რეგისტრირებული ფაქტები1498
ფილტრი:
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოსო ვარძელოვი ქურდობისთვის დააკავეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 15 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლეონტი ზიბზიბაძეს ესტატე თურმანიძის მოკვლა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ნატროევს გრიგოლ ჩიტაევის გაქურდვა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აბდულა-აბას-ოღლი აკოფოვის მაღაზიიდან რევოლვერის მოპარვის ბრალდებით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 3 აპრილს თბილისში სპარსეთის ქვეშევრდომი აბდულა-აბას-ოღლი დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ აფროსინოვს ელისაბედ ბერიევის გაქურდვა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი ამირხანოვს ყალბი ფულის გაკეთება ედებოდა ბრალად.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 26 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატას სააპელაციო საჩივრის გამო ხელახლა უნდა განეხილა ნაპოლეონ ივანეს ძე ამატუნის საქმე, რომელსაც ქალაქის საურთიერთო ნდობის ბანკში ბოროტმოქმედების ჩადენა ედებოდა ბრალად.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 2 მაისს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა ეკატერინე ნონიკოვისა და იოსებ მურადოვის საქმე, რომელთაც მევახშეობა ბრალდებოდათ. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო. ეკატერინე ნონიკოვს ხუთი თვითა და ათი დღით, ხოლო იოსებ მურადოვს ათი თვითა და ოცი დღით პატიმრობა მიუსაჯეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნერსე თაიროვსა და კოსტა ძაგანიას აკოფ ჯეირანოვის ცემა ედებოდათ ბრალად.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 26 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ბასიევს მელიტონ თომას ძე ფომინ-ცაგარლის სახლის გაქურდვა ედებოდა ბრალად.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 21 მარტს თბილისის სასამართლოში ნერსე თაიროვის საქმე განიხილეს და ის ერთი თვით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 21 მარტს თბილისის სასამართლოში კოსტა ძაგანიას საქმე განიხილეს და ის ორი კვირით დააპატიმრეს.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაბრიელ მიტროფანოვს ევროპული ხალიჩის მოპარვა ედებოდა ბრალად.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 13 ნოემბერს გორში თბილისის ოლქის სასამარლომ ნიკოლოზ დავითის ძე დიასამიძის მკვლელობის საქმე განიხილა. მკვლელობაში ბრალი დაუმტკიცდათ ბესო იმერლიშვილსა და გაბო იმერლიშვილს. ოთხივეს ათი წლის პატიმრობა მიუსაჯეს.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ იულიან შარაშენიძის საქმე განიხილა. მას ბათუმის მომრიგებელი მოსამართლისთვის შეურაცხყოფის მიყენება ედებოდა ბრალად და 2 წლით დააპატიმრეს.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დაუპატიმრებიათ ი. სამსონია, ვარლამ და პეტრე ლომიძეები, კოსტია ჩხეიძე და გიორგი ასკურავა, რომლებსაც ბრალად ედებოდათ მომარაგების კომიტეტის საწყობიდან საქონლის გატაცება.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 15 ოქტომბერს თბილისის ოლქის სასამართლომ გრიგორ ბეჟოევის საქმე განიხილა, რომელსაც ვერაგობა და სხვისი ფულის გაფლანგვა ედებოდა ბრალად.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 16 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ კონდუქტორებმა გზის მოიჯარადეს, სლივიცკის უჩივლეს, რადგან ის კონდუქტორებს კუთვნილ თანხას არ უნაწილებდა. კონდუქტორები მას 2600 მანეთს ედავებოდნენ.

