საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები19530

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1875

ტიპი: ავტორობა

1875-1881 წლებში, კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს, ნიკო ლომოურმა ბელორუსულიდან თარგმნა ტარას შევჩენკოს პოემა „მუშა ქალი“.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს გამოიცა სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის, მიხეილ მიხეილის ძე იპოლიტოვ-ივანოვის მოგონებები.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს მარიამ ორბელიანმა დაწერა ავტობიოგრაფია.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს მარიამ ორბელიანის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამი სხვადასხვა პირისა და ორგანიზაციის დავალებით თარგმნიდა ფრანგულიდან ქართულ ენაზე და პირიქით.

1876

ტიპი: ავტორობა

1876 წელს პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში იონა მეუნარგიამ დედნიდან გადმოიწერა ნანუჩა ციციშვილის მიერ დაწერილი „ვეფხისტყაოსნის“ დამატება.

1882

ტიპი: ავტორობა

1882-1884 წლებში იონა მეუნარგიას ნაწარმოებები იბეჭდებოდა „Кавказ“-ში.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა იონა მეუნარგიას „ცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისა“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ქუთაისის ამხანაგობამ გამოსცა იონა მეუნარგიას „მამია გურიელის ცხოვრება“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს დაიბეჭდა იონა მეუნარგიას „ნიკო გიორგის ძე დადიანის ცხოვრება“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წელს ლიბერმანის ტიპოგრაფიაში გამოიცა იონა მეუნარგიას „барсова кожа в рассказе И. Меунаргия“.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წელს გამოიცა გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მემუარები.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს კავკასიის სამოსწავლო უწყების მეორე კრებულში დაიბეჭდა ივანე როსტომაშვილის ნაშრომი, რომელიც ჯავახეთის სრულ ისტორიულ-არქეოლოგიურ აღწერას წარმოადგენდა და ფოტომასალაც ახლდა.

1958

ტიპი: ავტორობა

1958 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოემა „ამბავი სამასი არაგველისა“.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოეტური კრებული „ანდეზიტის სიმღერა“.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოეტური კრებული „დარიალი“.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოეტური კრებული „ბალადები“.

1960

ტიპი: ავტორობა

1960 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოეტური კრებული „ლექსები და ბალადები“.

1964

ტიპი: ავტორობა

1964 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის პოეტური კრებული „ძვლები და კლდეები“.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წელს გამოქვეყნდა ანდრო თევზაძის საბავშვო ლექსები.

1955

ტიპი: ავტორობა

1955 წელს გამოქვეყნდა ანდრო თევზაძის მონოგრაფია „უშანგი ჩხეიძე“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 7 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის წერილი, რომელშიც მიმოხილულია გორის მაზრისა და, კერძოდ, სოფელ ხიდისთავის სიახლეები.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 24 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესოვის (მეღვინეთუხუცესიშვილი) წერილი „წიგნი აკაკი წერეთელთან“, რომელიც ეხმიანება იმავე გაზეთის 24-ე ნომერში აკაკი წერეთლის მიერ გამოქვეყნებულ ნარკვევს ქუთაისის გუბერნიის წინამძღოლთან გამართული სადილის შესახებ.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 3 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იოსებ ეფემიაშვილის წერილი „აღწერა რომელთამე ოსთა ამაოდ მორწმუნეობათა“, რომელშიც გაკრიტიკებულია ქრისტიანი ოსების კერპთაყვანისმცემლური ადათ-წესები, დაკავშირებული მიცვალებულისთვის წესის აგებისა და დაკრძალვის რიტუალთან.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს ლელი ჯაფარიძე ქუთაისის გიმნაზიის დირექტორს სწერდა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ჩაბარება სურდა.