რეგისტრირებული ფაქტები30329
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1988
ტიპი: ღონისძიება
1988 წლის 27 ივლისს სან-ფრანცისკოდან ჩამოტანილი ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნივთები პაატა ნაცვლიშვილმა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა.
1965
ტიპი: ღონისძიება
1965 წელს ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1972
ტიპი: ღონისძიება
1972 წელს ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე ჯავაჰარლალ ნერუს სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
1971
ტიპი: ღონისძიება
1971 წელს რეჟისორმა კონსტანტინე ციციშვილმა ვარშავაში ფილმი „ხედი მზის ქვეშ“ გადაიღო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი დივერტისმენტით დასრულდა. საღამოზე ლექსები წაიკითხეს იოსებ ფანცულიამ და ვლადიმერ იაშვილმა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მარტის „დროებაში“ დაიბეჭდა რაჟდენ ჩიკვაიძის წერილი, რომლშიც წერდა, რომ ვ. რაკუშანმა ის ხარკოვის უნივერსიტეტის რექტორთან დააბეზღა, თითქოს სამუშაო ოთახის ფანჯრები ჩაამტვრია.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 31 მარტის „დროების“ ცნობით, ლავროვ-ვიშნევსკიმ შეადგინა რუსული სცენისმოყვარეთა დასი, რომელშიც კონსტანტინე ყიფიანი და მ. ზაბელისა ჩაირიცხნენ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 აპრილის „დროების“ ცნობით, პავლე ბეჟანის ძე ჩხეიძემ შორაპნის თავადაზნაურობას სამკლასიანი სკოლის გახსნა ურჩია.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 5 აპრილის „დროების“ ცნობით, არქიპო კალანდაძის სტამბა ანტონ ადამეცკიმ შეისყიდა.
1990
ტიპი: ღონისძიება
1990 წლის 19 ოქტომბერს ალექსანდრე სულხანიშვილი პაატა ნაცვლიშვილთან ერთად სან-ფრანცისკოდან საქართველოში დაბრუნდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 15 თებერვლის „დროებაში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვალერიან გუნია აღნიშნავდა, რომ მის მიერ დადგმულ კონცერტში მონაწილეობაზე ელენე ანდრონიკაშვილმა სიტყვიერი თანხმობა განაცხადა, თუმცა შემდეგ გაზეთის საშუალებით ეს უარყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 მარტის შემდეგ ნოე რამიშვილის მინისტრობისას უფრო მეტად გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც ქვეყნის შიგნით წესრიგის დამცავი ორგანო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 9 მარტის „დროების“ ცნობით, ტერ-ასატუროვის სახლის დაწვის გამო, საგუბერნიომ და გლეხთა საქმეთა სამმართველომ საქმეთა წარმოება დროებით შეწყვიტა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 მარტის „დროების“ მეშვეობით, ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის კორეცკისას, მარ. რამანოვისა, ვასილ თუმანიშვილს, სოფიო მგალობლიშვილს, ნატო გაბუნია-ცაგარლისას და დავით აწყურელს მადლობა გადაუხადა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 29 მარტის „დროების“ მეშვეობით, ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებისთვის გაწეული დახმარებისთვის ად. გერარდისას, ოლ. ყანჩაველისას, ნ. მერაბოვისას, დავიდოვს, ხახუტაშვილს, ნ. ბერიშვილს და ლიაძეს მადლობა გადაუხადა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 30 მარტის „დროების“ ცნობით, გაბრიელ ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით, სოფელ მაღლაკის ეკლესიამ საავარიო მდგომარეობის გამო ფუნქციონირება შეწყვიტა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ალექსანდრე თეიმურაზის ძე ძნელაძე იუწყება, რომ დაკარგა საბინაო წიგნაკი და მპოვნელს სთხოვს, დაუბრუნოს მისამართზე: წავკისის ქუჩა N9.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 იანვარს სახელმწიფო თეატრში წარმოადგენდნენ ოპერას „აბესალომ და ეთერი“. პირველად შეასრულებდნენ როლებს რისი (ეთერი) და ცინკი (დედოფალი). სოფიო ღაბაძიშე თამაშობდა მარიხას როლს, ბორის ზალიპსკი − აბესალომს, სანდრო ინაშვილი − მურმანს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 აპრილს ქართულმა დასმა წარმოადგინა კომედია „სადავო მფლობელობა“, გადმოკეთებული დავით ერისთავის მიერ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 აპრილს ქართულმა დასმა წარმოადგინა ვოდევილი „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შორის“, ალექსანდრე ჭიჭინაძის მიერ გადმოკეთებული.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 3 აპრილს ქართულმა დასმა წარმოადგინა სპექტაკლი „დივერტისმენტი“, რომელშიც მონაწილეობდნენ გ. ალექსეევ-მესხიევი და ელენე ანდრონიკაშვილი.