საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 4 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა ქვრივი ღუდიევისას წერილი, რომლითაც ის შემწეობას ითხოვდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 21 აპრილის „დროების“ ცნობით, არტურ ლაისტმა კავკასიის ქვეყნების ლიტერატურის შესახებ გერმანულ საკვირაო ჟურნალში ინფორმაცია დაბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 აპრილის გაზეთ „დროებაში“ ბარბარე ნაკაშიძისამ, გიორგი და კონსტანტინე სოლომონის ძე ონიკოვებმა ახლობლებსა და მეგობრებს ბიძის, ალექსანდრე ონიკოვის გარდაცვალება შეატყობინეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 აპრილის „დროებაში“ დიმიტრი ბაქრაძის სტატია „ბიბლიოთეკა, თ. ნიკოლოზ სამეგრელოისა“ დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს კოლეგიის მდივანმა ისაკაძემ თბილისის გუბერნატორის სახელზე დაწერა საჩივარი ქალაქის ტექნიკოს შახნაზაროვის წინააღმდეგ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქართველი კათოლიკური ეკლესიის მოღვაწემ, მიხეილ თამარაშვილმა რომიდან თბილისში გამოგზავნა თავისი თხზულება ქართველი კათოლიკების შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გიორგი ლეონიძე წერდა, რომ დაიწყო მუშაობა თეიმურაზ პირველის ლირიკის და პოემების ერთ წიგნად გამოსაცემად. ქშწკგ საზოგადოების წიგნთსაცავსა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში მოიპოვებოდა ორმოციოდე ხელნაწერი, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ შეიცავდნენ პოეტის თხზულებებს. სამუშაო ჯუგფს სამი ხელნაწერი საკუთრებაში ჰქონდა. ქართულ ოჯახებში, თბილისსა თუ პროვინციებში უფრო მეტი მასალა იყო. წიგნის სრულყოფისთვის ჯგუფი მიმართავდა ყველას, ვისაც მოეპოვებოდა პოეტის თხზულებები, ეთხოვებინათ მცირე ხნით, რათა შეძლებოდათ ტექსტების შედარება. მისამართი: გაზეთი „მიწა“ და გაზეთი „საქართველო“, ან მლეთის შესახვევი N26, გიორგი ლეონიძეს.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 აპრილის „დროებაში“ ი. კახელის სტატია „გაზაფხული პროვინციაში“ დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ახალი ხელშეკრულება“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „ჩაშლილი ოინები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ვახტანგ გარრიკის ეტიუდი „კოცნა პირველი“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 მარტის „დროებაში“ აკაკის დრამის „თამარ ცბიერი“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ნახიჩევანის მაზრის ექიმმა გიორგი ივანეს ძე ბადრიძემ თხოვნით მიმართა თბილისის თვითმმართველობას,  საექიმო-სასანიტარო განყოფილებაში ადგილი მიეცათ.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 აპრილის „დროებაში“ ბესარიონ ნიჟარაძის სტატიის „ცოლ-ქმრობის წესები სვანეთში“ დასასრული დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ იასონ ჯავახიშვილმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ 16 იანვრის ნომერში გარეშეს ფსევდონიმით წერილის „კიდევ ნაციონალიზაცია“ ავტორი ის არ იყო. ამასვე ადასტურებდა რედაქციაც.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 1-ელ დეკემბერს ქართულ სახალხო წარმოდგენათა სექციამ ავლაბარში გამართა ხალხური წარმოდგენა – სუნდუკიანცის „პეპო“. რეჟისორი იყო სვიმონიძე (სვიმონ პავლეს ძე გოგოლაშვილი).

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 16 აპრილის „დროებაში“ ბესარიონ ნიჟარაძის სტატია „ცოლ-ქმრობის წესები სვანეთში“ დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გიორგი ლეონიძემ გამოაქვეყნა წერილი „თეიმურაზ პირველის გამოცემა“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 18 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა ვასილ ლომინაძის წერილი სენაკის მაზრის უფროსის, გიორგი ბებურიშვილის განცხადების შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ქალაქის სასწავლებლის კომისიის წევრმა ლისიცინმა სასწავლებლების კომისიაში განსახილველად შეიტანა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც საჭირო იყო ქალაქის პირველდაწყებითი სკოლების მუზეუმის მოსაწყობად და შესანახად.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 მარტის „დროებაში“ გ. ნ. ჩინჩალაძის სტატია „ხმა ერისა-ხმა ხვთისა“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 5 აპრილის „დროებაში“ დაიბეჭდა რომანოზ ძამსაშვილის სტატია „წყალი და ხოლერია“, რომელშიც მეცნიერ ბრუნეტის მეთოდები იყო განხილული.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „საზღვაო საქმეზედ“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას წერილი „ომი თუ მშვიდობიანობა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ს. დარიანის (სერგი დანელია) ფელეტონი „შრომის ნატურალიზაცია“ გამოქვეყნდა.