საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19530

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 25 იანვრის გაზეთ „დროებაში“ კოწია მაჭავარიანის ეთნოგრაფიული წერილის „აფხაზეთი“ მეექვსე ნაწილი დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ს. სურგუნოვის გარდაცვალების შესახებ ექიმ არტემიევის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ე. სურგანოვის გარდაცვალების შესახებ რედაქტორ სტეფანოვის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 იანვრის გაზეთ „დროებაში“ ს. სურგუნოვის გარდაცვალების შესახებ ექიმ კრუზენშტერნის განცხადება დაიბეჭდა.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 7 აგვისტოს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ იმედი ჰქონდა ქართველ იუნკერთა კავშირის აღდგენისა და კარგი იქნებოდა, თუ იქამდე მიმოწერა ექნებოდათ ერთმანეთთან.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 7 აგვისტოს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ საფრანგეთიდან კუკური თოხაძის წერილი მიიღო. თოხაძე მას პოლონეთში მყოფი ქართველი იუნკერების სიის გაგზავნას სთხოვდა მისამართებით და ოჯახურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღწერით.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 7 აგვისტოს მიხეილ კვალიაშვილი ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში სწერდა, რომ საზღვარგარეთიდან ამანათებს იღებდა მათი პოლკის მეგობრებისგან – ვიტალი უგრეხელიძისგან, კუკური თოხაძისგან, მიხეილ დადიანისგან და ა.შ.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 11 აპრილს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ სათარგმნად უგზავნიდა მასალას, რადგან მის მიერ შეკრებილ ბიოგრაფიულ ცნობებსა და პოეზიის მიმოხილვას სიზუსტე აკლდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ე. სურგუნოვის გარდაცვალების შესახებ ექსპერტ კიუჩარიანცის განცხადება დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 23 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ექიმი იოსებ გორალეჩოვი პაციენტ ე. სურგუნოვის შესახებ წერდა.

1957

ტიპი: ავტორობა

1957 წლის 11 აპრილს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში გაუგზავნა კრიტიკოს ბესარიონ დავითის ძე ჟღენტის სტატია ქართული პოეზიის შესახებ სათარგმნად და გამოსაქვეყნებლად.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს ემიგრაციაში წასულმა ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში პოლონურად თარგმნა ლევან გოთუას „მარიამი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს ემიგრაციაში წასულმა ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში შოთა ძიძიგურის სტატია „ქართული ენის მონათესავე ენები“ თარგმნა პოლონურად.

1990

ტიპი: ავტორობა

1990 წელს თბილისში დაიბეჭდა ნიკოლოზ მათიკაშვილის მიერ პოლონურიდან ქართულად ნათარგმნი ვალერიან თევზაძის „ქართველი ოფიცრის ჩანაწერები“.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, გამოიცა რაჟდენ ბარამიძის წიგნი „ცხოვრება დიდისა მოწამისა იაკობ დაჭრილისა“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 20 იანვრის გაზეთ „დროებაში“ სოფელ ქვემო ჭალის შესახებ ნიკო ლეონიძის სტატია დაიბეჭდა.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წლის 18 თებერვალს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ახლო მომავალში გრიგოლ აბაშიძე პოლონეთში ჩასვლას აპირებდა.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წლის 18 თებერვალს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ პოლონური ტექსტების ქართულად თარგმნის საქმეში დახმარება ეთხოვა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის, იან ბრაუნისთვის, რომელსაც უმაღლესი განათლება თბილისში ჰქონდა მიღებული.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სოხუმში პოეტ რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ავქსენტი სახოკიამ, ალექსანდრე შერვაშიძემ, მიხეილ თოფურიძემ, ანტონ ჩხეიძემ, გრიგოლ ნადარეიშვილმა, იონა გაბუნიამ და პეტრე ჯანჯღავამ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სოხუმში პოეტ რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდს თითო მანეთი შესწირეს თეიმურაზ გაბუნიამ, პავლე კალანდარიშვილმა, ოქროპირ გვარამაძე, საჩინო თურქიამ, არჩილ იოსელიანმა და ივანე ცეცხლაძემ.

1967

ტიპი: ავტორობა

1967 წელს ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში სტატია „გიორგი ლეონიძის თერთმეტი დღე პოლონეთში“ დაწერა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს ემიგრაციაში წასულმა ნიკოლოზ მათიკაშვილმა ვარშავაში მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ პოლონურად თარგმნა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს სოხუმში პოეტ რაფიელ ერისთავის სახელობის ფონდს თითო მანეთი შესწირეს ივანე კოზმავამ, ივანე მიმინოშვილმა, კარპე წეროძემ, იოსებ ლოლუამ, ეგნატე გეგენავამ, სტეფანე თურქიამ, ბახვა გაბუნიამ და დიმიტრი ჭავჭანიძემ.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წლის 18 თებერვალს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში წერილი გაუგზავნა და სთხოვა, პოლონური ნაწარმოებების ქართულად თარგმნისთვის ორგანიზება გაეწია.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წლის 18 თებერვალს გიორგი ჩიმაკაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში წერილი გაუგზავნა და ქართული ნაწარმოებების პოლონურად თარგმნისთვის მადლობა გადაუხადა.