საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წელს ჯანრი კაშიამ პარიზში დასაბეჭდად მოამზადა ნიკოლოზ მათიკაშვილის „იუნკრების“ ტექსტი.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 18 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ სიკვდილის წინ ანდერძს დაწერდა, შევარდნაძე და გორბაჩოვი ოჯახებიანად გაენადგურებინათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს თბილისის მაწანწალა ძაღლების დამჭერმა კონტრაგენტმა სამარინმა ქალაქის გამგეობას მიმართა თხოვნით, გაუქმებულიყო 20 ნოემბრის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მის მოქმედებას თვალ-ყურს ადევნებდა თბილისის პოლიცია. 19 დეკემბერს გამგეობამ განცხადება განიხილა და უყურადღებოდ დატოვა.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 3 აგვისტოს მიხეილ ქავთარაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა და ნებისმიერი საბუთის ან წერილის, მათ შორის პირადი მიმოწერის, გაგზავნა სთხოვა. მ. ქავთარაძე ომისდროინდელი წერილების წიგნად გამოცემას აპირებდა.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 1-ელ დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ჯანაშვილის ნარკვევისა „წარსული და მომავალი ინგილოების ცხოვრება“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 9 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ლექსები „ზამთრის ღამე“ და „სურათი“.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 27 ნოემბერს მიხეილ ქავთარაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ ჟურნალ „ივერიის“ რედაქციამ მისი და ვალერიან თევზაძის მასალის ერთად გამოქვეყნება გადაწყვიტა.

1987

ტიპი: ავტორობა

1987 წლის 27 ნოემბერს მიხეილ ქავთარაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ კარგი იქნებოდა, თუ თევზაძის ხელნაწერში მითითებული იქნებოდა მთარგმნელის, ნიკოლოზ მათიკაშვილის, ვინაობაც.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 3 აგვისტოს მიხეილ ქავთარაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ჟურნალ „ივერიის“ რედაქცია ომის დროინდელი წერილებისა და მოგონებების ერთ წიგნად გამოცემას აპირებდა. წიგნში მათიკაშვილის მიერ „მხედარში“ დაბეჭდილი სტატიებიც შევიდოდა.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წელს სან-ფრანცისკოში ალექსანდრე მანველიშვილის წიგნი „ოქროს ხანა ქართული ერის ისტორიისა“ გამოიცა.

1990

ტიპი: ავტორობა

1990 წელს სან-ფრანცისკოში ალექსანდრე მანველიშვილის წიგნი „ნარკვევები და წერილები“ გამოიცა.

1988

ტიპი: ავტორობა

1988 წლის 3 აგვისტოს მიხეილ ქავთარაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ იუნკრებიდან მის გარდა ცოცხალი იყო მხოლოდ დოლიკა ვაჩნაძე, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 6 მარტის „დროებაში“ სხვავის მონასტრის შესახებ ესტატე მჭედლიძის წერილი დაიბეჭდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ნესტორ მიხეილის ძე უგულავა ავრცელებს ინფორმაციას ივანე ოტიას ძე ქაჯაიას გარდაცვალების შესახებ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) მოხუცის ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი „მწარე ფიქრები“.

1919

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „მორიგი ნოტა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვახტანგ გიორგის ძე ვაჩნაძის (გარრიკის) წერილი „ქართული თეატრის გარშემო“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 12 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ კირვალიძის „წერილი რედაქციის მიმართ“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 7 მარტის „დროებაში“ კორნელი ბოროზდინის მოგონებანის „სამეგრელო გუშინ“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ნათაძემ ქართული წერა-კითხვის სწავლების მეთოდური სახელმძღვანელო შეადგინა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, რაჟდენ ჯაჯანაშვილმა „საარითმეტიკო ნარკვევი“ შეადგინა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 8 მარტის „დროების“ ცნობით, ალექსანდრე მირიანაშვილმა ქართული მოძრავი ასოები შეადგინა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 9 მარტის „დროებაში“ კორნელი ბოროზდინის მოგონებების „სამეგრელო გუშინ“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 10 მარტის „დროებაში“ სამსონ ნასარიძის ლექსი „მუშური“ დაიბეჭდა.

1989

ტიპი: ავტორობა

1989 წლის 18 მაისს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ საქართველოში იკვლევდნენ, რა ქიმიური შემადგენლობის იყო მომწამლავი გაზი, რომლითაც 9 აპრილს 300-ამდე დემონსტრანტი მოწამლეს. გამოძიებაში წითელი ჯვარიც იყო ჩართული.