საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33281

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 1-ელ დეკემბერს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა სახალხო სახლში წარმოადგინა პიესა „ზღვასთან“ ნინო ჩხეიძის, ალექსანდრე იმედაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, იუზა ზარდალიშვილის, ალექსანდრე ყალაბეგიშვილის, პლატონ კორიშელის, ნინო თოიძის, მ. რომანიშვილის, სუზანა ბეჟანიშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის 18 მაისს ზურაბ მაჩაბელმა სხვავის მონასტერს შესწირა ველევის მცხოვრები დავით გელბახიანი და მისი ძმები თავიანთი ქონებით.

1812

ტიპი: ღონისძიება

1812 წლის 19 ოქტომბერს ზურაბ მაჩაბელმა სხვავის მონასტერს შესწირა იწის მცხოვრები სვიმონიკა გეწაძე ცოლ-შვილით, სახლითა და მიწებით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 ნოემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში წარმოადგინეს პიესა „ციმბირელი“ ი. რევაზიშვილის, ანა კავთელის, იოსებ ივანიძის, გიორგი იორდანაშვილის, გიგო გელიკურაშვილის და სხვ. მონაწილეობით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს არტისტთა საზოგადოების საკონცერტო დარბაზში კოტე ფოცხვერაშვილის კონცერტი გაიმართა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წლის 1-ელ დეკემბერს დავით ჭიჭინაძემ სხვავის მონასტერს ხივშში მდებარე ვენახი შესწირა.

1806

ტიპი: ღონისძიება

1806 წლის 18 მაისს ზურაბ მაჩაბელმა სხვავის მონასტერს შესწირა ველევის მცხოვრები დავით გელბახიანი და მისი ძმები თავიანთი ქონებით.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 10 დეკემბერს არტისტთა საზოგადოებრივ თეატრში თბილისის დრამატული დასის ამხანაგობამ მიხეილ ქორელის რეჟისორობით ალექსანდრე იმედაშვილის მიერ თარგმნილი იბსენის „საზოგადოების დედაბოძნი“ წარმოადგინა.

1807

ტიპი: ღონისძიება

1807 წლის 20 ნოემბერს სოლომონ II-მ სხვავის მონასტერს შესწირა სხვავის მცხოვრებნი – ხუტუნა და ბუჭუჭა არჩვაძეები ცოლ-შვილითა და ქონებით.

1812

ტიპი: ღონისძიება

1812 წლის 8 იანვარს გიორგი ყიფიანმა სხვავის მონასტერს თავისი ყმის სახლ-კარი და მამული შესწირა.

1808

ტიპი: ღონისძიება

1808-1810 წლებში იოანე აბაშიძემ და მისმა მეუღლემ მარიამ მაჩაბელმა ჭელიშის მონასტერს შესწირეს მღვდელი გიორგი თომაძე ცოლ-შვილით.

1846

ტიპი: ღონისძიება

1846 წლის 27 ნოემბერს იოსტას წერეთელმა მიტროპოლიტ დავით წერეთელს სხვავის მონასტრის მორჩილის, გიორგი ჯაფარიძის ბერად კურთხევა სთხოვა.

1814

ტიპი: ღონისძიება

1814 წლის 8 აპრილს გიორგი და იესე მაჩაბლებმა ჭელიშის უდაბნოს შესწირეს ზემო კრიხში მცხოვრები გლეხები, მაქსიმე და ივანე ფონჯავიძეები.

1812

ტიპი: ღონისძიება

1812 წლის 10 ივლისს ნიკოლოზ იაშვილმა ჭელიშის უდაბნოს შესწირა თაზიკა ოშხელი და მისი შვილები გოგია და ივანე თავიანთი ცოლ-შვილით.

1807

ტიპი: ღონისძიება

1807 წელს ზურაბ მაჩაბელმა ჭელიშის მონასტერს შესწირა გიორგი თომაძის ნაქონი მიწა და ვენახი ამბროლაურში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მერვე სხდომაზე მოხსენება წაიკითხეს ანასტასია წერეთლისამ და დავით კარიჭაშვილმა ლუკა რაზიკაშვილის ნაწერების წიგნად გამოცემის შესახებ. საკითხის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1822

ტიპი: ღონისძიება

1822 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა სოფრონ წულუკიძემ საქართველოს ეგზარქოსს სთხოვა, გელათისა და ჭელიშის მონასტრებიც შტატის მონასტრებად შეერაცხა რუსეთის მსგავსად და გელათისთვის – პირველი კლასის, ხოლო ჭელიშისთვის – მეორე კლასის მონასტრის ხარისხი მიენიჭებინა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს მანუჩარ ყიფიანმა ჭელიშის მონასტერს შესწირა ხვანჭკარის მცხოვრები ტყეშელაშვილები თავიანთი მიწა-წყლით.

1807

ტიპი: ღონისძიება

1807 წლის 14 მარტს გიგია წერეთლის შვილებმა ჭელიშის მონასტერს იწაში მდებარე ყანა და ტყე შესწირეს.

1802

ტიპი: ღონისძიება

1802 წლის 23 მარტს გიორგი ყიფიანმა სხვავის მონასტერს მამული შესწირა.

1805

ტიპი: ღონისძიება

1805 წელს ქაიხოსრო აბაშიძემ სხვავის მონასტერს ერთი კასრი ღვინო შესწირა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის ოქტომბერში თბილისის ცენტრალური ტელეგრაფის თანამშრომელმა კ. მარისოვმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 კაპიკი შესწირა.

1801

ტიპი: ღონისძიება

1801 წელს სოლომომ II-მ სხვავის მონასტერს შესწირა სოფელ ხამშში მდებარე ვენახი და ტყე.

1800

ტიპი: ღონისძიება

1800 წელს დაბადებული მაკარ ჯაფარიძე სხვავის მონასტერში 10-12 წლისა მივიდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ჭელიშის მონასტერში სამრეკლოს ასაგებად მიიწვიეს ცნობილი მშენებლები, ვასილ და ივანე ბერეკაშვილები.