საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები72461

1824

ტიპი: გარდაცვალება

1824 წლის 23 აპრილს სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი თევდორე კაპანაძე გარდაიცვალა.

1824

ტიპი: გარდაცვალება

1824 წლის 20 აპრილს სოფ. თვალუეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი ბიწაძე გარდაიცვალა.

1824

ტიპი: გარდაცვალება

1824 წლის 6 მარტს ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი გიორგი გიორგაძე გარდაიცვალა.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს სოფელ აკაფაში მეამბოხე აფხაზებთან შეტაკების დროს რუსთა შორის დაჭრილ-დახოცილთა რიცხვმა 60-მდე მიაღწია. დაიჭრა რუსების მეთაური, პოლკოვნიკი მიხინიც.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824 წელს აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე გახდა.

1824

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1824 წელს აფხაზეთის მთავარ დიმიტრი შარვაშიძის ძმა იყო მიხეილი (ჰამუთ-ბეი).

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს აფხაზეთის ყოფილ მთავარ ასლან-ბეის ხელახლა აუჯანყებია აფხაზები და აჯანყების ტალღა აფხაზეთის მთელ ტერიტორიას მოედო.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს აფხაზთა აჯანყების ჩასახშობად გაგზავნეს რაზმი, რომელიც 1400 ჯარისკაცისაგან შედგებოდა. მას ხელმძღვანელობდა გენერალ-მაიორი პეტრე გორჩაკოვი.

1824

ტიპი: ღონისძიება

1831 წლის პირველ მაისს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი აფხაზეთის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, 1824 წელს თავისი რაზმით აფხაზთა აჯანყების ჩასახშობად გაგზავნილ გენერალ-მაიორ გორჩაკოვს მარცხენა ფლანგიდან, ზღვის მხრიდან, ეხმარებოდა ორი ფრეგატი და ერთი ბრიგი, ხოლო მარჯვნიდან – მეგრული ლაშქრის მცირე დაჯგუფება.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს გენერალ-მაიორ გორჩაკოვის რაზმს მდინარე კოდორიდან მოყოლებული სოხუმამდე თავს ესხმოდნენ აფხაზ ამბოხებულთა ჯგუფები, თუმცა გენერალს მაინც მიუღწევია სოხუმის ციხემდე.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს გენერალ-მაიორ პეტრე დიმიტრის ძე გორჩაკოვს, რომელიც ხელმძღვანელობდა სადამსჯელო ექსპედიციას ამბოხებულ აფხაზთა წინაამღდეგ, სოხუმიდან ლიხნისკენ (სოუქსუსკენ) მიმავალი მთავარი გზიდან გადაუხვევია. ამის მიზეზი ყოფილა ის წინაღობები, რომელიც გენერალს ამ გზაზე შეხვედრია. გენერალი ბიჭვინტის ყურეში დაბანაკებულა და ლიხნამდე (სოუქსუმდე) შემოვლითი გზით მისულა.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს ამბოხებულ აფხაზებთან შეტაკებისას გენერალ გორჩაკოვს ასი ჯარისკაცი დაუკარგავს თავისი რაზმიდან.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს სოფელ ლიხნში (სოუქსუში) გენერალ პეტრე დიმიტრის ძე გორჩაკოვის რაზმი შესულა, რის შემდეგაც ამბოხებულ აფხაზებს შეუწყვეტიათ საომარი მოქმედებები.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს სოფელ ლიხნში (სოუქსუში) გენერალ პეტრე დიმიტრის ძე გორჩაკოვის რაზმის გამოჩენასთან ერთად, ასლან-ბეი იქაურობას გაცლია და ისევ ჩერქეზებთან შეუფარებია თავი.

1824

ტიპი: ღონისძიება

1824 წელს სოხუმის კომენდანტ მიხინის რაზმი თავს დასხმია სოფელ აკაფის მკვიდრთ, რომლებიც მეამბოხე აფხაზებს მალავდნენ. თავდასხმა უშედეგოდ დასრულებულა და მიხინს უკან დაუხევია.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824 წელს სიმონ ქოქოსაძე მო­ტყი­ა­რის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824 წელს მახარობელ გრძელიშვილი მრა­ვალ­ძა­ლის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824-1857 წლებში იოვანე სიმონის ძე კანდელაკი (კობახიძე) კა­ჩა­ე­თის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელი იყო.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824 წელს მახარობელ გრძელიშვილი ფა­რა­ხე­თის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824 წელს დავით ქევანიშვილი ზნაკ­ვის მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი იყო.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824 წელს დავით ქათამაძე ზნაკ­ვის მა­ცხოვ­რის ეკლესიის მღვდელი იყო.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824 წელს მღვდელ­-მონაზონი სვიმონი (დვალი) ზე­და შავ­რას იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824 წელს იოანე დათეშიძე ამბროლაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკ­ლე­სიის მღვდელი იყო.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824 წელს გიორგი გიორგაძე ვაკისუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1824

ტიპი: თანამდებობა

1824 წელს გიორგი ბიწაძე სოფ. თვალუეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.