რეგისტრირებული ფაქტები19332
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის აზრით, შესაძლებელი იყო საქართველოსა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიას შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და მათი ცენტრალური კავშირის სახელმწიფოებისგან ფაქტობრივი დამოკიდებულების წინასწარი განჭვრეტა, თუმცა თუმანოვს მიაჩნდა, რომ ამაზე წერა ჯერ კიდევ ნაადრევი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 18 სექტემბერს თბილისის საბირჟო კომიტეტის თავმჯდომარე არ. ნ. მილოვმა სიტყვით მიმართა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ ჟურულს. მიუთითა რა, რომ საბირჟო კომიტეტი რუსეთის უძველეს სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებას წარმოადგენდა, მილოვმა მინისტრს სთხოვა, თბილისის კომიტეტი თავისი მფარველობის ქვეშ აეყვანა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა საშა ჩორნის ფელეტონი „უპოვარი მძარცველები“. ფელეტონის მესამე ეპიზოდი ეძღვნებოდა კახელ გლეხს, რომელსაც 10 000 რუბლად ხან ფქვილის შეძენა სურდა ქართლში, ხან – ღვინისა კახეთში, ხან – ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის თბილისში. ბოლოს ამ ფულად შეიძინა რევოლვერი, რომლითაც 10 მოქალაქე მოკლა, გახადა ძვირფასი სამოსები, მერე კახეთში გადაცვალა ეს ყველაფერი ღვინოზე, ღვინო – ფქვილზე ქართლში. ბონების გარეშე დარჩენილს თავზე საყრელად ჰქონდა პური და ღვინო და საქონლის გაცვლის კანტორის გახსნას გეგმავდა საომარ მდგომარეობაში მყოფი და ნეიტრალური ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვი სინანულს გამოთქვამდა, რომ საქართველოს წიაღისეული სიმდიდრე, ბოროტი ბედისწერის გამო ჯერ კიდევ აღმოუჩენელი, მიწის სიღრმეში იდო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვის თქმით, თბილისის ოლქში მდებარე დაბა ნორიოსთან ნავთობის საბადოს არსებობის აშკარა ნიშნები შეიმჩნეოდა. ამის დასტური იყო ნიადაგიდან გამოჟონილი თხევადი მასა, რომელიც შავი ტალახივით გუბეებს ქმნიდა ზედაპირზე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა მარტყოფის ზევით, წმ. ანტონის მონასტრის ტერიტორიაზე რამდენიმე წლის წინ დაწყებული გათხრები ინჟინერ კ-ს გაუგრძელებია. თუმცა უსახსრობის გამო სამუშაოებმა დიდხანს ვერ გასტანა და ინჟინერს ვერც ადგილის გაყიდვა მოუხერხებია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა მარტყოფის ზევით, წმ. ანტონის მონასტრის ტერიტორიაზე ვინმე კაცმა აწარმოა სამუშაო. ორი საჟენის სიღმეზე მას მიუკვლევია წყაროსათვის, რომელიც მეტად წააგავდა სურახნის ნავთობს. ღია ყვითელი სითხე ცეცხლთან შეხებისას მომენტალურად აალდებოდა. გლეხებს თავის ყოფაში სურდათ მისი გამოყენება, მაგრამ ამ მასის სწრაფი წვის გამო ვერ შეძლეს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. წინამძღვაროვის თქმით, დაბა მარტყოფთან ნავთობსაბადოს აღმოჩენის მიზნით რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე სამუშაოები გაჩერებულა და მიტოვებული ჭაბურღილი ახალ ენერგიულ მეწარმეებს ელოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა საცხენისის ერთ ადგილას, მარტყოფისა და ნორიოს მსგავსად, ნავთობი ნიადაგიდან ჟონავდა და ზედაპირზე გუბეები წარმოიქმნებოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია, რომელიც ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა საცხენისის ერთ-ერთ მონაკვეთზე პატარა მდინარეს ეკვროდა რაღაც ცხიმოვანი მასა, რომელიც ანთებული ასანთის მიკარებისთანავე ალდებოდა და ჩქარა ქრებოდა.

