რეგისტრირებული ფაქტები18202
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ნ. რცხილაძე თბილისის კერძო სამკურნალოს სტომატოლოგი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ბ. ა. პოპოვი თბილისის და ვაგზლის კერძო სამკურნალოების ყელ–ყურ–ცხვირის ექიმი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ვახტანგ მუსხელიშვილი თბილისის კერძო სამკურნალოში ოფალმოლოგად მუშაობდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ტიტე ქიქოძე და გრიგოლ მაღალაშვილი თბილისის კერძო სამკურნალოს შინაგან სნეულებათა ექიმები იყვნენ.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გ. ა. გურკო თბილისის კერძო სამკურნალოს შინაგან სნეულებათა ექიმი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მიხეილ გედევანიშვილი თბილისის კერძო სამკურნალოს ნევროლოგი იყო.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ვახტანგ ღამბაშიძე თბილისის კერძო სამკურნალოს შინაგან სნეულებათა და ბავშვთა ექიმი იყო.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო რევოლუციურ სამხედრო შტაბში მუშაობდნენ გრიგოლ ლორთქიფანიძე, კოლია ქარცივაძე, კოწია სულაქველიძე, დავით ქავთარაძე (უცხოეთში გარდაიცვალა), ზაქარია გურული, ნოე ჩხიკვაძე და სხვ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის დამლევს პარმენ ჭიჭინაძე სამხედრო მინიტრად დანიშნეს. ამხანაგებს იმედი ჰქონდათ, რომ მტკიცე ხასიათისა და ენერგიის გამო საქმეს კარგად გაუძღვებოდა, მაგრამ უწყების გაცნობა ვერც მოასწრო, მოსკოვის დიქტატორთა ჯარებმა დაიპყრო საქართველო. მან იცოდა, რომ ბოლშევიკები არ დაინდობდნენ, მაგრამ საქართველოში დარჩა და თავის სოფელში ცოლ-შვილთან ერთად გაჭირვებით ცხოვრობდა. სწამდა, რომ საერთო საქმისთვის ასე აჯობებდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს პარმენ ჭიჭინაძე დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისრტის მოადგილედ, რამდენიმე ხნის შემდეგ კი აირჩიეს ერობათა კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ და რამდენიმე თვე ორივე მოვალეობას ასრულებდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს როსტოვში გადასახლებულმა პარმენ ჭიჭინაძემ მთელ ქალაქში სახელი გაითქვა, როგორც საუკეთესო ექიმმა, მაგრამ პარტიული მუშაობისთვის თავი არ დაუნებებია.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ დაბეჭდილი წერილის „საქართველოს საკითხი გენუაში“ ცნობით, კონფერენციაზე რუსეთის საქმეებისთვის გამოყოფილი კომისიის თავმჯდომარე იყო იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი შანცერი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნების“ (N2) ცნობით, პლატონ ჩხეიძე იყო ვექილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს თიანეთის მაზრის ხმოსანთა ყრილობამ ერობის გამგეობის წევრებად აირჩია პროკოფი დოლიძე, ნიკოლოზ ნადიბაიძე და ლევან დოლიაშვილი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 21 სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჯაბადარი თბილისის სამაზრო საერობო საბჭომ საგუბერნიო საბჭოში აირჩია.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 23 თებერვლის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, გ. ი. ყიფიანი თელავის მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 6 დეკემბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ბაქრაძე ბათუმის ადგილ-მამულების მფლობელთა ვინაობის დამდგენი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის 5 იანვრის ,,ცნობის ფურცლის'' მიხედვით, ფ. ა. ბეკი თბილისის გამგეობის მდივნად დაინიშნა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 18 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ა. ბერიძე ბარალეთის სკოლის მზრუნველი იყო.

