რეგისტრირებული ფაქტები2045
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1821
ტიპი: პირადი ინფორმაცია
არქიმანდრიტი გრიგოლ (გიორგი) ჩხაიძე 1821 წელს დაიბადა მღვდელ ბესარიონ ჩხაიძის ოჯახში.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბაქოელი ინჟინრები, გ. თუმაევი, ი. ადამოვი და ჯ. და პ. აკოპოვები თბილისის ქაღალდის ქარხნის მშენებელი საზოგადოების დამფუძნებლები იყვნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 29 ნოემბერს მიხეილ ალექსანდრეს ძე რომანოვი თბილისიდან სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილმა გადასცა 4 წლის ჟურნალი „ივერია", ნიკოლოზ სიმონის ძე გოცირიძემ – ხელმწიფის სურათი და სამკითხველოს ბანერი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს იურისკონსულტანტი ალექსანდრე ეფიმოვი იმყოფებოდა პეტერბურგში, სადაც მიწვეული იყო მიწათმოქმედების მინისტრის მიერ ბათუმის მიზების სახაზინო უფლებების გასარკვევად.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 5 ივლისს ქ. თბილისის ქალაქისთავი გიორგი ევანგულოვი დასასვენებლად ბორჯომში გაემგზავრა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის ივლისში თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი ლევ მარკოვი ორი თვით საზღვარგარეთ წავიდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 15 ივლისს პ. ტაბლიევი პოლიციის მე-9 ნაწილში, ვარანცოვის ხიდზე, ფარსადანოვის ფეხსაცმელების მაღაზიასთან, ევგენია როდიონოვაზე თავდასხმის შემდეგ მტკვრის პირას გაიქცა და ორი ტყვია დაიხალა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წლის 12 ივლისს შავი ზღვის ფლოტისა და ნავთსადგურების უფროსი ვიცე-ადმირალი ტირტოვი თბილისში ჩამოვიდა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ქ. თბილისის ლაბორატორიის გამგე გიორგი ალიბეგოვი ერთი თვით სამსახურიდან დაეთხოვა და მის მოვალეობას თანაშემწე ახუმოვი ასრულებდა.

