საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 15 მაისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს მისწერა, დავით ვაჩნაძის მისამართი სთხოვა.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის შემოდგომაზე ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში აცბობა, რომ ნანახის, განცდილისა და იუნკერთა შესახებ მოგონებების წერა დაიწყო.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს მისწერა, რომ საქართველოში მოინახულა ყვარელი, გურჯაანი, თბილისი, ანანური, მცხეთა, ქუთაისი, ბათუმი, წყალტუბო, ბორჯომი და სხვ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) წერილი „ბ-ნ ნინიძის საქმის გამო“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) უმადურას ფსევდონიმით გამოქვეყნდა კორესპონდენცია „სოფელი დაბლა-საქარა“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 15 მარტის „დროებაში“ კორნელი ბოროზდინის მოგონებანი „სამეგრელო გუშინ“ მეხუთე და მეექვსე ნაწილები დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 13 მარტის „დროებაში“ კორნელი ბოროზდინის მოგონებანის „სამეგრელო გუშინ“ მეოთხე ნაწილი დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „სახალხო მეურნეობა“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 მარტის „დროებაში“ მეტეხის სკოლის შესახებ ს. უტურაშვილის წერილი დაიბეჭდა.

1990

ტიპი: ავტორობა

1990 წლის 18 აპრილს ალექსანდრე მანველიშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში სწერდა, რომ საქართველოდან იქაურ გაზეთებს არ უგზავნიდნენ და სამშობლოს შესახებ სიახლეებს ვერ იგებდა.

1965

ტიპი: ავტორობა

1965 წელს მაია კვალიაშვილმა დევიდ ლენგის ხელმძღვანელობით ვარშავაში დაიცვა დისერტაცია თემაზე „ქართული ეთნოგრაფია“.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ საქართველოდან იღებდა „მნათობს“, „ცისკარს“, „დროშას“, „ლიტერატურულ საქართველოსა“ და „სამშობლოს“.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 3 აგვისტოს მიხეილ ქავთარაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა და ნებისმიერი საბუთის ან წერილის, მათ შორის პირადი მიმოწერის, გაგზავნა სთხოვა. მ. ქავთარაძე ომის დროინდელი წერილების წიგნად გამოცემას აპირებდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 თებერვლის „დროებაში“ ა. გურულის სტატია „დაბა ჩოხატაური“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 19 თებერვლის „დროებაში“ გიორგი ნიჟარაძის განცხადება დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „სასკანდალო შედეგები“ გამოქვეყნდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 14 მარტის „დროების“ ცნობით, ბარონ სუტნერმა „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულ ენაზე თარგმნა დაასრულა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 16 მარტის „დროებაში“ ქართული დრამატული დასის წარმოდგენების განრიგის შესახებ ვასილ აბაშიძის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 16 მარტის „დროებაში“ კორნელი ბოროზდინის მოგონებების „სამეგრელო გუშინ“ მეშვიდე ნაწილი დაიბეჭდა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ ალექსანდრე ზაქარიაძის ვაჟი და მეუღლე ცოცხლები აღარ იყვნენ.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 5 ივნისს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს სან-ფრანცისკოში მისწერა, რომ უკვე 3-ჯერ იყო საქართველოში, რომ ამაში მას დეიდაშვილი, გიორგი ლეონიძე, ეხმარებოდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 მარტის „დროებაში“ პარმენ ცახელის ნაწარმოები „სიზმარი“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 მარტის „დროებაში“ ქართულიდან მეგრულ ენაზე საეკლესიო წიგნების გადათარგმნის შესახებ დიმიტრი ფურცელაძის ცნობები დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 17 მარტის „დროების“ ცნობით, მ. მაჭავარიანმა წმ. იოანე-ოქროპირის ლიტურგია ქართულიდან მეგრულ ენაზე გადათარგმნა.