საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33334

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მოსახლეობა შეწუხებული იყო ბერძენთა მხრიდან ქონების დატაცებით. საქმეში ჩართულნი იყვნენ ასევე ბერძენი მღვდელი გარიბოვი, პოლკოვნიკი ევანგელიდი, პროპორშჩიკი აკრიტოვი და სხვ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ რევოლუციური ორგანოები იარაღს ურიგებდნენ თათრებს და არა ქრისტიანებს, რაც მოსახლეობას აღიზიანებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, 1918 წლის იანვარში დაარსებულ ბერძენთა პოლკში გაწევრიანებულნი იყვნენ ადამიანები განურჩევლად ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობისა, რომ წალკიდან მოსული ბერძნები პოლკში მხოლოდ იარაღის დასაპატრონებლად და ქონების შესაძენად წევრებიანდებოდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ბერძენთა პოლკის ჯარისკაცებს არქივიდან გამოჰქონდათ რომანოვების ნივთები და ანიავებდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნეს, რომ წალკაში დეზერტირების დასაჭერად და იარაღის ჩამოსართმევად გაგზავნილი შეიარაღებული რაზმი დეზერტირებს შეუერთდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 მარტს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმა მოისმინა მანგლისის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლობის მოხსენება, რომელშიც აღნიშნეს, რომ ბერძენთა პოლკის უფროსი ქონების დატაცების წინააღმდეგ არავითარ ზომებს არ იღებდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 12 ნოემბერს პირველ ქართულ ეროვნულ ყრილობაზე დაფუძნდა ეროვნულ-პოლიტიკური სექცია, სადაც შედიოდნენ წარმომადგენლები ყველა პოლიტიკური ფრაქციიდან: ნოე ჟორდანია, გრიგოლ გიორგაძე, ვალერიან ჯუღელი, გრიგოლ უროტაძე, კონსტანტინე გვარჯალაძე, მიხეილ კლიმიაშვილი, გიორგი ფაღავა, დავით ონიაშვილი, გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ რცხილაძე, გრიგოლ გველესიანი, იასონ ბაქრაძე, იაკობ ფანცხავა, სამსონ ფირცხალავა, აკაკი ფაღავა, პავლე საყვარელიძე, დავით სულიაშვილი, ნიკოლოზ ქარცივაძე, ივანე გობეჩია, იოსებ გობეჩია, გიორგი გვაზავა, გრიგოლ ვეშაპელი, ვასილ წერეთელი, შალვა ამირეჯიბი, ლევან ჯაფარიძე, დავით გურამიშვილი, ირაკლი ამირეჯიბი.

პირები
ნოე ნიკოლოზის ძე ჟორდანია გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე ვალერიან (ვალიკო) ანთიმოზის ძე ჯუღელი გრიგოლ ილარიონის ძე უროტაძე კონსტანტინე (კოწია) იაგორის ძე გვარჯალაძე მიხეილ იოსების ძე კლიმიაშვილი გიორგი (გოგიტა) აქვსენტის ძე ფაღავა დავით ეფრემის ძე ონიაშვილი გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე გრიგოლ ივანეს ძე გველესიანი იასონ (იაზონ) თომას ძე ბაქრაძე იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა აკაკი ნესტორის ძე ფაღავა პავლე დავითის ძე საყვარელიძე (ნ. საქარელი) დავით სოკრატის ძე სულიაშვილი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ქარცივაძე ივანე პავლეს ძე გობეჩია იოსებ პავლეს ძე გობეჩია გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა (მეთვალყურე) გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე (ვეშაპელი) ვასილ გიორგის ძე წერეთელი შალვა გიორგის ძე ამირეჯიბი (ამირაჯიბი) (ჩორჩანელი, ფარსმან-ფარუხი) ლელი (ლევან) ჯაფარიძე დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილი ირაკლი ამირეჯიბი
წყარო

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 დეკემბერს ვახტანგ მუსხელიშვილის თავმჯდომარეობით შედგენილი კომისიის დადგენილებით, ქართველთა სამხედრო კავშირის მთავარმა კომიტეტმა სამხედრო სექციაში მინიმუმ ორი წარმომადგენლის ყოლის უფლება მოითხოვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 15 დეკემბერს ვახტანგ მუსხელიშვილის თავმჯდომარეობით შედგენილი კომისიის დადგენილებით, ქართულ ეროვნულ საბჭოსთან არსებულ სამხედრო სექციასა და ქართველთა სამხედრო კავშირის მთავარ კომიტეტს შორის მჭიდრო კავშირი დამყარდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაიმართა მათხოჯის მომრიგებელი ამხანაგობის წლიური კრება, რომლის თავმჯდომარედ მღვდელი ილარიონ გიორგის ძე ჩინჩალაძე, ხოლო მდივნად კლასიონ ლევანის ძე მელაძე აირჩიეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ექიმის თანაშემწე ბ. ბრომელმა და ქიმიკოსმა კავკაზიმ ავლაბრის აფთიაქში, რომლის მოიჯარე ბ. ზოლოტნიცკი იყო, რევიზიის დროს ფალსიფიცირებული წამლები აღმოაჩინეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 7 თებერვალს დიდუბის ბიბლიოთეკა-სამკითხველო აკურთხეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ქ შ წ კ გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ლუარსაბ ბოცვაძე, ქალაქის გამგეობის წარმომადგენელი ნ. ე. არგულინსკი და ე. გულისაშვილი.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წლის ივლისის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N1) დაბეჭდილი წერილი „საქართველოს საკითხი უცხოეთში“ იუწყება, რომ აკაკი ჩხენკელმა ჩრდილო-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს პარიზში გადასცა საპროტესტო ნოტა რუსეთის მთავრობის მიერ ამერიკული ფირმისთვის ჭიათურის შავი ქვის საკონცესიოდ გაცემის შესახებ. შეერთებული შტატების ელჩმა დაუდასტურა, რომ ნოტა მიღებისთანავე გადაეგზავნა მის მთავრობას ვაშინგტონში.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ოლგასა და ბელინსკის ქუჩების კუთხეში, ტატო გაბაშვილის სახლის სარდაფში, კახეთის მეღვინეთა ამხანაგობა „ხირსის“ მაღაზია გაიხსნა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 მარტს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში ვასილ წერეთელმა წაიკითხა ლექცია „ჰიგიენიდან“.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში პოლიტიკურ ეკონომიაზე ლექციებს კითხულობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 26 მაისს ქალაქის დაწესებულებათა კონტროლის სხდომაზე გამგეობის წევრ ივანე კოვაჩევის მოხსენება მოისმინეს.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართულ თეატრში მ. საფაროვა-აბაშიძისას, ნ. მ. გაბუნიას, კ. დ. ყიფიანის, ა. ს. იმედაშვილის და ნ. გამყრელიძის მონაწილეობით გაიმართებოდა გ. მ. სუნდუკიანცის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხათაბალა“.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აჯანყების დროს გორდაძემ მრავალი გლეხი დახვრიტა სვანეთში.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) ცნობით, ხელისუფლების ორგანოები თავისიანები, რომლებიც ჩაქოლვას იმსახურებდნენ ხალხის მიერ, მაინც ჰყავდათ სამსახურში, მაგ., მეცხრე უბნის კომისარი, ბანდიტი გორდაძე, რომელმაც უამრავი საშინელება ჩაიდინა. როგორ შეიძლებოდა, ეს არ სცოდნოდა მილიციის უფროს ბ. ხმალაძეს, მაგრამ საოკუპაციო ხელისუფლება მისთანებს ეყრდნობოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქალაქ იალტის მთავარმმართებელს, გენერალ-მაიორ იოსებ ანტონის ძე დუმბაძეს ოდესაში ყოფნის დროს გიმნაზიის დირექტორმა როზევიჩმა უმასპინძლა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის საოლქო სასამართლომ გაზეთ „გოლოს კავკაზას“ რედაქტორ ვ. ფ. ვასილიევს ქალაქის ინჟინერ კ. ი. მარკაროვისთვის უსაფუძვლო შეურაცხყოფისთვის ბოდიშის მოხდა დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სადარბაზოდ იყო საფრანგეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში დაიდგმებოდა ოპერა „ჰოფმანის ზღაპრები“, მონაწილეობდნენ: ბოიარსკაია, ერმოლინსკაია, ზალიპრსკი, საბინინი და სხვანი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისის ლომბარდის გამგე ასლამაზოვმა ქალაქის გამგეობას თანამშრომელთა ხელფასით უზრუნველყოფის მოთხოვნით მიმართა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.