რეგისტრირებული ფაქტები32237
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით 39-ე არტილერიის პოლკის უფროსი ტარიელ ჯავრიშვილი წმ. ანას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მთავრობის განკარგულებით კავკასიის სარეზერვო არტილერიის ბრიგადის პირველი დივიზიონის უფროსი ილია მაკარაშვილი წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელის თავმჯდომარეობით კომისიამ დაიწყო მინერალური წყლების ქარხნების დათვალიერება.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში მასწავლებელმა ნატალია ბასილაშვილმა დუშეთის სცენისმოყვარეთა წრეს 12 წიგნი (პიესების კრებულები) შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორი სანდრაგაილოვი.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მაისში ისაკ ძნელაშვილის სახლში სცენისმოყვარე ხელოსანთა ამხანაგობამ წარმოადგინა პიესა „კაპიშონი“.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის სექტემბერში ჭიათურის დასმა რეპეტიციები დაიწყო ახლად მიწვეულ წევრებთან – ოლღა ლეჟავასა და ოლიმპიადა ღოღობერიძესთან ერთად.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის სექტემბერში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით სცენაზე დასადგმელად მზადდებოდა დ’ანუნციოს ტრაგედია „იორიოს ასული“.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს სანდრო დავითაშვილი ვერაზე გამართულ წარმოდგენებში ქალების როლს ასრულებდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის სექტემბერში ეფემია მესხის, ალექსანდრე იმედაშვილის, ნინო ჩხეიძის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, პლატონ კორიშელის, ნინო თოიძის, არეთა ლოლუას, ანა შოთაძისა და სხვათა მონაწილეობით სცენაზე დასადგმელად მზადდებოდა დ’ანუნციოს ტრაგედია „იორიოს ასული“.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კიევის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად თანხა გაიღეს კონსტანტინე პავლეს ძე თუმანიშვილმა და დავით ხელთუფლიშვილმა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საძეხვეს (პუშკინის ქ.) პატრონ ქ. ბ. კობზონს მომრიგებელმა მოსამართლემ სანიტარული წესის დარღვევისათვის ჯარიმის, 30 მანეთის, გადახდა დააკისრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ვასილ თუმანიშვილმა ქართველი სტუდენტებისათვის კიევში 105 მანეთი და 50 კაპ. გაგზავნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 აგვისტოს დუშეთის საკრებულო დარბაზში გამართულ საღამოზე ქალთა გუნდმა ქართული სიმღერები შეასრულა. ლოტბარი – გ. გელაშვილი.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, ციხისძირიდან და ბათუმიდან ჯარების გაყვანის შესახებ მოსალაპარაკებლად ოზურგეთიდან გენერალი აკლობჟიო ბათუმში დერვიშ-ფაშასთან ჩავიდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 8 აპრილის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული ნაწარმოები „ბატონისშვილი“ 6 შაურად იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 9 აპრილის „დროების“ ცნობით, მიხეილ ლორის-მელიქოვი პეტერბურგში გაემგზავრა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 9 აპრილის „დროების“ ცნობით, ქალაქის მმართველობის კრებაზე ალექსანდრე ზუბალოვის წინადადებას „სანამუსო სახლების“ შესახებ განიხილავდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვექილმა ბ. ეჯუბოვმა თბილისის სასამართლოში სოფელ ძიროვანის გამიჯვნასთან დაკავშირებული საკასაციო სარჩელი წარადგინა, სადაც მხარეთა უფლებებს ბ. ხაზარსკი და ბ. ოგულოვიჩი იცავდნენ.
1904
ტიპი: ღონისძიება
ანთიმოზ ლუკას ძე მაღრაძემ 1904 წლის 1-ელ დეკემბერს დაბა ყვირილაში აფთიაქი გახსნა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, 16 მარტს ქუთაისში გამართულ სამღვდელოების კრებაზე სიმონ მჭედლიძე სხდომის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 აგვისტოს დუშეთის საკრებულო დარბაზში ივ. იაშვილისა და ალ. ინაშვილის თაოსნობით გამართული საღამოს შემოსავლიდან 40 მანეთი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა, 5 მანეთი კი – ჯარისკაცთა დამხმარე კომიტეტს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის აგვისტოში ვალერიან გუნიამ ქუთაისიდან დეპეშა მიიღო, რომ 5 სექტემბრიდან ქუთაისის დასის რეპეტიციებზე გამოცხადებულიყო.

