საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19697

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1985

ტიპი: ავტორობა

1985 წელს სან-ფრანცისკოში გამოიცა ალექსანდრე სულხანიშვილის წიგნი „რა ხდებოდა მეტეხის ციხეში ქართველებს შორის 1923-1924 წლებში და ილიას მკვლელობის სინამდვილე“.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წელს სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილის ბროშურა „რაზმის ცხოვრება საფრანგეთში“ გამოიცა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წელს ალექსანდრე სულხანიშვილის „ჩემი მოგონებანი“ პარიზში არ დაბეჭდეს, რადგან დიდი კრიტიკა მოჰყვა. წიგნი ისრაელში ხელის მანქანაზე დაიბეჭდა და შემდეგ ავტორმა სან-ფრანცისკოში გაამრავლა.

1950

ტიპი: ავტორობა

1950 წელს ივანე ნანუაშვილმა სიმონ სიდამონ-ერისთავს ლონდონიდან ნიუ-იორკში წერილი გაუგზავნა და ამერიკაში ჩასასვლელად საჭირო საბუთების გაკეთება სთხოვა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ფსევდონიმით ა. ლ. გამოქვეყნდა ლევან ასათიანის წერილი „ჯავის ხეობა“.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 28 თებერვლის „დროებაში“ ი. კახელის სტატია „სიღნაღის მაზრის სათავადაზნაურო კრება“ დაიბეჭდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის პირველი მარტის „დროებაში“ პარმენ ცახელის ლექსი „ღამის სიმღერა“ დაიბეჭდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ხიდისთავის სამკითხველოს გამგის, ანტონ რამიშვილის ცნობით, ხიდისთავის უფასო სამკითხველოს ერმალო სიორიძემ ხუთი ქართული და ორი რუსული წიგნი შესწირა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს რკინიგზის გზების უფროსმა ე. ლ. ვედენეევმა თხოვნით მიმართა თბილისის სადგურის მოხელეებსა და ჟანდარმთა სამმართველოს, ხელქვეითი მოსამსახურეებისთვის გამოეცხადებინათ, რომ რკინიგზის სადგურზე ქურდის დაკავებისათვის ჯილდოს გადასცემდნენ.

1983

ტიპი: ავტორობა

1983 წლის 14 თებერვალს ალექსანდრე სულხანიშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ შეფიცულთა რაზმის ყველა მოქმედებაზე წიგნი ჰქონდა დაწერილი.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 23 მარტს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს სან-ფრანცისკოდან პოზნანში მისწერა, რომ ძალიან მალე მისი მოგონებები წიგნად დაიბეჭდებოდა და ერთ ეგზემპლარს მასაც გაუგზავნიდა.

1973

ტიპი: ავტორობა

1973 წელს სან-ფრანცისკოში გამოსული ივანე ნანუაშვილის წიგნი „რა უნდა იცოდეს ყველამ თავისუფალ სამყაროში რუსეთის შესახებ“ პოლიტიკური ვითარების გამო არ გავრცელდა. წიგნი 3-4 ათასი ცალი დაიბეჭდა, რაც ავტორს 8-9 ათასი დოლარი დაუჯდა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 18 აგვისტოს ალექსანდრე სულხანიშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ გოგი ჯავახიშვილი და მისი ქალიშვილი, რომელიც ივანე ნანუაშვილის მემკვიდრე იყო, ნანუაშვილის დაკრძალვაზეც არ ჩავიდნენ, რადგან ევროპაში მოგზაურობისთვის ემზადებოდნენ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს იოსებ ანდრონიკაშვილმა ითხოვა, კავკასიის სამეურნეო-სამრეწველო გამოფენის გამგე-კომიტეტის 25 წევრი ნაყოფიერი შრომისათვის დაეჯილდოებინათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს, ჭიათურის ხიდისთავის სამკითხველოს გამგის, ანტონ რამიშვილის ცნობით, ხიდისთავის საზოგადო სახლს მოსე ნინიძემ და ერმალო კალანდაძემ თითო ქართული წიგნი შესწირეს.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წლის 25 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა და პოლონეთის არმიაში მოღვაწე ქართველ იუნკერთა სიის გაგზავნა სთხოვა.

1981

ტიპი: ავტორობა

1981 წელს სან-ფრანცისკოში ალექსანდრე სულხანიშვილის თხზულება „ჩემი მოგონებანი“ გამოიცა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) ქორის ფსევდონიმით წერილი „მეაბრეშუმეობა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია), რუბრიკაში „ჩვენი კორესპონდენტები“ დემოკრატის ფსევდონიმით წერილი „ს. სიქთარუა“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია), რუბრიკაში „ჩვენი კორესპონდენტები“ დემოკრატის ფსევდონიმით წერილი „თერჯოლის თემი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია), რუბრიკაში „ჩვენი კორესპონდენტები“ გალიუს ფსევდონიმით წერილი „სამურზაყანო“ გამოქვეყნდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს, ხიდისთავის უფასო სამკითხველოს გამგის, ანტონ რამიშვილის ცნობით, ხიდისთავის საზოგადო სახლის ასაშენებლად შესატანი თანხა ანდრია კობიძემ შეკრიბა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, რედაქციამ მიიღო ტერენტი გრანელის ლექსების წიგნაკი „სამგლოვიარო ხაზები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გრიგოლ რობაქიძის წერილი „ქართული რომანი“ გამოქვეყნდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ა. ჟღენტის წერილი „დაღესტანში (რევოლუციონური და ნაციონალური მოძრაობა)“.