რეგისტრირებული ფაქტები32743
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს დავით კობიაშვილმა, ლაზარე მაისურაძემ, ივანე რაზმაძემ, გიორგი მანთაშოვმა და იოსებ იმედაშვილმა წიგნები გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანმა ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს წიგნები და ერთი თუმანი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ თუმანი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძემ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს 5 მანეთი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ეგნატე იოსელიანმა და ედმუნდ სობესტიანსკიმ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს წიგნები შესწირეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნინო ელიზბარის ასულმა ქობულოვისამ ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს ათი მანეთი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს მარიამ დავითის ასულმა შერვაშიძისამ, სოფიო ვასილის ასულმა ამირეჯიბისამ და ნინო სვიმონის ასულმა აბაშიძემ წიგნები გადასცეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს 15 მანეთი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს სოფრომ ზაქარიას ძე მგალობლიშვილმა, ალექსანდრე ჯაბადარმა და იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა წიგნები შესწირეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილმა ნაძალადევის ახლად გახსნილ სამკითხველოს წიგნები და პატარა კახის სურათი შესწირა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ნ. მ. ჩიჩუამ ხიდისთავის სამკითხველოს შესწირა წიგნი ბუნების საუცხოო მოვლენების შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის ფოსტა-ტელეგრაფის უწყების უფროსი ლინდენი გორისა და ახალციხის მაზრებში გაემგზავრა იქაურ საფოსტო დაწესებულებათა რევიზიისთვის.
1796
ტიპი: ღონისძიება
1796 წელს ბეჟან წერეთელმა ჭელიშის უდაბნოს მონასტერს ქედისუბანში მცხოვრები ხუცესი ტიმოთე გოქსაძე და მისი ძმები – გოგია და იოვანე შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში მცხეთაში ვალენტინა მაისურაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველ ქალთა კრება, რომელმაც დაადგინა, ფული შეეგროვებინა და ქართული თეატრის სააღმშენებლო კომიტეტისთვის გაეგზავნა.
1793
ტიპი: ღონისძიება
1793 წელს ძმებმა მანუჩარ და კაცო ყიფიანებმა ჭელიშის მონასტერს ტოლაში მცხოვრები შიშინაშვილები შესწირეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ბორჩალოში გადამდები დაავადების გაჩენის გამო გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი საჭირო ზომების მისაღებად გაგზავნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის მთავარ მმართებლის გრიგოლ გოლიცინის ნებართვით სოფ. ავლევის ქსენონს საერობო თანხიდან 600 მან. გადაეცა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 5 ივლისს თბილისის თავად-აზნაურთა თეატრის ფოიეში გამართულ ქართული დრამატული საზოგადოების კრებას 25 წევრი დაესწრო. კრების თავმჯდომარედ აირჩიეს ანტონ ფურცელაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისში ჩამოვიდა ყაზანის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი ლებედევი, რომელსაც ყაზანის ბუნებისმეტყველების მეცნიერთა საზოგადოებისგან დავალებული ჰქონდა კავკასიის გეოლოგიური გამოკვლევა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 3 ივლისს ქ. სიღნაღის თვითმმართველობის კრებამ დაადგინა, აკ. გრიგორიანს თელავის გზაზე გაეშენებინა ხეივანი, აუცილებლად დაერგო აკაციები და ცაცხვები.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 11 ოქტომბერს სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ ტრიფონ რამიშვილის პიესა „მეზობლები“ წამოადგინა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის ივლისში კავკასიის სამხედრო ოლქის საინჟინრო სამმართველოს უფროსის თანაშემწე გენერალ-მაიორი ტარასენკო ბათუმში გაემგზავრა იქ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო.

