საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები18202

ფილტრი:
ფაქტის ტიპი თანამდებობა

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატთა სტუდენტთა ორგანიზაციამ გამოსცა მოწმობა დელეგატ მიხეილ ხერხეულიძის ნაცვლად ზ. ჩიხლაძის დანიშვნის შესახებ.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868 წლის 23 თებერვალს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ თბილისის გუბერნიის სტოლნაჩალნიკის თანაშემწე ენიკოლოფოვი სასამართლო პრისტავის თანამდებობაზე დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 6 სექტემბერს ქალაქ ქუთაისის მოურავად აირჩიეს ნაფიცი ვექილი დიმიტრი კალანდარიშვილი, ხოლო საბჭოს თავმჯდომარედ – არჩილ ჯაფარიძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 5 ივლისს გაიხსნა სამრეწველო და სამეურნეო ბანკი, რომლის თავმჯდომარედ არჩეული იყო ვარლამ ჭილაძე, დირექტორებად – ჯაჯუ ჯორჯიკია და გიორგი სვანიძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 10 ივლისის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, მონასტერთა საბჭოს თავმჯდომარე, არქიმანდრიტი ნაზარი 4 ივლისიდან დამტკიცდა საქართველოს ბერ-მონაზონთა წარმომადგენლად სრულიად საქართველოს საეკლესიო მმართველობაში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 17 თებერვლის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ქუთაისის ოლქის სასამართლოში უფროს ნოტარიუსად მომრიგებელი მოსამართლე ანტონ ხაბურძანია დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 13 აგვისტოს თბილისში მოსკოვის სახალხო ბანკის განყოფილების დირექტორად კონსტანტინე კანდელაკი დაინიშნა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ბოდბის მონასტრის წინამძღვრად, ნაცვლად გადაყენებული ანასტასიასი, დაინიშნა თეკლათის მონასტრის წინამძღვარი ნინო (სოფლად ელენე ვაჩნაძე).

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, კავკასიის ოლქის მთავარ სამხედრო კომისრად დაინიშნა ჩრდილო-დასავლეთ ფრონტის ყოფილი კომისარი ვლადიმერ გობეჩია.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 10 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს" ცნობით, ალექსანდრე ხატისოვი ალექსანდროპოლის საბჭომ ქალაქისთავად დაასახელა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 21 ივნისს ერობათა კავშირის ამიერკავკასიის განყოფილების ბუღალტერიის გამგედ ფილიპე გოგიჩაიშვილის ნაცვლად იაკობ საიანოვი დაინიშნა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წელს ლიახოვიჩი პალატის საგანგებო გამომძიებელი იყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს სოფელ ნიგოითში ჩატარებულ მეორე სახელმწიფო დუმაში დეპუტატთა ამრჩევ საგუბერნიო კონფერენციაზე ასარჩევი კანდიდატები იყვნენ კაკი წერეთელი და გრიშა ლორთქიფანიძე.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 4 ივლისს ქართლ-კახეთის მონასტერთა თავმჯდომარე, არქიმანდრიტი ნაზარი დაამტკიცეს აღმოსავლეთ საქართველოს ბერ-მონაზონთა წარმომადგენლად სრულიად საქართველოს საეკლესიო მმართველობაში.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ივანე ნინიძე იყო სტრაჟნიკთა ურიადნიკი გურიაში.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს პლატონ გაჩეჩილაძე იყო ასოთამწყობი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს მთავრობის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლისათვის დახურეს ჟურნალი „ეკალი“. ამ პერიოდში ჟურნალის ხელმძღვანელად თევდორე კიკვაძე იყო დანიშნული.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ერმილე ნაკაშიძე იყო ზვანის ჩაის პლანტაციის გამგე.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ერმილე ნაკაშიძე იყო აგრონომი ოზურგეთში.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს თედო კიკვაძე იყო იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ხელმძღვანელი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ნომინალური ხელმძღვანელი პლატონ გაჩეჩილაძე იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ზაკუსოვი იყო გურიის მაზრის უფროსი.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს სტეფანე დავითის ძე გაგუა ქალაქ ხონის საქალაქო სკოლის ინსპექტორი იყო

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს სილიბისტრო თოდრია საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს გიგო კასრაძე თბილისის ფოსტაში მუშაობდა.