რეგისტრირებული ფაქტები32237
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ივანე მესხის სტამბაში ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული ლექსთა კრებული „სალამური“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, თბილისში ექვთიმე ხელაძის სტამბაში ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული ლექსთა კრებული „სალამური“ იყიდებოდა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 მარტის „დროების“ ცნობით, 25 აპრილს თბილისის საადგილმამულო ბანკის კრებაზე ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილის მაგივრად დირექტორად ახალი კანდიდატი უნდა აერჩიათ.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს გაზეთი „დროება" იუწყება, რომ 18 მაისს გენერალმა აკლობჟიომ ქობულეთი აიღო და 600 კაცი ტყვედ აიყვანა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 31 იანვარის გაზეთ „დროების” ცნობით, 1-ელი იანვრიდან ნიკო ნიკოლაძისა და გრიგოლ არწრუნის რუსული და სომხური გაზეთების გამოცემა დაიწყებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში დადგეს ავქსენტი ცაგარლის პიესა „ჭკუისა მჭირს“.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში, ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის რეჟისურით, კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“ დაიდგა, რომელიც ქართულ ენაზე ანდრია ღულაძემ თარგმნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო თეატრში დადგეს კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ბ. ბ. აბაშიძე, კონსტანტინე შათირიშვილი და სანდრო თამაზიშვილი მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ნოემბერის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის სასანიტარო აღმასრულებელი კომისიის მუშაობაში საგუბერნიო ექიმი ტიტე ქიქოძე და სასანიტარო-სამკურნალო ინსპექტორი გ. ნ. სტეფანოვი მონაწილეობდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 ნოემბერს თბილისის გუბერნატორმა მოურავ გ. გ. ევანგულოვს დაავალა, დაუყოვნებლივ ეზრუნა ქალაქის მეორე საავადმყოფო ფარდულის გასახნელად.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ 11 დეკემბერს ქართლ-კახეთის სამრევლო სკოლების ზედამხედველთა კრება დანიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თავადმა ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის მაზრის სოფლების დასახმარებლად ხაზინიდან შვიდი ვაგონი ხორბალი ისესხა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 17 ივლისს ქართველ მომღერალთა გუნდმა, რომლის ლოტბარიც იყო ძუკუ ლოლუა, კონცერტი გამართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში მომღერალთა 25-კაციანი გუნდი, რომლის ლოტბარის იყო ძუკუ ლოლუა, დასავლეთ საქართველოში მართავდა კონცერტებს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში მომღერალთა 30-კაციანი გუნდი, რომლის ლოტბარი იყო მიხეილ კავსაძე, აღმოსავლეთ საქართველოში მართავდა კონცერტებს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის აგვისტოში ვალერიან შალიკაშვილი ქუთაისში დაბრუნდა და ზამთრის თეატრალური სეზონისთვის დაიწყო მზადება.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს მესამე დასელებმა ილია ჭავჭავაძის თხზულებები ნაძალადევში საჯაროდ დაწვეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 18 ივლისს ხაშურში ქართველ მომღერალთა გუნდმა მიხეილ კავსაძის ლოტბარობით კონცერტი გამართა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ზაფხულში სიღნაღის კლუბში ნიკო გვარაძის რეჟისორობითა და იოსებ ჟივიძის ხელმძღვანელობით ყოველ შაბათ-კვირას წარმოდგენები იმართებოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში გიგო გელიკურაშვილმა ქართული თეატრის მუზეუმს შესწირა 340 აფიშა და 260 პროგრამა იმ წარმოდგენებისა, რომლებშიც 30 წლის მანძილზე თვითონ მონაწილეობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის აგვისტოში ვახ. თარხნიშვილის თაოსნობით სართიჭალაში პირველი წარმოდგენა გაიმართა.

