საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები29762

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 თებერვალს ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა შილერის „ავაზაკები“, რომელშიც მთავარი როლი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილმა შეასრულა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვლის „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კირილე ციციშვილი სოფელ ზემო ხვედურეთის მცხოვრები იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ ერისთავს ქარელის განაპირას თავს დაესხნენ მჭედლიშვილი, თედოზაშვილი და ქვრივიშვილი და სცემეს.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ა. ნა-ლის (ალექსანდრე ნანეიშვილის) წერილი „ქართული თეატრი ქუთაისში“, რომელშიც აღნიშნულია, რომ დავით ერისთავის „სამშობლოში“ კოტე მესხმა და კოტე ყიფიანმა დიდი ოსტატობით ითამაშეს ლეონიძისა და ხიმშიაშვილის როლები.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ თბილისის სახელოსნო გამგეობის ატესტატის მფლობელი ესმა გიორგის ასული ქიქოძე მსურველებს სთავაზობს ქალის ტანსაცმლის ჭრა-კერვის სწავლებას სამი თვის განმავლობაში 20 მანეთად, აგრეთვე ქალის ტანსაცმლის შეკერვას ხელსაყრელ ფასად ქ. ოზურგეთში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების მიერ წარმოდგენილ დავით ერისთავის „სამშობლოში“ სვიმონ ლეონიძის როლი კოტე ყიფიანს უნდა შეესრულებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 12 თებერვალს ქართული დრამატული საზოგადოების მიერ წარმოდგენილ დავით ერისთავის „სამშობლოში“ ლევან ხიმშიაშვილის როლი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილს უნდა შეესრულებინა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 8 თებერვალს კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების კრებაზე მოისმინეს ნ. პ. ტარატინოვის მოხსენება თემაზე „რა ადგილი უჭირავს ამიერკავკასიის სამეურნეო მცენარეთა შორის ბამბას“.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 8 თებერვალს კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების კრებაზე მომხსენებელმა ტარატინოვმა აღნიშნა, რომ იმერეთისა და რაჭა-სამეგრელოსთვის, სადაც ვენახები ხმებოდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბამბის მოყვანას, რადგან ეს შეღავათს მისცემდა დაზარალებულ გლეხობას.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 8 თებერვალს კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების კრებაზე მომხსენებელმა ტარატინოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ჩითეულის ზოგიერთ მწარმოებელს განზრახული ჰქონდა იმერეთში ბამბის გასაწმენდი მანქანების შემოტანა და საუკეთესო თესლის უფასოდ დარიგება.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 13 თებერვალს მოწვეულ კავკასიის საიმპერატორო სამეურნეო საზოგადოების მორიგ კრებაზე ილია წინამძღვრიშვილს უნდა წაეკითხა მოხსენება სოფლის მეურნეობის საზოგადოებასა და მხარის მოსახლეობას შორის უწყვეტი კავშირის დამყარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საშუალებების შესახებ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. მანუელიანცის მიერ ქალებისა და ვაჟებისთვის დაფუძნებული საკომერციო კურსები სწავლას 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებდა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. მანუელიანცის მიერ დაფუძნებული საკომერციო კურსები ფუნქციონირებდა ალექსანდრე ფრიდონოვის სახლში, სერგიევისა ქუჩისა და ნაგორნის ქუჩის N9 კუთხეში.

1892

ტიპი: ღონისძიება

პ. მანუელიანცის მიერ დაფუძნებულ საკომერციო კურსებზე 1892-1893 სასწავლო წელს ისწავლებოდა საკომერციო ეკონომია, საკომერციო არითმეტიკა, ბუღალტერია, არითმეტიკა საანგარიშოთი, საკომერციო მიწერ-მოწერა, სავაჭრო და სათამასუქო წესდებები, სწრაფი, გარკვეული, ლამაზი წერა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში შვილის მიბარების მსურველებს წერილობითი თხოვნით უნდა მიემართათ სკოლის მზრუნველ ილია წინამძღვრიშვილისთვის.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892-1893 სასწავლო წელს პ. მანუელიანცის მიერ დაფუძნებული საკომერციო კურსების შესწავლის მსურველებს უსასყიდლოდ შეეძლოთ კურსების პროგრამებისა და წესების მიღება ალექსანდრე ფრიდონოვის სახლში, სადაც მიმდინარეობდა სწავლება, ასევე ძმები წოვიანოვების საბანკირო კანტორაში, სიონის ქუჩაზე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის პანსიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის სწავლისა და პანსიონით სარგებლობის წლიური გადასახადი 180 მანეთი იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის პანსიონში შვილის მიბარების მსურველებს 20 აგვისტოდან 1-ელი სექტემბრის ჩათვლით ჯორჯიკიასთვის უნდა მიემართათ თბილისის ქუჩაზე მდებარე საკუთარ სახლში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქუთაისში არსებული ჯორჯიკიას სასწავლებლის გიმნაზიის, პროგიმნაზიის, რეალური და სხვა სასწავლებლების პირველ და მოსამზადებელ კლასებში სწავლის ყოველთვიური გადასახადი სამი მანეთი იყო, მეორე, მესამე და ზედა კლასებში – მეტი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 იანვარს თელავში ჩატარებულ თავად-აზნაურთა კრებას თელავის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლი ილია ჯორჯაძე დაესწრო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 იანვარს თელავში გამართულ თავად-აზნაურთა კრებაზე განიხილეს ზაქარია იასეს ძე ანდრონიკაშვილის მოსაზრება თელავსა და სიღნაღში საზოგადოების დაარსების შესახებ, რომლის მიზანიც კახური ღვინის რეალიზაცია უნდა ყოფილიყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 იანვარს თელავში ჩატარებულ თავადაზნაურთა კრებაზე ზაქარია ანდრონიკაშვილმა განაცხადა, რომ თელავისა და სიღნაღის მაზრების თავადაზნაურობას მიზნად უნდა დაესახა კახური ღვინის ფასის გაზრდა და საზღვარგარეთ გატანა გასაყიდად.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 იანვარს თელავში ჩატარებულ თავად-აზნაურთა კრებაზე ზაქარია ანდრონიკაშვილმა განაცხადა, რომ კახური ღვინის სახელი უკვე განთქმული იყო როგორც რუსეთში, ისე ევროპაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიის თანახმად აკაკი ივანეს ძე ჩხენკელს ბერლინიდან უცნობებია, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოს გარდა კავკასიის დანარჩენი ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარება. თუმანოვის აზრით, უფრო გლობალურად მოაზროვნე პირებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ეტაპობრივად მოჰყვებოდა შემდგომი ნაბიჯები, რაც დანარჩენი კავკასიის სახელმწიფოებრივ მოწყობას გარკვეულ ფორმას შესძენდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტმა, რომელიც ფინანსებისა და ვაჭრობა-მრეწველობის საკითხებში გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტებისგან შედგებოდა, მომსახურება შესთავაზა საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს.