საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18817

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა სერგი ჭილაიას მონოგრაფია „ვახტანგ ორბელიანი“.

1942

ტიპი: ავტორობა

1942 წელს გამოქვეყნდა სერგი ჭილაიას „საბჭოთა სამშობლოს თავდაცვის იდეა ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში“.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა სერგი ჭილაიას მონოგრაფია „ეგნატე ნინოშვილი“.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოქვეყნდა სერგი ჭილაიას „ლიტერატურული წერილები“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა სერგი ჭილაიას მონოგრაფია „გალ. ტაბიძის პოეზია“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს გამოქვეყნდა ანდრო თევზაძის ლექსების პირველი წიგნი „პირველი გაზაფხული“.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა ანდრო თევზაძის ლექსების კრებული „დიდება გმირებს“.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს გამოქვეყნდა ანდრო თევზაძის ლექსების კრებული „სიხარულის მაისი“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის ლექსი „მშვიდობის ჯარისკაცი“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა ანდრო თევზაძის ლექსების კრებული „ვარსკვლავების ღიმილი”.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 25 აპრილს ქუთაისის სამხედრო გუბერნატორმა ფიოდორ გერშელმანმა წერილი მისწერა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლს, რომელშიც ატყობინებდა, რომ იმპერატორ ნიკოლოზ მეორის კორონაციაში მონაწილეობისათვის ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის შვიდ წარმომადგენელს გადაეცემა სამახსოვრო მედალი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა ყოფილმა წინამძღოლმა სიმონ წერეთელმა რუსეთის მმართველი სენატის პირველ დეპარტამენტში შეიტანა ახსნა-განმარტება ი. ვ. მიცკევიჩის მიერ 1900 წლით დათარიღებულ მოკვლევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საკრებულოში რევიზიის დროს.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ზუგდიდისა და სენაკის მაზრების თავად-აზნაურობამ განცხადებით მიმართა ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლ სიმონ დავითის ძე წერეთელს ყოფილი სამეგრელოს სამთავროს საეკლესიო სამრევლო სკოლებში ქართული ენის სწავლების აუცილებლობაზე.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 4 დეკემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ოტიას ძე ნიჟარაძემ წერილობით მიმართა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ქუთაისის ეკლესიებში ღვთისმსახურების ქართულ ენაზე შესრულებისა და ყველა ტიპის სასწავლებლებში ქართული ენის სწავლების აუცილებლობის შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 მაისს ქუთაისის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა დავით ოტიას ძე ნიჟარაძემ წერილობით მიმართა რუსეთის მმართველი სენატის პირველი დეპარტამენტის ობერ-პროკურორს მისადმი წაყენებული ბრალდების უსაფუძვლობაზე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა სიმონ დავითის ძე წერეთელმა საქართველოს ეგზარქოს ინოკენტის წერილი გაუგზავნა გელათის მონასტრიდან აფხაზეთში ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის გადატანის მცდელობის თაობაზე.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 12 აგვისტოს ქუთაისის მაზრის თავად-აზნაურთა ყოფილმა წინამძღოლმა დავით ოტიას ძე ნიჟარაძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის გუბერნატორს ქუთაისის მაზრის სამხედრო ვალდებულთა საკრებულოს რევიზიის შედეგებთან დაკავშირებით.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 8 სექტემბერს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა ყოფილმა წინამძღოლმა სიმონ დავითის ძე წერეთელმა საჩივარი შეიტანა რუსეთის მმართველი სენატის პირველ დეპარტამენტში კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებლის, ნ. პ. შაპილოვის წინააღმდეგ, რადგან მან წერეთელს უფლებამოსილება შეუჩერა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ივნისში, ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა, ფარსადან გიორგის ძე მიქელაძემ წერილი მისწერა რუსეთის იმპერიის ფინანსთა მინისტრს ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიისთვის მიხეილის სათავადაზნაურო ბანკიდან ყოველწლიური დაფინანსების გამოყოფის თაობაზე.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილი საადგილმამულო ბანკის წესდება მთავრობის მიერ სახელმძღვანელოდ რეკომენდირებული ნიმუშების მიხედვით იყო შემუშავებული.

1874

ტიპი: ავტორობა

1874 წელს ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით შედგენილ საადგილმამულო ბანკის წესდებას სხვა წესდებათაგან განარჩევდა ის, რომ ბანკის მოგება განიკარგებოდა არა მარტო თავად-აზნაურთა, არამედ მიწათმოქმედთა საჭიროებისდა მიხედვით.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ ავტობიოგრაფია დაწერა. დოკუმენტის თანახმად, თბილისის სათავადაზნაურო- საადგილმამულო ბანკი იყო რუსეთის ტერიტორიაზე არსებული საადგილმამულო კრედიტის გამცემი ერთადერთი დაწესებულება, რომელიც საზოგადო სიკეთესა და სარგებლობას გამდიდრების კერძო ინტერესზე მაღლა აყენებდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფია გრიგოლ (გიგო) ყიფშიძეს გადაუწერია.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძის მიერ დაწერილ ავტობიოგრაფიაში გრიგოლ ყიფშიძეს დაურთავს შენიშვნა, რომ „ივერია“ ყოველდღიურ გაზეთად გადაკეთდა არა 1885, არამედ 1886 წელს.

1903

ტიპი: ავტორობა

ილია ჭავჭავაძის 1903 წლის ავტობიოგრაფიის მიხედვით, ილიას პოემა „განდეგილი“ რუსულ ენაზე უთარგმნია ივანე თხორჟევსკის.