საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილი, რომელიც მან 1844 წელს ბიძას გაუგზავნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ელისაბედ ბერიძისა, თამარ ჭიჭინაძე, მარიამ აბაშიძე და მარიამ სიამაშვილისა იუწყებიან მათი მეგობრის, ქეთო ივანეს ასულ ქუთათელაძის გარდაცვალებას.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 მაისის „დროებაში“ პეტრე მირიანაშვილის სტატიის „ვიქტორ ჰიუგო“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 29 მაისის „დროებაში“ ივანე მუხრან-ბატონის წერილი დაიბეჭდა, რომლითაც მან ქუთაისის თავადაზნაურთა წინამძღოლად არჩევის გამო საზოგადოებას მადლობა გადაუხადა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 31 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სიტყვა, რომლითაც მან ქუთაისის თავდაზნაურთა კრებაზე დიმიტრი ყიფიანს მიმართა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის სტატია „ვიქტორ ჰიუგო“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 მაისის „დროების“ ცნობით, ილია ჭავჭავაძემ განაცახდა, რომ „ივერიის“ აპრილისა და მაისის წიგნი ერთდროულად დაიბეჭდებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 მაისის „დროებაში“ რაჟდენ ჩიკვაიძის სტატია „ხმა ქუთაისიდან“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 მაისის „დროებაში“ ივანე ჯაჯანაშვილის სტატია „კახეთის ავი და კარგი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 მაისის „დროებაში“ კავთისხევის შესახებ ივანე ჯაჯანაშვილის სტატია დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 24 მაისის „დროების“ მეშვეობით იოსებ ცისკარიშვილმა მადლობა გადაუხადა იმ პირებს, რომლებმაც კარდენახის სკოლისთვის ახალი შენობის შესყიდვაში წვლილი შეიტანეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 დეკემბრის სხდომაზე ქალაქის საბჭომ დაადგინა, ამერიკის დამხმარე კომიტეტის წარმომადგენლისთვის თბილისში, დოქტორ ელმერისთვის, გულუხვი შემოწირულობის გამო მადლობა გამოეცხადებინათ. კომიტეტმა ყოველთვიურად ჩუღურეთის პირველდაწყებით სკოლაში 260 მოწაფისთვის უფასო საუზმის მოსაწყობად 250 00 მანეთი გამოყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სერგი დანელია იუწყება მამის, იესე დანელიას გარდაცვალებას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ტყვარჩელის კონცესია“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „კონფერენციისათვის“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა ანტონ ღლონტის, ილია ჭყონიას, ზაქარია და დ. ნაკაშიძეების სამძიმრის წერილი, რომელიც ესტატე მჭედლიძის ახლობლებს ოზურგეთიდან გამოუგზავნეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე გამსახურდიას წერილი „თანამედროვე გერმანიის პოლიტიკისა და კულტურის პრობლემები“ (დასასრული).

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს საქალაქო სკოლების გამგე-კომისიის წევრმა ლისიცინმა კომისიას წარუდგინა ხარჯთაღრიცხვა საპედაგოგო მუზეუმისა, რომელიც საქალაქო სკოლებისთვის უნდა აეშენებინათ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „უკანასკნელი იერიშები“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე გამსახურდიას წერილი „თანამედროვე გერმანიის პოლიტიკისა და კულტურის პრობლემები“ (გაგრძელება).

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 მაისის „დროებაში“ მღვდელ სპირიდონ კასრაძის წერილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 მაისის „დროებაში“ ბესარიონ ნიჟარაძის სიმღერა „რა ვქნა?“ დაიბეჭდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ იოსებ დიმიტრის ძე ლიონიძე მადლობას უხდიდა მათ, ვინც გაიზიარა მისი მეუღლის გარდაცვალება.

1884

ტიპი: ავტორობა

1884 წელს დაარსებულ გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეს“ გიორგი თუმანიშვილი თითქმის 10 წელი გამოსცემდა. გაზეთში განიხილებოდა საკითხები კავკასიის შესახებ.