საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები3290

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1821

ტიპი: განათლება

1821 წელს დაბადებულმა გრიგოლ ჩხაიძემ განათლება გურიის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.

1800

ტიპი: განათლება

1800 წელს დაბადებულმა იოსებ ბაქრაძემ საეკლესიო განათლება ჯრუჭის მონასტერში მიიღო მიტროპოლიტ დავით წერეთელთან.

1831

ტიპი: განათლება

1831 წელს დაბადებულმა ნიკიფორე კანდელაკმა საღვთო წერილი და გალობა გელათის მონასტერში შეისწავლა.

1817

ტიპი: განათლება

1817 წელს დაბადებულმა ონიფანტე ნადირაძემ საეკლესიო განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მეექვსე წელს იგი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილა, რადგან სემინარიის რექტორს სასწავლებლის პანსიონიდან გამოუძევებია. თუმცა შიოს სემინარიის დამთვარება მოუხერხებია.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ კვლავ სწავლის გაგრძელება სურდა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში მას იმდენად ზერელედ ასწავლიდნენ, რომ რაღაც დროის შემდეგ კითხვა დავიწყებია.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მას ვარშავაში გადაუწყვეტია გამგზავრება, რადგან სემინარიელებს იქ ადვილად იღებდნენ და ასევე იქ ეგულებოდა თავის ნაცნობი სემინარიელი ალექსანდრე მრევლიშვილი.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ სანდრო მრევლიშვილი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიის დამთვარების შემდეგ მას ფული შეუგროვებია და ვარშავაში წასულა სასწავლებლად.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა სანდრო მრევლიშვილიც.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი მოსწავლე მრევლიშვილიც ვარშავაში სწავლობდა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ვარშავაში სასწავლებლად წავიდა.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ წერა საკმაოდ ადრე დაიწყო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 29 ნოემბერს თბილისის ქაშუეთის ტაძრის წინამძღვრის, მ. ტყემალაძისა და სასულიერო სემინარიის მასწავლებლის, ილია ფერაძის თაოსნობით, ახალი საკვირაო სკოლა გაიხსნა, სადაც სემინარიის მეექვსე კლასის მოწაფეები ისწავლიდნენ.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 1-ელი დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიდმა თავადმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა ბორჯომის სახელოსნო სკოლის მფარველობა ითავა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 26 ნოემბერს მღვდელმა პლატონ ხუროშვილმა მცხეთის ქალთა საკვირაო სასწავლებლის მოწაფეებს საჯარო მოხსენება წაუკითხა.

1798

ტიპი: განათლება

1798 წელს დაბადებულმა ნიკოლოზ ნიჟარაძემ საეკლესიო განათლება ჯრუჭის მონასტერში მიიღო.

1787

ტიპი: განათლება

1787 წელს დაბადებულმა იოანე იოსელიანმა სასულიერო განათლება შიომღვიმის მონასტერში ქართულ ენაზე მიიღო, შემდეგ კი რუსულ ენაზე ისწავლა თბილისის ფერისცვალების მონატერში.

1777

ტიპი: განათლება

1777 წელს დაბადებულმა სვიმონ ჭელიძემ სასულიერო განათლება ჭელიშის მონასტერში მიიღო.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს მიხეილ აკოფაშვილმა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზია დაასრულა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს კავკასიის მთავარმართებლის თანამდებობის აღმასრულებელმა სახაზინო სტიპენდია დაუნიშნა კავკასიის საშუალო სასწავლებლების 19 მოსწავლეს, მათ შორის სამ ქართველს – ივანე ჟორდანიას, ვლადიმერ ყანჩელსა და მიხეილ გომელაურს.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველის მიერ დადგენილი კავკასიის სტიპენდია დაენიშნა 22 პირს, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო ქართველი – ქუთაისის გიმნაზიის კურსდამთავრებული, ოქროს მედლის მფლობელი ზურაბ მაჩაბელი.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს კავკასიის სტიპენდია დაენიშნა ა. მაჩაბელს.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს კავკასიის სტიპენდია დაენიშნა ერევნის გიმნაზიის კურსდამთავრებულ პეტრე ვარდანაშვილს.