რეგისტრირებული ფაქტები33281
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1970
ტიპი: ღონისძიება
1970 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა კლავდია დევდარიანის პიესა „დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბარათაშვილზე”.
1969
ტიპი: ღონისძიება
1969 წლის მარტში ორდე დგებუაძეს მიენიჭა მეცნირების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.
1963
ტიპი: ღონისძიება
1963 წელს ორდე დგებუაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დაიცვა დისერტაცია თემაზე „მეცხრამეტე საუკუნის ქართული დრამატურგია” და მას მიენიჭა ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.
1933
ტიპი: ღონისძიება
1933 წლიდან დიმიტრი ჯანელიძე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას უმაღლეს სასწავლებლებში.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის მარტში მამის სიკვდილის გამო თედო სახოკია იძულებული გახდა დაეტოვებინა ჟენევის უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნებულიყო.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939 წელს თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა სიმონ მთვარაძის პირველი პიესა „ჩვენც”.
1969
ტიპი: ღონისძიება
1969 წელს ლენინური კომკავშირის ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით სიმონ წვერავა დაჯილდოვდა საპატიო სიგელითა და სამკერდე ნიშნით.
1967
ტიპი: ღონისძიება
1967 წელს ახალგაზრდობის რევოლუციურ ტრადიციებზე აღზრდაში აქტიური მონაწილეობისათვის სიმონ წვერავა ალკკ ცენტრალურმა კომიტეტმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წლის 2 იანვარს აღინიშნა სიმონ წვერავას დაბადების 60 და შემოქმედებითი მოღვაწეობის 40 წლისთავი. ამასთან დაკავშირებით „საბჭოთა საქართველომ” გამოსცა მისი მოთხრობების კრებული „მოთხრობები”.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წელს სიმონ წვერავამ გიორგი ლეონიძესთან ერთად ჩამოაყალიბა მუშათა ლიტერატურული წრე თბილისის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანასთან, რომელსაც სხვადასხვა დროს, 18 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

