საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები32247

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის აპრილში სოხუმიდან დესპინე ივანიძის დასახმარებლად გამოგზავნილი 5.5 მანეთი ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციამ ქუთაისის დრამატული საზოგადოების წევრს, ივანე პურადაშვილს გაუგზავნა ადრესატისთვის გადასაცემად.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ რედაქციას სოხუმიდან ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელმა დესპინე ივანიძის სასარგებლოდ შეგროვებული 5.5 მანეთი გაუგზავნა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 10 აპრილს გორის მაზრის თავად-აზნაურთა ყრილობას გორში ესწრებოდნენ თბილისიდან ჩასული აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, „კავკაზის“, „ივერიისა“ და სხვა გაზეთების კორესპონდენტები.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ელიზბარაშვილმა მაღაროელი თეიმურაზ მაისურაძე მოკლა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ლაზარე ჯინჭარაძემ ჩოხატაურის მოსახლეობას ყვავილის აცრა გაუკეთა.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წელს სალომე თავდგირიძემ, რომელიც გურიიდან სამეგრელოში ჩავიდა, სასულიერო პირების ნებართვით ხობის წინამძღვრის ნასახლარი მყუდრო სამყოფად გარდაქმნა, რის შემდეგაც ეს ადგილი დედათა მონასტრად გადაიქცა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 15 აგვისტოს „დროების“ ცნობით, მიხეილ ლიფონავას დამსახურებით ხორგაში ორკლასიანი სასწავლებელი გაიხსნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, არქიმანდრიტ მაკარ მატათაშვილს ნეველის ორდენი გადასცეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ბათუმში მომრიგებელ მოსამართლედ ს. გუსონი დანიშნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე ვახრამოვი ფოთის საპატიმროთა მზრუნველობის განყოფილების დირექტორად დანიშნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ნიკოლოზ ერისთავი ბათუმის საპატიმროთა მზრუნველობის განყოფილების დირექტორად დანიშნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 18 აგვისტოს „დროების“ ცნობით, აპოლონ ვედენსკი სოხუმის საპატიმროთა მზრუნველობის განყოფილების დირექტორად დანიშნეს.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 20 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე ფორაქიშვილისა და ზაქარია სარაჯიშვილის მაღაზიებში პურის არაყი იყიდებოდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 11 ნოემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოებაში გაიმართა თბილისის სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომა მიტკევიჩის თავმჯდომარეობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 3 ოქტომბერს მერძევეთა და პირუტყვის მომშენებელთა კრებამ განიხილა ქუთაისის ბეითალ ლანგეს მოხსენება.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 3 მარტს „ჯეჯილის“ რედაქტორ-გამომცემელმა ანასტასია წერეთლისამ ჟურნალის სასარგებლოდ გამართა საბავშვო დილა, რომელზეც წარმოადგინეს პიესა „ყვავილთა შორის“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 ოქტომბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დარბაზში გამართულ კრებაზე აირჩიეს პირები, რომელთაც ივანე კერესელიძის საფლავზე ძეგლის დადგმის საქმე უნდა მოეწყოთ.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ალექსანდრე იმედაშვილის მიერ თარგმნილი ვებერის პიესა „პანსიონის ზღუდეთა შორის“ სცენაზე დასადგმელად ნებართვის მისაღებად კავკასიის უმაღლეს მთავრობას წარუდგინეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს მიხეილ ქორელმა თარგმნა პიესა „ნაპოლეონის მხიარული დღე“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს რუსმა მწერალმა კონსტანტინე ბალმონტმა ქართული ენის სწავლა დაიწყო, რათა „ვეფხისტყაოსანი“ დედანში წაეკითხა და ისე ეთარგმნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს იუსტიციის სამინისტრომ კავკასიაში გამოგზავნა თავისი მოხელე კაზარინი. მას დავალებული ჰქონდა ადგილობრივი საპატიმროების მდგომარეობის გაცნობა და მის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შემუშავება.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ივანე ჯავახიშვილი თეოლოგ ადოლფ ჰარნაკს ქართულ ენას ასწავლიდა ბერლინის უნივერსიტეტში.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 23 მარტს გაიმართა ნაძალადევის თეატრის წევრთა მე-2 წლიური კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ალ. ქობულაშვილი, კრების გაგრძელება დაინიშნა 30 მარტისთვის.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 ოქტომბერს ინჟინერი დომბროვსკი ბაკურიანის დასრულებული რკინიგზის შტოს შესამოწმებლად გაგზავნეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის აპრილში ალექსანდრე სუმბათაშვილს ანგინის გამო ექიმებმა სცენაზე თამაში აუკრძალეს.