაზე ისაუბრა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა თბილისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის მოხელე ბარათაშვილი წმ. სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 30 ნოემბრის „დროების“ ცნობით, სტეფანე ზარაფოვი ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოების საკუთარი ხარჯით გამოცემისა და ავტორებისთვის ჰონორარის გადახდის ვალდებულებას იღებდა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვალმა თბილისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის საქმისმწარმოებელი არდაზიანი წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, გიორგი ერისთავი და გიორგი ყაზბეგი დუშეთის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, დიმიტრი ჯორჯაძე და იასე ჭავჭავაძე თელავის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 22 დეკემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ქეთევან მამაცაშვილი და ივანე ერისთავი გორის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად აირჩიეს.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 1-ელ სექტემბერს მოსე ჯანაშვილმა მასწავლებლის მოწმობა მიიღო.

1870

ტიპი: ღონისძიება

მოსე ჯანაშვილი 1870 წელს გამოვიდა სამწერლო ასპარეზზე.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წლიდან თბილისის სასულიერო სასწავლებელში სწავლის პერიოდში მოსე ჯანაშვილს აკრძალულ ლიტერატურას აწვდიდა ეგნატე იოსელიანი.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება იმავე წლის 11 დეკემბერს პეტერბურგის ზამთრის სასახლის ეკლესიაში იმპერატორის ძმისშვილის დიდი მთავრინა ოლგა კონსტანტინეს ასულისა და საბერძნეთის მეფე გიორგი პირველის ჯვრისწერის დანიშვნის შესახებ.