საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები2015

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ინფორმაცია

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პორუჩიკი ვალერიან ლოლაძე I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1914 წლის ოქტომბერში ვასილ აბაშიძე გასტროლებზე იყო ქუთაისში.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაქოელი ინჟინრები, გ. თუმაევი, ი. ადამოვი და ჯ. და პ. აკოპოვები თბილისის ქაღალდის ქარხნის მშენებელი საზოგადოების დამფუძნებლები იყვნენ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 29 ნოემბერს მიხეილ ალექსანდრეს ძე რომანოვი თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა.

1814

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მიხეილ იურის ძე ლერმონტოვი 1814 წლის 2 ოქტომბერს მოსკოვში დაიბადა.

1914

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პოდპორუჩიკი დიმიტრი ჩრდილელი I მსოფლიო ომში, 1914 წელს, დაჭრეს.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილმა გადასცა 4 წლის ჟურნალი „ივერია", ნიკოლოზ სიმონის ძე გოცირიძემ – ხელმწიფის სურათი და სამკითხველოს ბანერი.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს იურისკონსულტანტი ალექსანდრე ეფიმოვი იმყოფებოდა პეტერბურგში, სადაც მიწვეული იყო მიწათმოქმედების მინისტრის მიერ ბათუმის მიზების სახაზინო უფლებების გასარკვევად.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 5 ივლისს ქ. თბილისის ქალაქისთავი გიორგი ევანგულოვი დასასვენებლად ბორჯომში გაემგზავრა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის ივლისში თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი ლევ მარკოვი ორი თვით საზღვარგარეთ წავიდა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 15 ივლისს პ. ტაბლიევი პოლიციის მე-9 ნაწილში, ვარანცოვის ხიდზე, ფარსადანოვის ფეხსაცმელების მაღაზიასთან, ევგენია როდიონოვაზე თავდასხმის შემდეგ მტკვრის პირას გაიქცა და ორი ტყვია დაიხალა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 12 ივლისს შავი ზღვის ფლოტისა და ნავთსადგურების უფროსი ვიცე-ადმირალი ტირტოვი თბილისში ჩამოვიდა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ქ. თბილისის ლაბორატორიის გამგე გიორგი ალიბეგოვი ერთი თვით სამსახურიდან დაეთხოვა და მის მოვალეობას თანაშემწე ახუმოვი ასრულებდა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს თბილისში ჩამოვიდა ვარშაველი საექიმო ინსპექტორი ალევსკი.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს თბილისში ჩამოვიდა მოსკოვის უნივერსიტეტის დოცენტი ფონ შტეინი.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 12 ივლისს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი თბილისში დაბრუნდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა რედაქციის შენიშვნა გედ. ლორთქიფანიძისადმი იმის თაობაზე, რომ გაზეთში გაგზავნილი წერილის კონვერტზე ზედმეტი სიტყვების მიწერა აკრძალული იყო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის სექტემბრამდე თბილისის სამოსამართლო პალატის უფროსი ვრასკი თბილისში არ დაბრუნებულა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 18 ივლისს თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი ბორჩალოდან თბილისში დაბრუნდა.