საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19327

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ „ცისკართან“ და გაზეთ „კავკაზთან“.

1882

ტიპი: ავტორობა

1882-84 წლებში გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ „ივერიასთან“ ვანო მაჩაბლის რედაქტორობის პერიოდში. ის ყოველთვე რუსეთის ცხოვრების მიმოხილვას წერდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, 66 წლის ასაკში ლოგინად ჩავარდნილმა გიორგი თუმანიშვილმა ქართველ მსახიობთა დღისთვის პატარა შენიშვნა დაწერა, რომელიც გაზეთში ვერ დაიბეჭდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ დახურვის შემდეგ გიორგი თუმანიშვილმა გამოსცა წიგნაკები კავკასიის უმაღლესი სასწავლებლის დაარსების შესახებ და „დახასიათებანი და მოგონებანი“ 3 ნაწილად.

1879

ტიპი: ავტორობა

1879-1880 წლებში გიორგი თუმანიშვილმა გამოსცა რამდენიმე ალმანახი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881-85 წლებში გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა ჟურნალთან „ვესტნიკ ევროპი“.

1890

ტიპი: ავტორობა

1890 წელს გიორგი თუმანიშვილი ჟურნალ „რუსკაია მისლ“-თან თანამშრომლობდა.

1880

ტიპი: ავტორობა

1880 წელს გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა დიდ გაზეთებთან: „გოლოს“, „პორიადოკ“ და „მოლვა“, სხვა წლებში კი − გაზეთებთან „რუსკიე ვედომოსწი“ და „პრავო“.

1880

ტიპი: ავტორობა

1880-იანი წლებიდან გიორგი თუმანიშვილს ქართული თეატრის აღორძინებაში დიდი წვლილი მიუძღვის. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად ის მუდმივად წერდა თეატრის შესახებ. მისი ნაწერები პატარა წიგნაკებად იბეჭდებოდა: „როგორ აიდგა ფეხი ქართულმა თეატრმა“, „ჩვენის თეატრის საქმე“ და სხვ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილი თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასთან“, რომელშიც ბეჭდავდა კრიტიკულ წერილებს ქართველი ბელეტრისტების, ლავრენტი არდაზიანის, დანიელ ჭონქაძის და რჩეულიშვილის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თუმანიშვილმა ქართულად თარგმნა და წიგნად გამოსცა „მშვენიერი ელენე“ და „ჟორჟ დანდენი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 22 ნოემბრის სხდომაზე თბილისის სასწავლებლების გამგე-კომისიამ განიხილა ა. ს. ბაბოვის მოხსენება თბილისის სახელოსნო სასწავლებლების საჭიროებათა შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქალაქ თბილისის ტექნიკოსმა შახნაზაროვმა ქალაქის გამგეობაში წარადგინა პროექტი (ხარჯთაღრიცხვა შეადგენდა 8 781 მანეთს) ალექსანდრეს ბაღში პუშკინის სახელობის წიგნსაცავის ასაშენებლად.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 მაისის „დროებაში“ ი. კახელის სტატია „სიღნაღის მაზრა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 მაისის „დროებაში“ ნიკოლოზ ხიზანიშვილის სტატია „ძველი ქართული ოჯახი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 9 მაისის „დროებაში“ ი. კახელის სტატია „ს. კარდენახი“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) სათაურით „ამნისტია“ გამოქვეყნდა დამფუძნებელი კრების დადგენილება პატიმართა სასჯელის შემსუბუქების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის გუბერნატორმა შენიშვნები გაუგზავნა თბილისის ქალაქის გამგეობას კავკასიის სამოსწავლო ოლქის უფროსის, ზავადსკის თბილისის სახელოსნო სასწავლებლების ნაკლულევანებათა შესახებ და წინადადება მისცა, დაუყოვნებლივ გაეტარებინა ღონისძიებანი მათ გამოსასწორებლად.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესა (ხელგაშლილობა)“, რომელშიც განხილულია გაზეთ „ერთობაში“ გამოქვეყნებული სტატია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ფსევდონიმით დამსწრე (შალვა აბდუშელი) გამოქვეყნდა წერილი „თიანეთი“ თიანეთის ერობის ხმოსანთა გამგეობის საქმიანობის შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) წერილი „გაწამებული ნავთი“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 აპრილის „დროების“ ცნობით, ინანოვის ანგარიშს უფრო ტურისტული ხასიათი ჰქონდა, აფხაზებზე ბევრ საინტერესო ცნობასა და ამ მხარეში უცხო ქვეყნიდან გადმოსახლებულებზე მოგვითხრობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 26 აპრილის „დროებაში“ ა. ელანაძის სტატია „გურიის ცხოვრებიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის აპრილში თბილისის სათავადაზნაურო სკოლის კრებაზე ანტონ ფურცელაძემ გადაუხდელი სწავლის საფასურის შესახებ განცხადება გააკეთა.