რეგისტრირებული ფაქტები32235
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919-20 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა რაჭაში მოგზაურობის დროს ბევრი ხელნაწერი და სიწმინდე, რომლებზეც მეცნიერს ლიტერატურული და კერძო წყაროებიდან ჰქონდა ცნობები, თავის ადგილზე ვერ აღმოაჩინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 10 ნოემბერს სახალხო თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასმა ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით ალექსანდრე სუმბათაშვილის დრამა „ღალატი“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ლადო მესხიშვილის მონაწილეობით „კრეჩინსკის ქორწინება“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ იოსებ ივანიძის რეჟისორობით ნიკოლოზ შიუკაშვილის პიესა „მეგობრობა“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 25 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ნინო დავითაშვილის, ვალერიან გუნიას, ანდრია მურუსიძის და სხვ. მონაწილეობით „პატარა კახი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ნოემბერს სახალხი სახლში მიხეილ ქორელის რეჟისორობით პიესა „ქვის მთლელი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს „ურიელ აკოსტა“ ვლადიმერ მესხიშვილის, ნინო დავითაშვილის, პავლე ფრანგიშვილის, ვალერიან შალიკაშვილის, ანდრია მურუსიძის და სხვ. მონაწილეობით.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წელს დათიკო შველიძე ქართველ ხელოსანთა ამხანაგობას ხშირად ეხმარებოდა ნივთიერად.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ნოემბერში ანეტა კაპანაძისამ ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციას გამოსაქვეყნებლად გადასცა თავისი შეკრებილი ხალხური ნაწარმოებები.
1893
ტიპი: ღონისძიება
1893 წლის სექტემბერში მარიამ ალექსანდრეს ასული არღუთინსკი ქართველ ხელოსანთა ამხანაგობას სცენისთვის დეკორაციების მიღებაში დაეხმარა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს სპექტაკლი „აღლუმი“ ნატალია ჯავახიშვილის, ანასტასია ვასილის ასულ აბაშიძის, ნინო შიოს ასულ დავითაშვილის, ვასილ ურუშაძის, ვალერიან გუნიას, მარო მდივნის, ვალერიან შალიკაშვილისა და ვასილ აბაშიძის მონაწილეობით.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომლებმა ს. ბედიანიძემ და ბ. ხატისკაცმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 6-6 შაური შესწირეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 19 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში ვასილ აბაშიძის, ვალერიან გუნიას, ნატალია ჯავახიშვილის, ნინო დავითაშვილის და მარო მდივნის მონაწილეობით ვალერიან შალიკაშვილის პიესა „უპრეტენზიო კომედია“ წარმოადგინეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917-18 წლებში იოანე შანიძის ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობის დროს მონასტრის ძირითად შემოსავალს წარმოადგენდა ფულადი გადასახადი და გლეხებზე იჯარით გაცემულ მიწაზე მოყვანილი პროდუქტები. მოსახლეობა უარს აცხადებდა მონასტრისთვის კუთვნილი გადასახადზე.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-26 წლებში რაჭაში მოგზაურობის დროს გიორგი ბოჭორიძე ეძებდა კულტურულ ფასეულობათა გამანადგურებლებს და მათ მკაცრად დასჯას ითხოვდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919-20 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა რაჭის არაერთი ძვირფასი ხელნაწერი იხსნა განადგურებისგან. მკვლევარმა სორის ეკლესიის სახარება ისტორიული მინაწერებით ნაგვიდან ამოიღო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919-20 წლებში რაჭაში მოგზაურობის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა დეტალურად აღწერა და გამოიკვლია ეკლესია-მონასტრები და მათში დაცული სიწმინდეები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919-20 წლებში ექვთიმე თაყაიშვილმა რაჭაში მოგზაურობის დროს ხოტევის პატარა ეკლესიის ნაგავში XV საუკუნის ზატიკი (საეკლესიო წიგნი) იპოვა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 26 ოქტომბერს ხარფუხის სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის წლიურ კრებაზე რ. სალაყაია და მ. ხითარიშვილი გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923-26 წლებში გიორგი ბოჭორიძემ რაჭაში მოგზაურობის დროს უნიკალური საეკლესიო ნივთები შეაგროვა და საქართველოს მუზეუმებს ჩააბარა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902-03 წლებში ამბროსი ხელაიას ხელმძღვანელობით ჭელიშის მონასტერში ათეულობით ძვირფასი ხელნაწერი აღმოაჩინეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 აგვისტოს კაცხის მონასტრის წინამძღოლმა ლავრენტი მეტრეველმა ანტონ ქუთათელს ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობაზე გადაყვანა სთხოვა.

