საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18817

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 16 ივნისს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელით ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის აღმზრდელ დიმიტრი ლორთქიფანიძეს აცნობა, რომ 15 ივნისიდან გადაყვანილი იყო სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 2 ივლისს ილია ჭავჭავაძემ მიიღო რევიზორ ევსტაფი დობეცკის წერილი საბანკო საქმეებთან დაკავშირებით

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის ივლისის დასაწყისში ილია ჭავჭავაძემ შორეული აღმოსავლეთიდან მამია ორახელაშვილის წერილი და შემოწირული თანხა მიიღო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 8 ივლისს გაზეთ „კვალის“ საშუალებით ილია ჭავჭავაძემ მადლობა გამოუცხადა მამია ორახელიშვილს შემოწირული თანხისთვის, რომელიც მისი სახელით გადასცა სათავადაზნაურო სასწავლებლისთვის შენობის ასაგებ ფონდს.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 სექტემბრის შემდეგ მოსე ჯანაშვილმა უილიამ მორფილისგან წერილი მიიღო. ინგლისელი პროფესორი ბარათის ბოლოს მოკითხვას უთვლის ილია ჭავჭავაძეს, რომელმაც 10 წლის წინ დაუვიწყარი მასპინძლობა გაუწია თბილისში.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წელს ვარინკა წერეთელმა აკაკი წერეთლის ლექსის მიხედვით სიმღერა „სულიკო“ დაწერა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 20 სექტემბერს ქუთაისის თეატრში გაიმართულ გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებითი საღამოზე „საქართველოს ყვავილები" პაოლო იაშვილმა პირველად წაიკითხა ელენე დარიანის ლექსები.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 13 დეკემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ავტობიოგრაფიული მოთხრობა „მე და ცხენი“ დაწერა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 23 ნოემბერს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ჭიაყელა“ დაწერა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 18 თებერვალს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ავტობიოგრაფიული მოთხრობა „ქართული შაშვი პოლონეთში“ დაწერა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წელს ესტატე ელიაშვილი სამრევლო სკოლების მოწყობის კომისიის წევრად აირჩიეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 12 იანვრის გაზეთ „დროებაში“ კოწია მაჭავარიანის ეთნოგრაფიული წერილი „აფხაზეთი“ დაიბეჭდა.

1936

ტიპი: ავტორობა

1936 წელს გრიგოლ ბერძენიშვილმა დაწერა სამმოქმედებიანი დრამა „ოქროს ვერძი“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „აჭარის მთებში“.

1938

ტიპი: ავტორობა

1938 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „სერგო ორჯონიკიძე“.

1939

ტიპი: ავტორობა

1939 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „ცეცხლი“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „ჩვენი მიწა“.

1941

ტიპი: ავტორობა

1941 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „ჩაძირული ოქრო“.

1947

ტიპი: ავტორობა

1947 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „ვარდობის თვე“.

1948

ტიპი: ავტორობა

1948 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესები „ჩემი სილამაზე“ და „სიყვარულის ძალა“.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „მშვიდობის მტრედები“.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესა „ბედნიერებისთვის“.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს დაიდგა გრიგოლ ბერძენიშვილის პიესები „ძველი ჭრილობა“ და „მთელი გულით“.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის 12 იანვარს ტიციან ტაბიძემ ქუთაისის გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა გიმნაზიის პირველ კლასში მიღებას.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 12 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ქაიხოსრო გელოვანის სტატია „დავიწყებული ერი“ დაიბეჭდა.