საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები33281

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის ექიმმა შავერდ შავერდოვმა პუშკინის ქუჩის სავაჭრო დაწესებულებათა დათვალიერების დროს ივანე შადინოვის მაღაზიაში აღმოაჩინა 14 გირვანქა უვარგისი შვეიცარული ყველი, გაბელიევის თევზის მაღაზიაში – ფუთი და 10 გირვანქა მატლებიანი ზურგიელი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტრომ თავის რწმუნებულს, იაკობ მედვედევს შეტყობინა, რომ კავკასიის სამინისტროს მოხელე ვ. ი. მასალსკის კავკასიაში გზავნიდნენ სასოფლო-სამეურნეო სადგურების დასათვალიერებლად.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს თბილისის გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებელმა და გუბერნიის ექიმმა თ. ც. ქიქოძემ ქალაქის საყასბოების დათვალიერების შემდეგ მოინახულეს თბილისის თავშესაფარი. თავშესაფარში იყო 22 კაცი და 44 ქალი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივლისში თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე ალექსანდრე მაჭავარიანი დაბრუნდა თიანეთიდან, სადაც მძვინვარებდა ქუნთრუშა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მოსკოვის ეთნოგრაფიულ-ანთროპოლოგიური საზოგადოების წევრი, მოსკოვის კონსერვატორიის კურსდამთავრებული დიმიტრი არაყიშვილი ძველი სიმღერების შესაკრებად სოფელ ვაქირში ჩავიდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში აგრონომი ნ. პ. ტარატინოვი აშშ-ში გაემგზავრა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 26 ივლისს, ნაშუადღევს, პოლიციის მე-10 ნაწილში, ამიერკავკასიის რკინიგზის თბილისის სადგურზე, ცეცხლი გაუჩნდა საქონლის საწყობს. ხანძრის ჩაქრობისას სასიკვდილოდ დაშავდნენ საქონლის სადგურის ღამის დარაჯები დავით ხვედელიანი და ნესტორ ლობჟანიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სოფელ ურიათუბანში (თელავის მაზრა) თავადმა ნ. გ. ჭავჭავაძემ მეფუტკრეთა ამხანაგობისთვის 120 თუმანი შეაგროვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ივლისში საზღვარგარეთიდან დაბრუნდა თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა გამგე ი. ს. ბეკი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის სექტემბერში ექიმმა ნიკოლოზ მელიქიშვილმა ომიანობისგან დაზარალებულთა კომიტეტს თავის კლინიკაში დაჭრილებისთვის 3 საწოლი გამოყო და კიდევ 15 საწოლის გამოყოფას დაჰპირდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 20 სექტემბერს სახალხო სახლში წარმოადგინეს პიესა „მეფე“, რეჟისორი იყო კონსტანტინე შათირიშვილი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 სექტემბერს სასოფლო-სამეურნეო სადგომში გამართულ საზოგადო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენელთა კრებას ესწრებოდნენ თავად-აზნაურთა წინამძღოლი კოტე აფხაზი და თბილისის მოურავი ალექსანდრე ხატისოვი.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 31 იანვრის „დროების” ცნობით, 1878 წლიდან სომხური ლიტერატურულ-პოლიტიკური გაზეთის „მშაკი“ გამოწერა რედაქციასა და ავეტიკ ცატუროვის ლამპის მაღაზიაში შეიძლებოდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 28 სექტემბერს სასოფლო-სამეურნეო სადგომში პავლე იოსების ძე თუმანიშვილის თავმჯდომარეობით საზოგადო-საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ჟურნალ-გაზეთების წარმომადგენელთა კრება გაიმართა.

1896

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1896 წლის 20 სექტემბერს სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 50 ცალი დედაენა, თითო − 32 კაპიკად, სულ − 16 მანეთის, 50 რუსკოე სლოვო, I ნაწილი − 32 კაპ. − 16 მან., 60 რუსკოე სლოვო, II ნაწილი − 32 კაპ. − 19.20 მან., 300 რვეული − 4 კაპ. 12 მან., 40 ბუნების კარი − 70 კაპ. − 28 მან., 40 „იავნანამ რა ჰქმნა“ − 8 კაპ. − 3.20 მან., 120 „მოსავლის მცველნი“ − 16 კაპ. 19.20 მან., 50 „თავდადებულნი ქართველნი“ − 8 კაპ. − 4 მან., ჯამში 117.60 მანეთის.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1897 წლის 21 აპრილს სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 25 ცალი იოსელიანის „ლოცვანი“, თითო − 16 კაპიკად, სულ − 4 მან., 100 რვეული − 4 კაპ. − 4 მან., 25 ცალი იოსელიანის „საღვთო ისტორია“ − 40 კაპ. − 10 მან., ჯამში 18 მანეთის.

1896

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1896-97 წლებში სენაკის სათავადაზნაურო სკოლისთვის სამსონ ყიფიანს გაეგზავნა: 1896 წელს − 117.60 მან., 1897 წელს − 18 მან., სულ − 135 მან. და 60 კაპ. ღირებულების წიგნები.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 17 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში სამსონ ყიფიანისთვის გაგზავნილი წიგნების ანგარიშში მიიღეს 25 მან.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში სამსონ ყიფიანისთვის გაგზავნილი წიგნების ანგარიშში მიიღეს 20 მან.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896-97 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში სამსონ ყიფიანისთვის გაგზავნილი წიგნების ანგარიშში მიიღეს 45 მან., მისაღები იყო 90.60 მან.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 29 აპრილს ახალციხეში შარიფ-ბეგ ხიმშიაშვილი მიიყვანეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 მაისის „დროების“ ცნობით, გაბრიელ მირზოევის ქარხანის მუშებს ანაზღაურება არ მიუღიათ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 6 მაისის „დროების“ ცნობით, გაბრიელ მირზოევმა მოსკოვიდან ჩამოყვანილი ქალი მუშები სამსახურიდან დაითხოვა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 მაისის „დროების“ ცნობით, ხმოსანთა სხდომაზე განიხილავდნენ სურგუნოვის წინადადებას ქალაქის განათების შესახებ.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 5 მაისს ავლაბარში ოქოევის ოჯახის ქურდობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს.